შინაარსზე გადასვლა

ჩეხეთის მხარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩეხეთის რეგიონები)

ჩეხეთის მხარეები — ადმინისტრაციული ერთეულები ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩეხეთი უნიტარული რესპუბლიკაა, რომელიც იყოფა შედგება 14 მხარედ (ჩეხ. kraje). მხარის სტატუსი აქვს დედაქალაქისაც. პრაღა არის ერთდროულად რეგიონიც და ქალაქიც და აქვს ერთი ასამბლეა და ერთი გამგეობა. აღნიშნული დაყოფა ძალაშია 2000 წლის 1 იანვრიდან, როდესაც შეიცვალა მანამდე არსებული 8 რეგიონი. რეგიონული ასამბლეა აირჩევა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით. ასამბლეა ირჩევს რეგიონის კომიტეტს და მის თავმჯდომარეს.

ჩეხეთის რეგიონები. ცხრილში მოყვანილი რეგიონები რუკაზე ნაჩვენებია შესაბამისი ასოების მიხედვით


მხარე დედაქალაქი მოსახლეობა 2024 ფართობი (კმ²) მოსახლეობის სიმჭიდროვე (/კმ²) მშპ (მილიონებში CZK) მშპ ერთ სულ მოსახ.
A პრაღა 1 384 732 496 2 792 1 926 323 1 453 579
S ცენტრალური ბოჰემია პრაღა 1 455 940 10 929 133 755 682 557 641
C სამხრეთი ბოჰემია ჩესკე-ბუდეიოვიცე 654 505 10 058 65 309 007 480 506
P პლზენი პლზენი 613 374 7 649 80 326 669 553 512
K კარლოვი-ვარი კარლოვი-ვარი 295 077 3 310 89 111 015 377 886
U უსტეცი უსტი-ნად-ლაბემი 811 169 5 339 152 360 731 440 737
L ლიბერეცი ლიბერეცი 450 728 3 163 143 202 639 457 749
H ჰრადეც-კრალოვე ჰრადეც-კრალოვე 556 949 4 759 117 299 250 543 106
E პარდუბიცე პარდუბიცე 530 560 4 519 117 268 290 513 222
M ოლომოუცი ოლომოუცი 632 864 5 272 120 317 890 503 709
T მორავია-სილეზია ოსტრავა 1 189 204 5 527 219 597 665 499 813
B სამხრეთი მორავია ბრნო 1 226 749 7 188 171 745 193 624 757
Z ზლინი ზლინი 580 744 3 963 147 304 826 524 888
J ვისოჩინა იიჰლავა 517 960 6 796 76 241 562 474 282
CZ ჩეხეთის დროშაჩეხეთის რესპუბლიკა პრაღა 10 900 555 78 871 138 6 786 742 634 993

ჩეხეთის რეგიონების სიმბოლოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]