მირსაიდ სულთან-ღალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირსაიდ სულთან-ღალიევი
მშობლიური სახელი თათრ. Мирсәет Хәйдәргали улы Солтангалиев
დაბადების თარიღი

13 ივლისი 1892
სოფელი ელიმბეტოვო, სტერლიტამაკის რაიონი, უფას გუბერნია

ამჟამად ბაშკირეთის რესპუბლიკის სტერლიბაშევსკის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი 1940 (47 წლის)
მოსკოვი, რსფსრ
ეროვნება თათარი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ქვეშევრდომობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
პროფესია პოლიტიკოსი
პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

 

მირსაიდ სულთან-ღალიევი ( თათრ. Мирсәет Хәйдәргали улы Солтангалиев, ასევე ცნობილი როგორც მირზა სულთან-გალიევი, დ. 13 ივლისი, 1892, სოფელი ელიმბტოვო, უფას გუბერნია (ახლანდელი სტერლიბაშევსკის ოლქი ბაშკირეთში ) — გ. 28 იანვარი, 1940, მოსკოვი ) — თათარი ბოლშევიკი რევოლუციონერი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა (ბოლშევიკები) პარტიის (რსდმპ (ბ)) წევრი, თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მუსლიმური „ ნაციონალური კომუნიზმის“ არქიტექტორი. მისი შეხედულებები განიხილებოდა, როგორც პირდაპირი საფრთხე კომინტერნის პოლიტიკისთვის; 1923 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს და კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. 1928 წელს ხელახლა დააკავეს და ექვსი წლით დააპატიმრეს. შემდეგ ის კვლავ დააპატიმრეს 1937 წელს და დახვრიტეს 1940 წლის 28 იანვარს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სიკვდილის შემდეგ 1990 წელს.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირსაიდ სულთან-ღალიევი, მასწავლებლის ვაჟი, დაიბადა 1892 წლის 13 ივლისს, სოფელ ელემბეტევოში, უფას გუბერნია, ბაშკირეთი, ( რუსეთის იმპერია). [1] მას რთული და გაჭირვებული ბავშვობა ჰქონდა. სკოლის მასწავლებელი მამის ხელფასი არ იყო საკმარისი მეუღლისა და 12 შვილის სარჩენად. მშობლებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, რადგან ისინი თათრული საზოგადოების ძალიან განსხვავებულ ფენებს მიეკუთვნებოდნენ. როგორც თავად სულთან-ღალიევი მოგვიანებით წერდა: „დედაჩემი პრინცის ქალიშვილი იყო— დიდგვაროვანი ქალი, მამაკი კი — უბრალო „მიშარი“ ...“ [2] .

მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს არ ჰქონდათ მირსაიდის კერძო სკოლაში გაგზავნის საშუალება, მან ბევრი რამ ისწავლა მამისგან მაქთაბში , რომელიც მისდევდა ისმაილ გასპრინსკის მიერ დაარსებული სწავლების „ახალ მეთოდს“ (1851–). 1914). სულთან-ღალიევი პატარაობიდანვე სწავლობდა რუსულ ენას და კითხულობდა რუსული კლასიკოსების ნაწარმოებებს მამის ბიბლიოთეკიდან. მამის სკოლაში სწავლობდა 8-დან 15 წლამდე თათრულ და არაბულს, ისტორიას, გეოგრაფიასა და მათემატიკას. გაეცნო ყურანისა და შარიათის საბაზისო საფუძვლებს. ყოველივე ეს, განსაკუთრებით რუსული ენის ცოდნა, დიდად დაეხმარა მას, რომ 1907 წელს ჩაებარებინა ყაზანის პედაგოგიურ კოლეჯში, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. [3]

რუსული ლიტერატურის მოყვარულმა თათრულ ენაზე თარგმნა ტოლსტოისა და პუშკინის ნაწარმოებები. 1913 წელს იგი დაქორწინდა რაუზა ჭანიშევაზე, რომელიც გახდა ქალთა მოძრაობის წამყვანი ფიგურა. ისინი დაშორდნენ 1918 წელს პირადი პრობლემების გამო.

პოლიტიკური აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან-ღალიევი რევოლუციური იდეებით პირველად დაინტერესდა 1905 წლის წარუმატებელი რევოლუციის დროს. რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი გადავიდა ბაქოში, სადაც მოექცა ნარიმან ნარიმანოვის ყურადღების ცენტრში. როდესაც სწავლობდა ყაზანის თათრული პედაგოგიურ კოლეჯში, გაიტაცა რევოლუციურმა იდეებმა. [4] ამ დროს მან სოციალიზმის პირველი გაკვეთილებიც მიიღო. მომავალმა ბოლშევიკმა ა. ნასიბულინიმ და მომავალმა ბასმაჩმა ა. იშმურზინმა სულთან-ღალიევს გადასცეს წიგნები სოციალიზმის თეორიაზე და მასთან ერთად განიხილეს იქ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები. [5]

1911 წელს დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი. მან დაიწყო მუშაობა სოფლის სკოლის მასწავლებელად და ბიბლიოთეკარად. 1913 წლიდან ასწავლიდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში. 1912 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა გაზეთებში რუსულ და თათრულ ენებზე, თავდაპირველად სხვადასხვა ფსევდონიმით: სუხოი [მშრალი] , სინ ნაროდა [ხალხის ძე], უჩიტელ'-თათარინ [თათარი მასწავლებელი ], კარამას-კალინეტები„“, შემდეგ კი 1914 წლიდან საკუთარი სახელით. ამავე პერიოდში, ის ასევე "ფარულად ავრცელებდა ანტისამთავრობო პროკლამაციებს უფას პროვინციის მუსლიმურ სოფლებში და გამოდიოდა რუსი ან გაქრისტიანებული თათარი მასწავლებლების წინააღმდეგ მუსლიმურ სკოლებში. [6]

პირველი მსოფლიო ომი და ბოლშევიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მისი თაობის ადამიანების უმეტესობამ, პირველმა მსოფლიო ომმა დიდი როლი შეასრულა მის პიროვნულ ტრანსფორმაციაში. ომის დაწყებისთანავე მირსაიდი და მისი მეუღლე რაუზა ჭანიშევა გადავიდნენ ბაქოში. სულთან-ღალიევი თანამშრომლობდა ა სხვადასხვა გაზეთებთან. ბაქოს პოლიტიკურმა კლიმატის გავლენით გადაიხარა რევოლუციური სოციალიზმისკენ. [5]

1917 წლის მაისში სულთან-ღალიევმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ სრულიად რუსეთის მუსლიმთა კონფერენციაში. იგი აირჩიეს მის მიერ შექმნილ სრულიად რუსეთის მუსლიმთა საბჭოში. იმავე წლის ივლისში ის გაემგზავრა ყაზანში, სადაც შეხვდა მულანურ ვაქსიტოვს რომელთან ერთადაც წვლილი შიტანა ყაზანის მუსლიმთა სოციალისტური კომიტეტის შექმნაში, ბოლშევიკებთან მიახლოებული პროგრამით. 1917 წლის ნოემბერში შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციას. იმავე წლიდან შევიდა ეროვნებათა სახალხო კომისარიატის (ნარკომნაცი) მუსლიმთა სექციის ( მუსლიმთა ცენტრალური კომისარიატი ) ხელმძღვანელობაში. კომისარიატის მდივანი იყო მუსტაფა სუბჰი .

1918 წლის იანვარში შეიქმნა მუსლიმთა საქმეთა ცენტრალური კომისარიატი შიდა რუსეთსა და ციმბირში ( მუსკომი ). თავმჯდომარე იყო ვახიტოვი, ხოლო სულთან-ღალიევი — რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი.[7] მუსკომში სულთან-ღალიევი ასევე შეხვდა ყირიმელ თათარ რევოლუციონერ ისმაილ ფირდევსს, რომელიც გახდა მისი ერთ-ერთი უახლოესი იდეოლოგიური მიმდევარი და მხარდამჭერი. [8]

1918 წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო მომავალი თათარ-ბაშკირთა საბჭოთა რესპუბლიკის (TBSR) დამფუძნებელი კონგრესის მომზადებაში.

19181920 წლებში [9] რსფსრ სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატის ცენტრალური მუსლიმთა სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარე (1919).

როდესაც ბაშკირული ჯარები წითელი არმიის მხარეს გადავიდნენ, 1919 წლის 10 ივლისს მან ხელი მოაწერა ბრძანებას No10 ბაშკირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაციისა და ბაშკირი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების დაუშვებლობის შესახებ.

ისტორიკოს თ. ბიკოვის აზრით, მირსაიდ სულთან-ღალიევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყირიმში წითელი ტერორის შეჩერებაში. 1921 წლის მარტში, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) მეათე ყრილობის დროს, იმ მოტივით, რომ კონგრესზე მისული საბჭოთა რუსეთის მუსლიმური რეგიონების სხვა ლიდერებთან მირსაიდის შეხვედრა არ მომხდარიყო, თათრების ეროვნული ლიდერი მოსკოვიდან გაგზავნეს ყირიმში ბოლშევიკური და ეროვნული სამუშაოების ჩასატარებლად. ყირიმში თვენახევრის გატარების შემდეგ, სულთან-ღალიევი გაერკვა სიტუაციაში, დაალაგა ყირიმის რეგიონალური კომიტეტის თათრული ბიუროს საქმიანობა და მოამზადა ჭეშმარიტი მოხსენება ყირიმში ვითარების შესახებ. მოხსენებაში მირსაიდ სულთან-ღალიევი წერდა, რომ პირველი და ძალიან დიდი შეცდომა იყო წითელი ტერორის ფართოდ გამოყენება ყირიმში. გადმოცემის თანახმად, იქ დახვრეტილი ვრანგელის ოფიცრების რაოდენობა, 20-დან 25 ათასამდე აღწევდა. როგორც ამბობდნენ, მხოლოდ სიმფეროპოლში 12000-მდე პირი დახვრიტეს, ხოლო ჭორების მიხედვით, მთელ ყირიმში მაჩვენებელი 70000-მდე ადიოდა. ყველაზე ცუდი ამ ტერორში ის იყო, რომ დახვრეტილებს შორის იყვნენ ვრანგელისგან შორს მდგომი ადამიანები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი პატიოსანი სამსახური.[10]

1919-1921 წლებში იკავებდა რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული აღმოსავლეთის ხალხთა კომუნისტური ორგანიზაციების ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობას.

1920-1923 წლებში იყო რსფსრ ეროვნებათა სახალხო კომისარიატის გამგეობის წევრი.

მირსაიდ სულთან-ღალიევი იყო რუსეთის მუსლიმთა კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი. ასწავლიდა აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში.

მეორე მეუღლესთან, ფატიმა ერზინასთან ერთად 1919 წ.

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან-ღალიევი იყო ისლამურ-სოციალისტური იდეოლოგიის ფუძემდებელი, რომელიც აერთიანებდა მარქსიზმისა და ისლამის ელემენტებს. „ისლამურმა მარქსიზმმა“ მოგვიანებით პოვა გარკვეული გასაქანი ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში. სულთან-ღალიევის იდეებს იცნობდნენეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი და ალჟირის ყოფილი პრეზიდენტი აჰმედ ბენ ბელა.

რეპრესიები და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლის 14 დეკემბერს სულთან-გალიევის მუღშოტი

სულთან-ღალიევი ამტკიცებდა, რომ რუსეთის იმპერია ჩაგრავდა მუსლიმურ საზოგადოებას რამდენიმე დიდი მიწის მესაკუთრისა და ბურჟუას გარდა. სულთან-ღალიევის იდეებმა გამოიწვია სტალინის უკმაყოფილება.[11] 1923 წელს დაადანაშაულეს ნაციონალისტურ, პანისლამურ და პანთურქულ გადახრებში. სულთან-ღალიევი გარიცხეს პარტიიდან და დააპატიმრეს, ისევე როგორც მისი მრავალი მიმდევარი, ვისთვისაც გამოიგონეს სპეციალური იარლიყი „სულთანგალიევშჩინა“. მისი წერილობითი ნაწარმოებების, გამოსვლებისა და ესეების უმეტესობა განადგურდა.[12]

1924 წელს იგი მცირე ხნით გაათავისუფლეს, მაგრამ 1928 წელს, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, კვლავ დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს "ნაციონალური უკლონიზმისთვის". მოგვიანებით განაჩენი შეცვალეს და ათი წლით ბანაკებში გადასახლება მიუსაჯეს. 1934 წელს იგი კვლავ გაათავისუფლეს მცირე ხნით და ცხოვრობდა გადასახლებაში სარატოვში . 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1939 წლის დეკემბერში გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც აღსრულდა 1940 წლის 28 იანვარს მოსკოვში. [13]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ყაზანის ისტორიულ ცენტრში მოედანს მისი სახელი ეწოდა. ბაშკირეთის რესპუბლიკის სოფელ კარმასკალში დამონტაჟდა სტელა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. In a very long, autobiographical letter written shortly after his arrest (around 23 May 1923), Sultan-Galiev wrote, "I was born in Bashkiria in the Bashkir village of Shipaevo (in Russian it is called, I think, Belembeevo, Sterlitamakskii canton)." Mirsaid Sultan-Galiev: stati, vystupleniia, dokumenty, comp. by I.G. Gizzatullin, D.R. Sharafutdinov (Kazan:Tatarskoe knizhnoe izd-vo, 1992), p. 386.
  2. R. G. Landa, “Mirsaid Sultan-Galiev,” Voprosy Istoriia KPSS 1999 (8): 56. Mishar (Mişär) Tatars are an ethnic sub-group of the Volga Tatars, speaking a Western dialect of the Tatar language, originating from Mordovia and living in Bashkiria since the late middle ages; for more see Tatars, and scroll down to Mişär Tatars.
  3. Landa, "Mirsaid Sultan-Galiev," pp. 55-56.
  4. I.R. Tagirov (ed.), Neizvestnyi Sultan-Galiev: Rassekrechennye dokumenty i materialy (Kazan': Tatarskoe knyzhnoe izdatel'stvo, 2002), p. 11.
  5. 5.0 5.1 Landa, "Mirsaid Sultan-Galiev," p. 58.
  6. Landa, "Mirsaid Sultan-Galiev," p. 57.
  7. Left Wing of the Turkish Communist Party by Enternasyonalist Komunist Sol, October 2008
  8. Seitbekirov, Eldar (3 August 2015). „Влияние революции 1905 года на национально-освободительное движение крымских татар“ [Influence of the Revolution of 1905 on the Crimean Tatar national liberation movement]. New Voice of Crimea (რუსული). ციტირების თარიღი: 23 February 2023.
  9. РВСР. Приказ РВСР от 20 ноября 1918 г. № 276. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  10. I. G. Gizzatullin, D. R. Sharafutdinov (compilers), Mirsaid Sultan-Galiev. Stat’I, vystupleniia, dokumenty (Kazan’: Tatarskoe knizhskoe izdatel’stvo, 1992), p. 52. Sultan-Galiev's letter was published on 19 December 1917 in the newspaper Koyash, the same paper that had published the attack on Sultan-Galiev's sympathies two days earlier, a clear sign of the openness of political debate in Kazan at that time.
  11. «Ленин и Султан-Галиев: борьба за ислам во время революции». ციტირების თარიღი: 2017-11-21
  12. Stalin, a biography by Robert Service, page 154
  13. I.R. Tagirov (ed.), Neizvestnyi Sultan-Galiev: Rassekrechennye dokumenty i materialy (Kazan': Tatarskoe knyzhnoe izdatel'stvo, 2002), doc. 112, p. 384. Document 110 is the actual judgement, in which Sultan-Galiev is convicted of being the "organizer and factual leader of an anti-Soviet nationalistic group," who led an "active struggle against Soviet power" and the party "on the basis of pan-Turkism and pan-Islamism, with the goal of tearing away from Soviet Russia Turkic-Tatar regions and establishing in them a bourgeois-democratic Turan state" (pp. 382-383).