შინაარსზე გადასვლა

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინინისა და პოჟარსკის ძეგლი
Памятник Минину и Пожарскому
კოორდინატები 55°45′10″N 37°37′21″E / 55.752778° ჩ. გ. 37.6225° ა. გ. / 55.752778; 37.6225
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მარტოსი
მოქანდაკე ივან მარტოსი
დაწყების თარიღი 1812
დასრულების თარიღი 1818
გახსნის თარიღი 1818
მიძღვნილია კუზმა მინინი, დიმიტრი პოჟარსკი

რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734421000

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 545
ინგლ.რუს.ფრ.

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი (რუს. Памятник Минину и Пожарскому) — სკულპტურული მონუმენტი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში, წითელ მოედანზე. ძეგლი ეძღვნება 1612 წელს არეულობის ხანაში მიმინარე მეორე სახალხო ლაშქრობის ლიდერებს კუზმა მინინსა და დიმიტრი პოჟარსკის. აღნიშნული ლაშქრობით დასრულდა მოსკოვის გათავისუფლება პოლონელი ინტერვენტებისაგან. წარმოადგენს მოსკოვის ერთ-ერთ უდიდეს სკულპტურულ ძეგლს. შესრულებულია არქიტექტორ ივან მარტოსის პროექტის მიხედვით 1818 წელს[1][2][3] კლასიციზმის სტილში[1]. მონუმენტი შედგება ბრინჯაოს სკუპტურული ჯგუფისა და გრანიტის კვარცხლბეკისაგან, რომელსაც ბრინჯაოს ბარელიეფი ამშვენებს[4][5]. კვარცხლბეკზე ორი მხრიდან ბარელიეფებია გამოსახული და მასზე წარწერაა:

ვიკიციტატა
„ГРАЖДАНИНУ МИНИНУ И КНЯЗЮ ПОЖАРСКОМУ БЛАГОДАРНАЯ РОССІЯ. ЛѢТА 1818.“

ძეგლის სიმაღლეა 8,3 მეტრი[6], სხვა მონაცემებით 8,6 მ[7] და 8,8 მ[8].

1990 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია სახელწოდებით კრემლი და წითელი მოედანი[9].

თავდაპირველად ძეგლი დაამონტაჟეს წითელ მოედანზე, ზემო სავაჭრო რიგის წინ, რომელსაც შემდეგ ეწოდა სახელმწიფო უნივერსამი[4]. ამჟამად ძეგლი დგას ვასილი ნეტარის ტაძრის წინ, სადაც გადატანეს 1931 წელს წითელი მოედნის რეკონსტრუქციასთან და ლენინის მავზოლეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით[10][1][11].

მოქანდაკე ივან მარტოსი, 1822 წელი

განმათავისუფლებელი ლაშქრობის ლიდერთა ძეგლის აღმართვის იდეა წარმოიქმნა 1802 წელს, როდესაც პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ სტუდენტებს შესთავაზა სამუშაო თემის ფარგლებში შეესწავლათ ნიჟნი-ნოვგოროდის მამასახლისის კუზმა მინინისა და თავად დიმიტრი პოჟარსკის საგმირო საქმეები[12]. შემდეგ წელს პეტერბურგში ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოყვარულთა საზოგადოების სხდომაზე მწერალმა ვასილი პოპუგაევმა გამოთქვა აზრი აეგოთ 1612 წლის ლაშქრობის მეთაურებისა და პატრიარქ გერმოგენის ძეგლი[13]. მიუხედავად ამისა, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ იდეას, რადგან იმპერატორის აზრით, რომ შეუძლებელი იყო მისი განხორციელებისათვის საკმარისი სახსრების მოგროვება[4].

1804 წელს სამხატვრო აკადემიის რექტორის ასისტენტმა ივან მარტოსმა, გამოიჩინა ინიციატივა, შეექმნა და პუბლიკისთვის შესაფასებლად წარედგინა ძეგლის მოდელი[12][13][4]. სამი წლის შემდეგ გამოაქვეყნა ძეგლის პირველი ვარიანტი, თუმცა ეს იყო დაუმთავრებელი კომპოზიცია, მაგრამ ივან მარტოსმა უკვე პირველი პროექტით აჩვენა ძეგლის ძირითადი მახასიათებლები: მინინი და პოჟარსკი იყვნენ წარმოდგენილნი როგორც სამშობლოს განმათავისუფლებლები უცხოელი ინტერვენტებისაგან[10].

ძეგლის პროექტის შექმნის შემდეგ შეწყდა საუბრები მისი დამონტაჟების შესახებ. მაგრამ 1808 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობამ კვლავ განაახლა საკითხი მისი აღმართვის შესახებ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გასცა განკარგულება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ. კონკურსის მონაწილეთა შორის იყვნენ მოქანდაკეები ივან მარტოსი, ივან პროკოფევი, თეოდოსი შჩედრინი, ვასილი დემუტ-მალინოვსკი, სტეფან პიმენოვი, არქიტექტორები ჟან-ფრანსუა ტომა დე ტომონი და ანდრეი მიხაილოვი. განხილვის შედეგად საუკეთესო პროექტად აღიარეს ივან მარტოსის ნამუშევარი და იგი დაამტკიცეს 1808 წლის ნოემბერში[12][4][6][10][13].

ფინანსური პრობლემების გამო ძეგლზე მუშაობა შეჩერდა[10][6]. ალექსანდრე I-ის შეკვეთით ძეგლი უნდა დადგმულიყო ნიჟნი-ნოვგოროდში, მარტოსი თვლიდა, რომ ძეგლი უნდა დადგმულიყო მოსკოვში, სადაც მიმდინარეობდა მეორე სახალხო ლაშქრობის ძირითადი მოვლენები. აქედან გამომდინარე 1811 წელს, როდესაც უკვე შეგროვილმა თანხამ მიაღწია 136 ათას რუბლს, მინისტრთა კომიტეტმა გასცა თანხმობა, რომ ძეგლი აღმართულიყო მოსკოვში. ამავე დროს 18 ათასი რუბლი გაიგზავნა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში მინინისა და პოჟარსკის ობელისკის შესაქმნელად, რომელიც აღმართეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე 1828 წელს შობის ეკლესიის გვერდით, სადაც განისვენებს კუზმა მინინის ცხედარი[12][4][13][6][11].

ძეგლის მცირე მოდელზე მუშაობა დაიწყო 1811 წლის დასასრულს. მოქანდაკეს არ შეუწყვეტია მუშაობა რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის დროსაც კი. მუშაობის დროს მინინისა და პოჟარსკის ფიგურების გამოსაძერწად მოდელად იყენებდა საკუთარ შვილებს[6]. 1815 წელს დაასრულა დიდ მოდელი, რომლის შექმნაშიც დახმარებას უწევდა მოქანდაკე ივან ტიმოფეევი. მონუმენტის ჩამოსასხმელად მარტოსმა ხელშეკრულება დადო იმ დროისათვის ცნობილ ოსტატთან ვასილი ეკიმოვთან[13][10][6].

ამავე დროს მონუმენტის შესახებ იწერებოდა უამრავ გაზეთში და ჟურნალში, რაც დაკავშირებული იყო მისი შექმნის მაღალ ინტერესთან. მაგალითად ჟურნალმა „Вестник Европы“ დაბეჭდა სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ძეგლის ჩამოსხმასა და მის წარმატებულ დასრულებას. ძეგლის ჩამოსხმა მოხდა 1816 წლის 5 აგვისტოს[6]. რუსეთში პირველად შედგა ორფიგურიანი მონუმენტის ერთად ჩამოსხმა გარდა ხმლის, ფარისა და ფარზე გამოსახული ნიღბისა[11][13].

კვარცხლბეკისათვის გრანიტის ფილა დაამზადა პეტერბურგელმა ქვის ოსტატმა სამსონ სუხანოვმა. კვარცხლბეკის დამუშავებაში ასევე მონაწილეობდა ივან მარტოსის სიძე აბრაამ მელნიკოვი. მან შექმნა ნახატები და შაბლონები. 1817 წლის ტებერვალში კვარცხლბეკზე დააწერეს „ГРАЖДАНИНУ МИНИНУ И КНЯЗЮ ПОЖАРСКОМУ БЛАГОДАРНАЯ РОССiЯ. ЛIЪТО 1817“, მაგრამ რადგან ძეგლი აღმართეს 1818 წელს, ფრაზის დასასრული შეცვალეს და დააწერეს „ЛIЪТА 1818“[11].

ძეგლზე მუშაობისათვის ივან მარტოსმა მიიღო მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის წოდება დადაენიშნა პენსია 4 000 რუბლი წელიწადში, ოსტატმა ვასილი ეკიმოვმა მიიღო 20 000 რუბლი და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი, მოქანდაკე ივან ტიმოფეევმა 3 000 რუბლი, არქიტექტორმა აბრაამ მელნიკოვმა - საჩუქარი[2][11].

აღმართვა და ადგილის შეცვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1817 წლის 21 მაისს სამუშაოების დასრულების შემდეგ საზღვაო გზით ძეგლი გააგზავნეს პეტერბურგიდან მოსკოვში მარშრუტით: ნევა-ონეგის ტბა-მარიინის წყლის სისტემა-შექსნე-რიბინსკი-ვოლგა-ნიჟნი-ნოვგოროდი. ნიჟნი-ნოვგოროდში მას მოსახლეობის დიდი ტალღა დახვდა. შემდეგ ძეგლმა გზა განაგრძო ზემოთ, მდინარე ოკით კოლომნამდე და საბოლოოდ 1817 წლის 2 სექტემბერს მდინარე მოსკოვის საშალებით კრემლის კედლებთან მივიდა[4][6][13][14].

1818 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა მონუმენტის აღმართვის სამუშაოები[10]. თავდაპირველად იგეგმებოდა ძეგლი დაედგათ ტვერის კარიბჭის მოედანზე, მაგრამ მარტოსმა ზედა სავაჭრო რიგები აირჩია წითელ მოედანზე[6]. ძეგლი დადგეს წითელ მოედანზე სახით კრემლისკენ[4][13].

ძეგლის საზეიმო აღმართვა გაიმართა 1818 წლის 20 თებერვალს[11][10][6]. აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობდა მეოთხე რუსული გვარდია, მთელი საიმპერატორო ოჯახი ალექსანდრე I-ის მეთაურობით და სამეფო კარი. კრემლის კედლები და კოშკები, მიმდებარე შენობების სახურავები, სავსე იყო ხალხით[3][14][6][13].

საბჭოთა პერიოდში ძეგლმა და ორივე ისტორიულმა გმირმა, რომელთაც ეძღვნებოდა ძეგლი, მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ლიტერატურის მოღვაწეების მხრიდან. 1930 წლის 27 აგვისტოს გაზეთმა „Вечерняя Москва“-მ გამოაქვეყნა სტატია „დროა მოედნიდან გავიტანოთ ისტორიული ნაგავი“, რომლის ავტორიც იყო პუბლიცისტი ვლადიმირ ბლიუმი. სტატიაში მან მინინსა და პოჟარსკის უწოდა „ბოიართა სავაჭრო კავშირის წარმომადგენლები“[15][16]. პოეტი ჯეკ ალტაუზენი ძეგლზე გამოსახულ ისტორიულ პირებს „ორ მედუქნეს“ უწოდებდა[16][17][18].

1931 წელს წითელი მოედნის რეკონსტრუქციისა და ლენინის მავზოლეუმის მშენებლობასთან დააკავშირებით ძეგლი გადაიტანეს ვასილი ნეტარის ტაძართან[2][10][1][11]. ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება სტალინის მიერ იყო მიღებული[3]. ამის შემდეგ ძეგლი აღარ გადაუტანიათ და დღესაც დგას იმავე ადგილზე[19].

პირველი რესტავრცია ძეგლს ჩაუტარდა 1890-იან წლებში, რისთვისაც მოსკოვის საქალაქო სამმართველომ გამოჰყო 2 000 რუბლი. ვარაუდობდნენ ძეგლის გაწმენდით სამუშაოებს, გრანიტის კვარცხლბეკის გაპრიალებას, წარწერის მოოქროვებას და ა. შ.

1926 წელს მინინისა და პოჟარსკის ძეგლის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა ძეგლის თუჯის ცხაურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, რომლის ნაწილიც შეცვალეს ხით.

1931 წელს წითელი მოედნის რეკონსტრუქციისა და ლენინის მავზოლეუმის მშენებლობასთან დააკავშირებით ძეგლი გადაიტანეს ვასილი ნეტარის ტაძართან. ძეგლის გადასატანად გამოიყო 30 000 რუბლი[10][1][11].

შემდეგი რესტავრაცია გაიმართა 1964 წელს, მისმა ღირებულებამ შეადგინა 2 422 რუბლი. ექსპერტებმა გარეცხეს და მტვრისაგან და გამონაბოლქვისაგან გაათავისუფლეს ძეგლი. 1967 წელს წარწერა კვარცხლბეკზე მოაოქროეს[11].

1980 წლის თებერვალში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით სასწავლო-სარესტავრაციო კომბინატმა მოახდინა ძეგლის გამოკვლევა. შედეგად წარიმართა ბრინჯოას ფიგურების გარეცხვა გასუფთავების სამუშაოები. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები არ წარიმართა რამდენიმე მიზეზის გამო: სირთულეები წარმოიქმნა კვლევისა და სარესტავრაციო საქმიანობის დაფინანსების კუთხით, ქალაქში არ იყო სარესტავრაციო ბაზა და არ იყო საკმარისი გამოცდილება ქალაქის მონუმენტური ქანდაკებების წმენდის საქმეში[20].

XXI საუკუნის დასაწყისში ძეგლი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. ლითონი წლების განმავლობაში გაცვდა. მასში გაკეთდა ნახვრეტები, ძლიერმა კოროზიამ შეჭამა მეტალის კარკასი. სარესტავრაციო სამუშაოები გაიმართა 2010-2011 წლებში, შედეგად გაამაგრეს ძეგლი[3].

თანამედროვე მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი გადაეცა მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს და საჭიროებს რესტავრაციას. მუზეუმის დირექტორის ალექსეი ლევიკინის განცხადებით, კულტურის სამინისტროსთან ერთად ჩატარდება საფუძვლიანი კვლევა, აღდგენა დაგეგმილია 2018 წლისთვის - ძეგლის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით[21][22].

თავდაპირველ პროექტში მინინი იდგა ქამარშემორტყმული ქიტონით დამარცხენა ხელი გაშვერილი ჰქონდა მოსკოვისაკენ. თავადი პოჟარსკი კი გამოსახული იყო რომაული შლემით და იყურებოდა მოსკოვისკენ. ერთი ხელი ფარზე ჰქონდა დადებული, მეორე კი ეკიდა ხმალზე, რომელიც ასევე მინინს ეკავა. აღნიშნულ კომპოზიციაში მინინის ფიგურა უფრო სტატიკურია, ვიდრე პოჟარსკისა.

ახალი პროექტის გრავიურა მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი ვარიანტისაგან და თითქმის ემთხვევა საბოლოო ვერსიას. მინინის ფიგურას ეკავა მთავარი პოზიცია და მარჯვენა ხელით ჟესტიკულირებდა. ნიჟნი-ნოვგოროდელი მამასახლისების ტანსაცმელი შემსუბუქდა: იგი უკვე გამოსახული იყო მოსასხამის გარეშე. პოჟარსკის იმიჯი ვერ მოიძებნა და იგი კვლავ პასიური იყო. პოჟარსკის ტანსაცმელი ძველის მსგავსად ანტიკური იყო, მაგრამ ფარი, რომელზეც გამოსახლი იყო ხელთუქმნელი ხატი, ახლა უფრო რუსულს წააგავდა. კომპოზიციის ცენტრში რჩებოდა ხმალი. ხმალი განასახიერებდა ხალხის ერთობას, რომელიც ჩანდა მხოლოდ ძეგლის უკანა მხრიდან[4][10][13][5]. სკულპტურის სიმაღლეა დაახლოებით 4,6 მეტრი[6], სხვა მონაცემებით 4,5 მეტრი[11].

თავდაპირველ პროექტში კვარცხლბეკის წინა მხარეზე ივან მარტოსმა განათავსა ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ ნიჟნი-ნოვგოროდელები, რომელთაც მიჰქონდათ შემოწირულობა, მარჯვნივ მამაკაცები, მარცხნივ - ქალები. კვარცხლბეკის უკანა მხარეს კი გამოსახული იყო თავად დიმიტრი პოჟარსკის გამარჯვება მტრებზე.

კვარცხლბეკის უკანასკნელ ვარიანტში, რომელიც დაამზადეს წითელი ფინური გრანიტისაგან და შეამკეს ბრინჯაოს ბარელიეფებისაგან, შეიტანეს მცირედი ცვლილებები. წინა მხარე მდებარე ბარელიეფი ლაკონუური გახდა, შეამცირეს ზომები. ქალების ფიგურების უკან დგას მამა ორი შვილით. აქ მოქანდაკემ საკუთარი თავი გამოსახა შვილებით. მარტოსის მოსწავლემ სამუილ გალბერგმა მარტოსი შვილებით გამოსახა[11][13]. მოქანდაკის შვილები შემთხვევით არ მოხვდნენ ბარელიეფზე. ერთი შვილი, ალექსი, იბრძოდა 1812 წელს კუტუზოვის არმიაში, ხოლო მეორე ტყვედ ჩავარდა და მოკლეს ნაპოლეონის არმიის წევრებმა საფრანგეთში[4][10].

პოსტამენტის უკანა მხარეს ბარელიეფზე ბატალური სცენაა გამოსახული. იგი ეძღვნება პოჟარსკის გამარჯვებას სახალხო ლაშქრობის პერიოდში. სიუჟეტი ასევე იყოფა ორ ნაწილად. მარცხნივ პოლონელები, რომლებიც გარბიან მოსკოვიდან, მარჯვნივ თავად პოჟარსკი, ცხენზე ამხედრებული, ხმლით[4][13][5][10].

კვარცხლბეკის სიმაღლეა დაახლოებით 3,7 მ, სიგრძე - 4 მეტრი, ხოლო სიგანე - 2,3 მეტრი. კვარცხლბეკზე ასევე გრანიტისაგან დამზადებული ტერასაა, რომლის სიმაღლეა 1,1 მეტრი[6].

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი რუსულ საფოსტო მარკაზე პირველად გამოჩნდა 1904 წლის 18 დეკემბერს. სურათი მარკაზე 5 კაპიკის ნომინალით გამოსახა მხატვარმა რიხარდ ზარინშმა[23][24][25]. პირველი საბჭოთა მარკა ძეგლის გამოსახულებით, რომლის ღირებულებაც იყო 1 რუბლი, გამოვიდა 1946 წლის 6 სექტემბერს სერიით „მოსკოვის ხედები“, შემსრულებელი იყო მხატვარი ვასილი ზავიალოვი. 1947 წელს მასზე გააკეთეს წარწერა „მოსკოვის 800 წელი 1147-1947“[23][26][27][28]. 1961 წელს ზავიალოვის ავტორობით ძეგლის სხვა მარკაც გამოვიდა. მისი ღირებულება იყო 12 კაპიკი, მეორედ იგი გამოვიდა 1966 წელს[23][29][30][31]. 1989 წელს სერიით „სამშობლოს ისტორიის ძეგლები“ გამოვიდა 15 კაპიკის ღირებულების მარკა მონუმენტების გამოსახულებით. ილუსტრაცია შეასრულა ლეონიდ ზაიცევმა[29][30][32].

რუსეთის ფედერაციაში სტანდარტული გამოშვება გამოვიდა 1992 წელს ვლადისლავ კოვალის მხატვრული შესრულებით. მარკა ორი წლის მანძილზე იბეჭდებოდა მაგრამ სხვადასხვა ფერში. 60 რუბლიანი ნაცრისფრ-მწვანე შეცვალა 300 რუბლიანმა წითელ-იისფერმა[33][34]. 2012 წელს დაიბეჭდა საკუთარი სერია „მინინისა და პოჟარსკის ძეგლი მოსკოვში“ ღირებულება 9,2 რუბლი. ძეგლი მარკაზე გამოსახა მხატვარმა ალექსანდრე პოვარიხინმა[35]. რუსეთის ისტორიული საზოგადოების 150 წლისთავთან დაკავშირებით 2016 წელს გამოვიდა მარკა 19 რუბლის ღირებულებით და ასევე პოვარიხინის გაფორმებით[36][37].

1919 წელს გამოვიდა დონის რუბლი მინინისა და პოჟარსკის გამოსახულებით, ნომინალით 100 რუბლი[38]. ამავე წელს გენერალმა ვრანგელმა მიმოქცევაში გაუშვა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებბული ძალების ფულადი ნიშნებიძეგლის გამოსახულებით, რომლის ნომინალი იყო 10 რუბლი[39][40]. 1920 წელს 100 რუბლიანზე იყო ასევე გამსოსახული ძეგლი[38]. 1997 წელს რუსეთში გამოვიდა ვერცხლის საიუბილეო მონეტა „მინინისა და პოჟარსკის ძეგლი“, ნომინალით 100 რუბლი, პრაქტიკულად კი ღირდა 12 000 რუბლი[41]. 2016 წელს რუსეთის ისტორიული საზოგადოების 150 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა ხუთრუბლიანი მონეტა რევერსზე მინინისა და პოჟარსკის ძეგლის გამოსახულებით. მისი ტირაჟი იყო 5 მლნ.[42].

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი ზედა სავაჭრო რიგის ფონზე გამოსახულია ჯუზეპე დაციაროს მოხატულ ლითოგრაფიაზე, რომელიც შესრულებულია XIX საუკუნის შუა წლებში[43][44][45]. მოსკოვში სადგურ ტაგანსკაიაზე დარბაზის მხარეს და ბაქანზე განთავსებულია პანოები, რომელიც გაფორმებულია ორნამენტებით. რამვენიმე პანოზე გამსახულია მინინისა და პოჟარსკის ძეგლის სილუეტი[46][47].

ბერლინის ცნობილ ტრეპტოვ-პარკში 16 საბჭოთა მეომრის სარკოფაგიდან ერთ-ერთზე გამოსახულია ბარელიეფი „ყველა ფრონტისათვის, ყველა გამარჯვებისათვის“. მასზე კი გამოსახულია მინინისა და პოჟარსკის ძეგლი, რომლის წინაც დგას მოსახლეობა, რომელიც სწირავს თავის ქონებას არმიისათვის. ეს კომპოზიცია იმეორებს ორიგინალური ბარელიეფის სიუჟეტს[48].

დაახლოებით 1830-1840 წლებში, ძეგლის დადგმიდან რამდენიმე წელში გავრცელდა ანდაზა „მინინის წვერი, ხოლო სინდისი თიხის“. ანდაზის წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს კუზმა მინინის სავაჭრო კლასიდან წარმომავლობასთან. იგულისხმება, რომ ვაჭრები, რომლებიც დგანან ძეგლის წინ, წესით უნდა ფიქრობდნენ სამშობლოს ხსნაზე, მაგრამ მათ ეს ავიწყდებათ და სამსახურში დაბრუნებულები ფიქრობენ გამორჩენაზე[49].

XIX საუკუნის სერიაში „პანტიუშა და სიდორკა ათვალიერებენ მოსკოვს“ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტია მინინისა და პოჟარსკის ძეგლი[49]. მეორე სახალხო ლაშქრობის ხელმძღვანელების ძეგლი ასევე ფიგურირებს ნიკოლოზ ნეკრასოვის 1859 წლის ლექსში „პეტერბურგის გზავნილი“

ვიკიციტატა
„Достойный град! Там Минин и Пожарский
Торжественно стоят на площади[50][51]

ნიჟნი-ნოვგოროვში 2005 წლის 4 ნოემბერს, სახალხო ერთობის დღეს, შედგა მოსკოვის ძეგლის ასლის საზეიმო გახსნა. სამუშაოები შეასრულა რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა, მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა. ქანდაკება აღმართეს სახალხო ერთობის მეოდანზე იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიის წინ, ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ახლოს. სწორედ ამ ეკლესიის კარიბჭიდან მოუწოდა კუზმა მინინმა მოსახლეობას მოსკოვში ლაშქრობისაკენ, რათა იგი გაეთავსუფლებინათ პოლონელი ინტერვენტებისაგან[12][52]. ძეგლი, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში დგას 5 სმ-ით მცირეა ორიგინალზე, ასევე წარწერებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნიჟნი-ნოვგოროდის ძეგლზე წელი საერთოდ არაა მითითებული[53][54].

იაროსლავლის ხელისუფლებამ ასევე დაგეგმა მინინისა და პოჟარსკის ძეგლი აღმართვა ქლაქში. იაროსლავის ოლქის მთავარი არქიტექტორის მიხაილ კუდრიაშევის განცხადებით, განიხილება ძეგლის დადგმის ორი ადგილი: რევოლუციური ბულვარისა და ანდროპოვის ქუჩის კვეთაზე მდებარე საფეხმავლო ზონა, ან კირილე-ათანასეს მამათა მონასტრის ტერიტორია[55][56][57].

ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმის კოლექციაში არის მინინისა და პოჟარსკის ზეგლის მცირე კოპიო, რომელიც შესრულებულია ივან მარტოსის მიერ[58]. კრემლის დიდის სასახლის გეორგიევსკის დარბაზში დგას ბრინჯაოს ბუხრის საათი, რომელსაც აქვს 1612 წლის სახალხო ლაშქრობის ლიდერთა ძეგლის სილუეტი[59].

1820 წელს პიერ-ფილიპ ტიმორის სახელოსნომ ნიკოლაი დემიდოვის დაკვეთით ჩამოასხა საათი მინინისა და პოჟარსკის ძეგლის სახით. ამ მოდელის ბევრი ვარიანტი არსებობს, მისი ყველაზე ცნობილი ვარიანტი, რომელიც დამზადებულია მოოქროვილი ბრინჯაოსაგან, განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში[60][61][62].

2017 წლის 7 სექტემბერს საბავშვო ბაღ „როსინკის“ ტერიტორიაზე, უკრაინის ქალაქ ირმინოში, სტახანოვური მოძრაობის სამშობლოში, აღმართეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლის მცირე ვარიანტი[63].

  • Брачев В. С. Травля русских историков. — М.: Алгоритм, 2006. — 317 с. — ISBN 5-9265-0236-5.
  • Вдовин А. И. Русские в XX веке: Факты. События. Люди. — М.: Олма-Пресс, 2004. — 446 с. — (Архив). — ISBN 5-224-04520-7.
  • Володина С. Памятник Минину и Пожарскому в Нижнем Новгороде // Диалог искусств : журнал Московского музея современного искусства. — 2006. — № 1. — С. 14—15. — ISSN 1812-304X.
  • Глейзер М. М. Сводный каталог бумажных денежных знаков, стандартных и юбилейных монет стран СНГ и Прибалтики. — СПб.: Фолио-Пресс, 2003. — 92 с.
  • Граблев А. Н., Болдин А. Н. Машины и технология литейного производства. Введение в специальность: Учебное пособие. — М.: МГИУ, 2010. — 228 с. — ISBN 978-5-2760-1857-7.
  • Ерофеев В. В., Власов Э. Ю. Москва-Петушки: С комментариями Эдуарда Власова. — СПб.: Азбука, Азбука-Аттикус, 2016. — 672 с. — ISBN 978-5-389-09464-2.
  • Загорский В. Б. Каталог почтовых марок. Российская Империя. РСФСР. СССР. 1857-1965. Ч. 1 / под ред. В. Б. Загорского. — СПб.: Стандарт-Коллекция, В. Загорский, 2014. — 304 с. — ISBN 978-5-902275-61-9.
  • Загорский В. Б. Каталог почтовых марок. Российская Империя. РСФСР. СССР. 1866-1991. Ч. 2 / под ред. В. Б. Загорского. — СПб.: Стандарт-Коллекция, В. Загорский, 2014. — 296 с. — ISBN 978-5-902275-60-2.
  • Загорский В. Б. Каталог почтовых марок. Российская Империя. РСФСР. СССР. 1992-2014. Ч. 3 / под ред. В. Б. Загорского. — СПб.: Стандарт-Коллекция, В. Загорский, 2015. — 336 с. — ISBN 978-5-902275-63-3.
  • Историческое описание монумента, воздвигнутаго гражданину Минину и князю Пожарскому в столичном городе Москве: С присовокуплением именнаго списка особ, принесших денежныя пожертвования во всех частях России на сооружение сего монумента. — СПб.: Типография Императорскаго Воспитательнаго дома, 1818. — XIX, 229 с.
  • Клебанов Л. Р. Памятники истории и культуры: правовой статус и охрана: монография / под науч. ред. А. В. Наумова. — М.: Норма, 2012. — 174 с. — ISBN 978-5-91768-228-0.
  • Кожевников Р. Ф. Скульптурные памятники Москвы: путеводитель. — М.: Московский рабочий, 1983. — 320 с.
  • Кондратьев И. К. Седая старина Москвы. — М.: Цитадель, 1999. — 703 с. — ISBN 5-7657-0080-2.
  • Короткова М.В. Изучение повседневной культуры России в музее и школе: методическое пособие. — М.: «Прометей» МПГУ, 2013. — 292 с. — ISBN 978-5-7042-2429-7.
  • Кошанский Н. Ф. Памятник Пожарскому и Минину, назначенный в Москве // Журнал изящных искусств. — 1807. — Т. 2. — С. 61.
  • Лисовский В. Г. Архитектура России XVIII – начала XX века. Поиски национального стиля. — М.: Белый город, 2009. — 571 с. — ISBN 978-5-7793-1629-3.
  • Мединский Р. И., Сафонов О. П., Мягков М. Ю., Королёв Н. В., Коновалова Ю. Е. Военно-исторические маршруты России / под ред Р. И. Мединского. — М.: Федеральное агентство по туризму, Российское историческое общество, 2015. — 416 с.
  • Муравьев В. Б. История Москвы в пословицах и поговорках. — М.: Москвоведение, 2003. — 286 с. — ISBN 5-7853-0355-8.
  • Наумов М. С. Под семью холмами: Прошлое и настоящее московского метро. — М.: Москвоведение, 2010. — 448 с. — ISBN 978-5-7853-1341-5.
  • Некрасов Н. А. Полное собрание сочинений и писем в пятнадцати томах. — Л.: Наука, 1981. — Т. 2. — С. 53. — 449 с.
  • Непомнящий Н. Н. История Москвы в пословицах и поговорках / сост. Н. Н. Непомнящий. — М.: Вече, 2008. — 475 с. — ISBN 978-5-9533-2698-8.
  • Покровская З. К. Осип Бове. — М.: Стройиздат, 1999. — 311 с. — ISBN 5-274-00592-6.
  • Помпеев Ю. А. Петергоф: история создания музея. — СПб.: Абрис, 2005. — 160 с. — ISBN 5-88810-010-8.
  • Пушкин А. С. Критика и публицистика. — М.: Директ-Медиа, 2015. — 477 с. — ISBN 978—5-4475-3551-3.
  • Романюк С. К. Кремль. Красная площадь: путеводитель. — М.: Москвоведение, 2004. — 381 с. — ISBN 5-7853-0434-1.
  • Соболевский Н. Д. Скульптурные памятники и монументы в Москве. — М.: Московский рабочий, 1947. — 107 с.
  • Сокол К. Г. Монументальные памятники Российской империи: каталог. — М.—Ульяновск: Вагриус Плюс, Ульяновский Дом печати, 2006. — 429 с. — ISBN 5-98525-018-0.
  • Соловьев В. Ю. Почтовые марки России и СССР. Специализированный каталог (1857-1991 гг.). РСФСР, СССР (1923-1960 гг.) / под ред. В. Ю. Соловьева. — М.: ИздАТ, 2006. — Т. 1. — 180 с. — ISBN 5-86656-195-6.
  • Соловьев В. Ю. Почтовые марки России и СССР. Специализированный каталог (1857-1991 гг.). Россия (1857-1919 гг.) / под ред. В. Ю. Соловьева. — М.: ИздАТ, 2009. — Т. 2. — 52 с. — ISBN 978-5-86656-234-3.
  • Соловьев В. Ю. Почтовые марки России и СССР. Специализированный каталог (1857-1991 гг.). СССР (1961-1991 гг.) / под ред. В. Ю. Соловьева. — М.: ИздАТ, 2007. — Т. 3. — 240 с. — ISBN 5-86656-187-5.
  • Тимофеев Е. Третий в мире // Казачий вестник : газета. — 2017. — 13 сентября (№ 37 (147)). — С. 3.
  • Тимофеева Н. В., Касатонова И. В., Аракелян Ф. Б., Бакалярова Е. Г. Исследование памятника Минину и Пожарскому // ВНИИ реставрации Художественное наследие : сборник. — М.: ВНИИР, 1990. — Вып. 13. — С. 163—169. — ISBN 0205-5295.
  • Черкашина Л. А. Пушкин, потомок Рюрика. — М.: Алгоритм, 2008. — 460 с. — (Наше всё). — ISBN 978-5-699-30004-4.
  • Черный С. Собрание юмористических рассказов / под ред. Л. М. Суриса. — М.—Берлин: Директ-Медиа, 2016. — 591 с. — ISBN 978-5-4475-8184-8.
  • Шалаев М. В. Каталог государственных знаков почовой оплаты Российской Федерации: каталог / сост. М. В. Шалаев. — М.: Марка, 2017. — 328 с. — ISBN 978-5-906218-19-3.
  • Школьник Ю. К. Москва: полная энциклопедия: история Москвы с древнейших времен до наших дней, достопримечательности Москва от Кремля до окраин. — М.: Эксмо, 2010. — 255 с. — ISBN 978-5-699-39013-7.
  • Юдаков И. Ю. Кремль. Красная площадь. Путеводитель. — М.: ИП Юдаков И. Ю., 2013. — 208 с. — ISBN 978-5-904813-03-1.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Соболевский 1947.
  2. 2.0 2.1 2.2 Луговой Иван. (2016-08-17) Защитники Отечества. Интересные факты о памятнике Минину и Пожарскому. Интернет-газета «Аргументы и Факты». ციტირების თარიღი: 2017-12-19.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Брусиловский Никита. (2015-10-29) Гражданин и князь. Журнал «Историк». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-26. ციტირების თარიღი: 2017-12-19.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 Кожевников 1983.
  5. 5.0 5.1 5.2 Кондратьев 1999.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 Историческое описание монумента 1818.
  7. Сокол 2006.
  8. Граблев 2010.
  9. Kremlin and Red Square, Moscow
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 Непомнящий 2008.
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 ВНИИР 1990.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 Володина 2006.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 Романюк 2004.
  14. 14.0 14.1 Таракановский Г.. (2004-06-01) С превеликою трудностию прибыл…. Журнал «Нева». ციტირების თარიღი: 2017-12-19.
  15. Клебанов 2012.
  16. 16.0 16.1 Шохина Виктория. (2015-11-04) Красный день календаря. О Минине и Пожарском в контексте истории. Интернет-издание «СвободнаяПресса». ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  17. Брачев 2006.
  18. Вдовин 2004.
  19. Путин возложил цветы к памятнику Минину и Пожарскому. Информационное агентство «Моссовет» (2012-11-04). ციტირების თარიღი: 2017-12-19.
  20. Минин Андрей. (2015-08-31) История реставрации монумента «Памятник Минину и Пожарскому». Персональный сайт «Минин Андрей Анатольевич». ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  21. Памятник Минину и Пожарскому передали в ведение Исторического музея. Информационное агентство «ТАСС» (2016-04-26). ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  22. Памятник Минину и Пожарскому в Москве планируют отреставрировать в 2018 году. Информационное агентство «РИАМО» (2017-02-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  23. 23.0 23.1 23.2 Стандарт-Коллекция, Ч.1 2014.
  24. Почтовые марки России и СССР. Т.2 2009.
  25. Памятник К. Минину и Д. М. Пожарскому из серии Почтово-благотворительный выпуск №1. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  26. Почтовые марки России и СССР. Т.1 2006.
  27. Памятник К. Минину и Д. Пожарскому из серии Виды Москвы. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  28. Надпечатка красная вертикальная из серии 800-летие Москвы. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  29. 29.0 29.1 Стандарт-Коллекция, Ч.2 2014.
  30. 30.0 30.1 Почтовые марки России и СССР. Т.3 2007.
  31. Памятник К. Минину и Д.М. Пожарскому из серии Стандартный выпуск СССР. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  32. Москва из серии Памятники отечественной истории. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  33. Загорский 2015.
  34. Памятник Минину и Пожарскому в Москве из серии Стандартный выпуск РФ. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  35. Памятник из серии Памятник К. Минину и Д. Пожарскому в Москве. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  36. Шалаев 2017.
  37. Памятник К. Минину и Д. Пожарскому из серии 150 лет Российскому историческому обществу. Сайт «Stamps» (2014-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  38. 38.0 38.1 Баранов А. Г.. (2016-12-06) Эмиссионная политика и бумажные денежные знаки Добровольческой армии. Журнал «Нумизматический альманах». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-16. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  39. Браиловский А. М.. (2016-12-06) Донские деньги. Журнал «Нумизматический альманах». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  40. Денежные знаки времен Гражданской Войны. Крым и Юго-Восток России. Сайт «Fox-Notes» (2017-07-21). ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  41. Глейзер 2003.
  42. О выпуске в обращение монет из драгоценных и недрагоценного металлов. Сайт «Центральный банк Российской Федерации» (2016-12-26). ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  43. Лисовский 2009.
  44. Покровская 1999.
  45. Школьник 2010.
  46. Наумов 2010.
  47. Иванов Николай. (2017-03-11) Подземный дворец коммунизма: Станция «Таганская Кольцевая». Информационное агентство «REGNUM». ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  48. Нелюбин Максим. (2016-05-09) Трептов-парк – мемориал советским солдатам в Берлине. Сайт «Deutsche Welle». ციტირების თარიღი: 2017-12-21.
  49. 49.0 49.1 Муравьев 2003.
  50. Ерофеев, Власов 2016.
  51. Некрасов 1981.
  52. Мединский 2015.
  53. Стомахин Игорь. (2014-11-04) Смесь московского с нижегородским. Информационный портал «Strana.ru». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-11. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  54. 4 ноября в Нижнем Новгороде будет открыт памятник Минину и Пожарскому. Информационное агентство «РИА Новости» (2005-10-31). ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  55. В центре Ярославля появится памятник Минину и Пожарскому. Сетевое издание «ЯРНОВОСТИ» (2017-11-17). ციტირების თარიღი: 2017-12-22.[მკვდარი ბმული]
  56. В Ярославле установят памятник Минину и Пожарскому. Информационное агентство «REGNUM» (2017-11-17). ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  57. Ярославцам предложили выбрать место для установки памятника Минину и Пожарскому. Информационный портал «Rambler» (2017-11-17). ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  58. Гребнева Наталья. (2017-03-04) Десять интересных фактов о памятнике Минину и Пожарскому. Сетевое издание «Smart News». ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  59. Юдаков 2013.
  60. Короткова 2013.
  61. Помпеев 2005.
  62. Пьер-Филипп Томир. Сайт «Государственный Эрмитаж» (2015-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  63. Тимофеев 2017.