მლადა-ბოლესლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მლადა-ბოლესლავი
Mladá Boleslav
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე ცენტრალური ბოჰემია
შიდა დაყოფა Bezděčín[1] , Čejetice[1] , Čejetičky[1] , Debř[1] , Chrást[1] , Jemníky[1] , Michalovice[1] , Mladá Boleslav I[1] , Mladá Boleslav II[1] , Mladá Boleslav III[1] , Mladá Boleslav IV[1] , Podchlumí[1] და Podlázky[1]
კოორდინატები 50°24′45″ ჩ. გ. 14°54′16″ ა. გ. / 50.41250° ჩ. გ. 14.90444° ა. გ. / 50.41250; 14.90444
მმართველი Raduan Nwelati
პირველი ხსენება X საუკუნე
ფართობი 28,89 კმ²
ცენტრის სიმაღლე 235
მოსახლეობა 50 000 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 293 01
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი mb-net.cz
მლადა-ბოლესლავი — ჩეხეთის რესპუბლიკა
მლადა-ბოლესლავი

მლადა-ბოლესლავი (ჩეხ. Mladá Boleslav) — ქალაქი ჩეხეთში, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, მდინარე იიზერის მარცხენა ნაპირზე, პრაღიდან 50 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ქალაქი X საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბოლესლავ II-მ დააარსა როგორც სამეფო ციხესიმაგრე. იმის გამო, რომ პრაღის სიახლოვეს უკვე არსებობდა ბოლესლავის სახელით ცნობილი ციხე, მისგან განსასხვავებლად ახალ ციხეს წინ მლადა (ახლაგაზრდა) დაუმატეს. ძველ ციხექალაქს XV საუკუნეში სტარა-ბოლესლავი (ძველი ბოლესლავი) უწოდეს. დასახლებამ 1334 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო, 1436 წელს კი მნიშვნელოვანი ადგილი გახდა პრაღიდან ჩრდილოეთ ბოჰემიის, ლუსატიისა და ბრანდენბურგისაკენ მიმავალ გზაზე. XVI საუკუნეში ქალაქი მორავიული ეკლესიის ცენტრი გახდა, განვითარდა სტამბაზე ბეჭდვა. XVII საუკუნეში კვლავ კათოლიციზმის დამყარების შემდეგ, ქალაქი დასუსტდა.

XVII—XVIII საუკუნეებში მლადა-ბოლესლავი ებრაელთა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამ პერიოდში, ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ებრაელები შეადგენდნენ. XIX საუკუნეში მას ზედემტსახელად „იიზერის იერუსალიმსაც“ კი უწოდებდნენ.

XIX საუკუნიდან ქალაქი ხელახლა აყვავებას იწყებს, იგი მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი გახდა — გაიხსნა სკოლები,თეატრები, მუზეუმები და Laurin & Klement-ის საავტომობილო ქარხანა, რომელიც დღეს შკოდას (Škoda) სახელითაა ცნობილი. კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, 1948 წელს ქალაქმა მასიური დაცემა განიცადა, თუმცა 1990-იანი წლებიდან განვითარება კვლავ დაიწყო და შკოდას ქარხანამ ის ჩეხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად აქცია.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.