მოგოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოგოლები — ჩრდ. ავღანეთსა და ინდოეთში მცხოვრები ხალხი. 1992 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა აღწევს 20 000 ადამიანს.

მოგოლები არიან მე-XIII ს. მონღოლი დამპყრობლების ადგილობრივ მოსახლეობასთან შერეული ხალხის შთამომავლები. მოგოლი მმათველების დინასტია სათავეს იღებს ცენტრალური აზიის დიდი დამპყრობელის თემურ ლენგის დინასტიიდან. მოგოლი ტომები გამოყრილ იქნენ თანამედროვე უზბეკეთის ტერიტორიიდან სხვა მონღოლური ტომების მიერ, რის გამოც ისინი მიგრირდებოდნენ ავღანეთში მონღოლთა არმიასთან ერთად.

მოგოლები არიან მუსლიმანი სუნიტები. მათი ავღანეთში მოსვლის მომენტში დაპყრობილ ტერიტორიებზე უკვე გავრცელებული იყო ისლამი. მათ დიდი გავლენა იქონიეს ჩრდ. ავღანეთისა და ჩრდ. ინდოეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებზე.

მოგოლთა ენა წარმოადგენს ძველი მონღოლური ენის არქაულ დიალექტს. აგრეთვე, ხალხის ნაწილი სხვადასხვა დონეზე ფლობს დარის, პუშტუს, ფარსის, ჰინდუს, და არაბულ ენებს. ტერმინი მოგოლი ინდოეთში გამოიყენება ჩრდ. ინდოეთისა და ცენტრალური აზიის მუსულმანთა აღსანიშნავად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Muzaffar Alam, Sanjay Subrahmanyam // The Deccan Frontier and Mughal Expansion, cf. 1600: Contemporary Perspectives, Journal of the Economic and Social History of the Orient, Vol. 47, No.3, Between the Flux and Facts of Indian History: Papers In Honor of Dirk Kolff (2004), pp/ 347-389.