ელ-ტეპოცტეკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელ-ტეპოცტეკო
Piramidedeltepozteco.jpg
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ადგილმდებარეობა მორელოსის შტატი
დეტალები

ელ-ტეპოცტეკო (ესპ. El Tepozteco) — არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, მორელოსის შტატში. მოიცავს ალკოჰოლური სასმელის, პულკეს აცტეკური ღმერთის — ტეპოცეკატლის პატარა ტაძარს.[1]

შუა პოსტკლასიკურ პერიოდში, სიერა-დე-ტეპოცტლანის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე მრავალი ტერასა და პატარა პირამიდა აშენდა, რომლებიც კოლუმბამდელ ქალაქ ტეპოცტლანს გადაჰყურებდა. ტაძარი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ პილიგრიმები მოიზიდა გვატემალიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ტეპოცეკატლი ადგილობრივი კულტი იყო.[1][2]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ-ტეპოცტეკოს ტაძარი

ტაძარი ძეგლის დასავლეთ მხარედ მდებარეობს. შედგება 6,4 მ სიმაღლის პლატფორმისაგან, რომელიც 3,3 მ სიმაღლის საძირკველზეა დაშენებული. თუმცა, ტაძრის ამჟამინდელი ნაშთების სიმაღლე მხოლოდ 2,7 მეტრია.[1] ტაძარი ორი ოთახისგან შედგებოდა. პირველ ოთახამდე კიბეები მიდიოდა. ამ ოთახში აღოჩენილია სარდაფი, სადაც ნახშირისა და კოპალის კვალს მიაგნეს.[1][3]

შიდა პატარა ოთახს ორი სვეტი იჭერდა. სავარაუდოდ, ამ ოთახში ინახებოდა ტეპოცეკატლის პატარა სკულპტურა.[1][3]

ისტორიის მანძილზე, დაძარი რამდენიმეჯერ გადააკეთეს. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დროს, დაუმატებიათ ქვის სკამები და ლავანგარდები. ერთ-ერთ ლავანგარდზე ამოკვეთილია ტონალპოუალის 20-დღიანი წმინდა კალენდარი.[1]

ძეგლის აღმოსავლეთ მხარეს აშენებულია ადგილობრივი ქურუმებისა და მათი დამხმარეთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ოთახები.[1]

ინტერპრეტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლიფები ქვის სკამებზე

ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილია წარწერებიანი ორი ქვა. ერთ-ერთი ქვა აცეტეკების მერვე იმპერატორის, აჰუიცოტლის სახელს ატარებს და კალენდარულ თარიღად დატანილია „10 კურდღელი“. ეს თარიღი ახ. წ. 1502 წელს წარმოადგენს, წელს, როდესაც იმპერატორი გარდაიცვალა.[1] ეს საკითხი არქეოლოგებში დღემდე კამათს იწვევს; მათი ერთი ნაწილის აზრით, ეს ტაძრის აშენების თარიღია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ქვები მოგვიანებით დაამატეს აცტეკთა იმპერატორის გარდაცვალების თარიღის უკვდავსაყოფად. ზოგიერთი გლიფი მოიცავს ზურმუხტის გვირგვინებსა და ისრის ფარებს, რის საფუძველზეც დგინდება, რომ ტაძრის ქვის სკამები აცტეკთა სამმაგი ალიანსის პერიოდში, ახ. წ. 1452 წელს აუშენებიათ, როდესაც ალიანსმა ტეპოცტლანი დაიპყრო.[1][4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Canto Aguilar 1998
  2. Adams 1996, p.360.
  3. 3.0 3.1 El Tepozteco at INAH (ესპანური)
  4. Matos Moctezuma & Solis Olguín 2002, p.450.