მუსტაფა სუბჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა სუბჰი
ოსმ. محمد مصطفی صبحی
Mustafa Suphi-4.1.1.png
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1882(1882-08-04)
დაბადების ადგილი გირესუნი
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1921(1921-01-29)[1] (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი შავი ზღვა
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
განათლება Istanbul University Faculty of Law

მუსტაფა სუბჰი (დ. 1882, გირესუნი — გ. 28 იანვარი, 1921, ტრაპიზონი) — თურქი პოლიტიკოსი, თურქეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მსხვილი მოხელის ოჯახში. 1906 წელს დაამთავრა იურიდიული სკოლა სტამბოლში, შემდეგ სორბონის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1910 წელს შევიდა ოსმალეთის სოციალისტურ პარტიაში. 1913 წელს დააპატიმრეს, ჩასვეს სინოპის ციხეში, საიდაინაც რუსეთის იმპერიაში გაიქცა. 1915 წელს შევიდა რსდმპ–შ, იყო ბოლშევიკების ფრაქციის წევრი. ეწეოდა რევოლუციურ მუშაობას თურქ სამხედრო ტყვეებს შორის. პარტიულ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში, ყაზანში, ყირიმში, ტაშკენტში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. მისი ინიციატივით თურქულად ითარგმნა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ლენინის ზოგიერთი შრომა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.