ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′47″ ჩ. გ. 43°59′53″ ა. გ. / 56.32972° ჩ. გ. 43.99806° ა. გ. / 56.32972; 43.99806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200000064
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1683

ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდში. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. ქვის ტაძარი აკურთხეს 1683 წელს, ხოლო მეორედ 2005 წლის 4 ნოემბერს[1]. ტაძრის მიხედვით სახელი ეწოდა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ივანოვსკის კოშკს. ეკლესია მდებარეობ სახალხო ერთობის მოედანზე.

არეულობის ხანაში, 1612 წელს, ეკლესიიდან კოზმა მინინმა მოუწოდა ნიჟნი-ნოვგოროდელებს ელაშქრათ მოსკოვში და ქალაქი გაეთავისუფლებინათ პოლონელებისაგან[2].

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მინინის მოწოდება“, კონსტანტინ მაკოვსკის ნახატი

ხის ძველებური ეკლესია იოანე ნათლსიმცემლის შობის სახელზე ისტორიული წყაროებში ცნობილია ჯერ კიდევ XV საუკუნიდან. XVII საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ჰქონდა სატრაპეზო და კარიბჭე.

1676 წელს ვაჭარი გავრილ დრანიშნიკოვი, ასტრახანში მრავალწლიანი სამსახურიდან დაბრუნები შემდეგ დაინტერესდა საკუთარი ფინანსებით ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობით[1]. ტაძრის მშენებლობა დრანიშნიკოვის მიერ მართლმადიდებლობის დაცვას დაამტკიცებდა, რადგან მისი არყოფნის დროს მისი მეუღლე ანა და მისი ვაჟი სტარობრიადელები გახდნენ და გაიქცნენ კერჟენის სკიტეში. 1679 წლის 24 აგვისტოს გავრილი გარდაიცვალა, მაგრამ ტაძრის მშენებლობა დაასრულეს მისმა ძმამ ლავრენტმა[1].

ტაძარი ააგეს რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ე. წ. „გემის“ სტილში. 1814 წელს სატრაპეზოს ჩრდილოეთ მხარეს მიაშენეს სულიწმინდის ეგვტერი. 1830-1840 წლებში ეკლესიაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომელსაც წარმართავდნენ არქიტექტორები ანტონ ლეერი, ივან ეფიმოვი და გიორგი კიზევეტერი.

1855 წელს ეკლესიასთან ააშენეს ალექსანდრე ნეველის სამლოცველო. 1870 წელს ააშენეს სამრეკლო. 1881-1885 წლებში დიდი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, ხოლო უკანასკნელი წინამძღვარი დახვრიტეს[3]. საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა მოტოციკლეტისტთა სპორტულ სკოლად[3].

აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას დაუბრუნდა XX საუკუნის 90-იან წლებში. 1994 წლიდან აღსდგა ღვთისმსახურება[3]. 2004 წლის ივნისში მიიღეს გადაწყვეტილება ტაძრის აღდგენის შესახებ, დაიწყო სარემონტო სამუშაოები[1]. ფინანსები მიიღეს მეცენატებისაგან. 2005 წლის 4 აპრილს ტაძრის სამი ჯვარი აკურთხეს[4]. 2005 წლის 5 აგვისტოს სამრეკლოს დაადგეს გუმბათი და ჯვარი[5]. 2005 წლის 4 ნოემბერს ეკლესია აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ[1] სარემონტო სამუშაოების დროს ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა[6].

2009 წელს ტაძართან მუშაობა დაიწყო მართლმადიდებლურმა ლექტორიუმმა[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]