მინინისა და პოჟარსკის ძეგლი (ნიჟნი-ნოვგოროდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინინისა და პოჟარსკის ძეგლი
Памятник Минину и Пожарскому
NN 07-08-2020 48.jpg
კოორდინატები 56°19′47″N 43°59′48″E / 56.329722° ჩ. გ. 43.996667° ა. გ. / 56.329722; 43.996667
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მარტოსი
მოქანდაკე ზურაბ წერეთელი
თარიღდება 2005

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი (რუს. Памятник Минину и Пожарскому) — ძეგლი ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ ცენტრში, სახალხო ერთობის მოედანზე, ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის კედელთან იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიის ახლოს. წარმოადგენს მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარე ძეგლის მცირე კოპირებას. ძეგლის ავტორია ზურაბ წერეთელი.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის შექმნის ისტორია სათავეს იღებს არეულობის ხანაში. რუსეთი ამ პერიოდისათვის იმყოფებოდა შვედურ-პოლონური ძალების ოკუპაციის ქვეშ, ხოლო მოსკოვი ოკუპირებული იყო პოლონელების მიერ. სწორედ ამ პერიოდში ნიჟნი-ნოვგოროდში საერო მამასახლისმა კუზმა მინინმა მოსახლეობას მოუწოდა პოლონელი ინტერვენტების წინააღმდეგ ლაშქრობისაკენ. მის მოწოდებას მხარი დაუჭირეს ქალაქის საბჭომ, თავადებმა და სასულიერო პირებმა. ზარის ხმაზე მოსახლეობა შეიკრიბა კრემლში, ფერისცვალების ტაძარში. ღვთისმსახურების შემდეგ მინინმა ნიჟნი-ნოვგოროდის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მტრებისაგან რუსეთის სახელმწიფოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ გადაწყდა სახალხო ლაშქრობისათვის თანხების შეგროვება.

ასევე საჭირო იყო მომავალი ლაშქრობის მეთაურის შერჩევა. ნიჟნი-ნოვგოროდელებმა თხოვნით მიმართეს თავად დიმიტრკი პოჟარსკის. თავადი ცოტა მოგვიანებით დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ სამეურნეო საქმეებს ლაშქრობის დროს უხელმძღვანელებდა კუზმა მინინი. ლაშქრობის შედეგად მოსკოვი გაათავისუფლეს პოლონელებისაგან.

1803 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაეწყოთ თანხების შეგროვება მინინისა და პოჟარსკის ძეგლის აღსამართად[1]. ივან მარტოსი მალევე ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში. თავდაპირველად ფიქობდნნ ძეგლი დაედგათ ნიჟნი-ნოვგოროდში, მაგრამ იმის გამო, რომ მას ქვეყნისათვის დიდი ისტორიული ღირებულება ჰქონდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძეგლი დაედგათ მოსკოვის წითელ მოედანზე. 1818 წლის 20 თებერვალს მოხდა ძეგლის საზეიმო გახსნა, ხოლო ნიჟნი-ნოვგოროდში, კრემლის ტერიტორიაზე, 1828 წელს დადგეს მინინისა და პოჟარსკის ობელისკი მონუმენტის ნაცვლად.

2004 წელს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა გადაწყვიტა გამოესწორებინა ეს ისტორიული უსამართლობა და ნიჟნი-ნოვგოროდში აღემართა მოსკოვური ძეგლის კოოპიო. მან წინადადებით მიმართა ცნობილ მოქანდაკე ზურაბ წერეთელს[2] და უკვე 2005 წლის 4 ნოემბერს შედგა ქანდაკების საზეიმო გახსნა ნიჟნი-ნოვგოროდის სახალხო ერთობის მოედანზე. ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, სწორედ აქედან მიმართა კუზმა მინინმა მოსახლეობას და დაიწყო მეორე სახალხო ლაშქრობა

ძეგლების განსხვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძეგლი, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში დგას 5 სმ-ით მცირეა ორიგინალზე.
  • წარწერებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან:
ძეგლი მოსკოვში.
ძეგლი მოსკოვში.
ძეგლი ნიჟნი-ნოვგოროდში.
ძეგლი ნიჟნი-ნოვგოროდში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Я.З. Басин. Первый памятник Москвы // И творчество, и чудотворство. — Мн.: Выш. шк, 1990. — ISBN 5-339-00448-1.
  2. Зураб Церетели изваяет римейк памятника Минину и Пожарскому