ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმი
ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმი | |
---|---|
47°12′44″ ჩ. გ. 38°55′17″ ა. გ. / 47.21222° ჩ. გ. 38.92139° ა. გ. | |
დაარსდა | 1898 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ტაგანროგი |
ექსპონატი | 7 000-ზე მეტი |
დირექტორი | ტამარა პუგაჩი |
ოფიციალური საიტი | [www.artmuseumtgn.ru www.artmuseumtgn.ru] |
ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმი (რუს. Таганрогский художественный музей) — სამხატვრო მუზეუმი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1898 წელს, ტაგანროგის 200 წლისთავზე. მოითვლის 7 000 ერთეულ ექსპონატს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მუზეუმის შექმნის იდეა ეკუთვნის ანტონ ჩეხოვს. ანტონ ჩეხოვის თხოვნით ილია რეპინმა სამხატვრო აკადემიის საბჭოს მიმართა თხოვნით შეეწირათ მხატვართა ნამუშევრები. 1902 წელს სამხატვრო აკადემიამ ტაგანროგის მუზეუმისათვის გამოჰყო 8 ნამუშევარი, რომელთა შორის იყო იული ფედერსისა და სერგი ვასილკოვსკის ნამუშევრები.
მუზეუმს საჩუქრად გადასცა თავისი ნამუშევრები კ. სავიცკიმ (სურათი „მამა“) და პ. იორდანოვმა. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ არაერთხელ გადასცა მუზეუმს სურათები, რომელთა შორის იყო ი. ბილიბინის, ა. სავრასოვის, ბ. მეშკოვისა და სხვათა ნამუშევრები. პეტერბურგის ა. კუინჯის საზოგადოებამ მუზეუმისთვის გამოჰყო კუინჯის სამი ნამუშევარი: „ტალღები“, „ცისარტყელა“ და „სოფელი“.
დიდი სამამულო ომის პერიოდში მუზეუმმა დანაკარგი განიცადა. დაიკარგა ი. შიშკინის, ი. კრამსკის, ი. ლევიტანის და სხვათა ტილოები, გაძარცვეს ფაიფურის კოლექცია.
1968 წელს ტაგანროგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გამოეყო მხატვრული კოლექცია და ჩამოყალიბდა ტაგანროგის სურათების გალერეა.
1976[1] წლიდან გალერეის ექსპოზიცია განთავსდა ხანდინის სახლში, რომელიც არის XIX საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურული ძეგლი.
2003 წელს ტაგანროგის სურათების გალერეას ეწოდა ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმი.
2005 წელს მუზეუმმა საჩუქრად მიიღო ტაგანროგში დაბადებული ამერიკელი მხატვრის ვიაჩესლავ ილიახინსკის 35 ნამუშევარი[2].
ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, გამოცემენ ისტორიულ-ლიტერატურულ ალმანახს „Вехи Таганрога“, რომელიც ეძღვნება ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმს.
ანტონ ჩეხოვის 150 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა „ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმი. ფერწერა. გრაფიკა. XVIII-XX სს.“
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წლიდან მუზეუმი განთავსებული იყო ალფერაკის სასახლეში. მოგვიანებით ცალკე შენობაში ალექსანდროვსკის ქუჩაზე, რომელიც აგებული იყო 1870 წელს ტენიშევის პროექტის მიხედვით და რომელიც ეკუთვნოდა მეორე გილდიის ვაჭარს, სამართლის კანდიდატს ანტონ ხანდრინს.
2011 წელს ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ტაგანროგის სამხატვრო მუზეუმისათვის პეტროვსკის ქუჩაზე მდებარე შენობის ნაწილის გადაცემის შესახებ, რომელიც ადრე ეკუთვნოდა სბერბანკის ტაგანროგის განყოფილებას[3].
კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის მუზეუმის ფონდებში ინახება შვიდი ათასზე მეტი ექსპონატი ხატები, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიული ხელოვნება. ყველაზე ღირებულია XVIII-XX საუკუნეების რუსი მხატვრების ნამუშევრები[4][5]. მუზეუმია ასევე ყურადღებას ამახვილებს, როგორც თანამედროვე, ისე ადგილობრივ მხატვრებზე.
ტაგანროგის მუზეუმში დეკორატიული ხელოვნების 835 ნიმუშია დაცული. იგი მოიცავს საიმპერატორო ფაიფურის ქარხნის მიერ დამზადებულ ჭურჭელს, მიკლაშევის ქარხნის ჭურჭელს, ასევე კუზნეცოვის, ძმები კორნილოვების, გარდნერისა და სხვა.
ამჟამად კოლექციაში დაცულია საბჭოთა მინის სტატების ნამუშევრებიც.
მუზეუმი ღია ცის ქვეშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი ღია ცის ქვეშ დაარსდა 1976 წელს[6]. ამ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრების დიდი უმრავლესობა 1976 წელს ქალაქის ძველი სასაფლაოს დემონტაჟის შედეგად გადარჩენილი ქანდაკებებია[7], თუმცა მუზეუმში არ შემონახულა ინფორმაცია ქანდაკებების კუთვნილების შესახებ[6][7].
-
მუზეუმის შიდა ეზოს ხედი
-
„მფარველი ანგელოზი“. თეთრი მარმარილო.
-
„დაღლილი ანგელოზი“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт Таганрогского художественного музея
- Страница Таганрогского художественного музея на www.rosculture.ru
- Таганрогский художественный музей на сайте www.таганрог.su დაარქივებული 2010-06-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Киричек М. С. Хандрина дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 764. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Кейзман Б. Двойная дата нашей «Третьяковки» // Новая таганрогская газета. — 2008. — 8 марта.
- ↑ Собств. корр. Искусство — на смену финансам // Таганрогская правда. — 2011. — 30 июня.
- ↑ Таганрогская картинная галерея: Альбом / Л. В. Зуева. — М.: Изобраз. искусство, 1988. — 176 с. — ISBN 5-85200-011-6.
- ↑ Таганрогская картинная галерея. Живопись, графика XVIII—XX веков / сост. Л. В. Зуева. — Таганрог: Айкэн, 1998. — 208 с — ISBN 5-900948-05-6.
- ↑ 6.0 6.1 Кукушин В. С., Николаенко А. И. Таганрогский некрополь XIX—XX вв. — Таганрог: Лукоморье, 2006. — С. 77. — ISBN 5-902450-12-8.
- ↑ 7.0 7.1 Павленко И. Культ-не-ура?! // Новая таганрогская газета. — 2012. — 17 марта.