მერიის საჯარო სკოლა
სოფელ მერიის საჯარო სკოლა — სკოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნეში სოფლები ხვარბეთი, გოგორეთი და ახალსაყდარი (თხინვალი) ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული.[1] ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრში, სოფელ გოგორეთში სასწავლებელი 1883 წელს გაიხსნა.[2] სკოლა ერთკლასიანი იყო, 75 ვაჟ მოსწავლეზე გათვლილი. სკოლით სარგებლობდა აგრეთვე კონჭკათის მოსახლეობა. 1890-93 წლებში სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა.[3] 1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა.[4]
1920-იან წლებში მოსახლეობა ძირითადად სოფელ გოგორეთიდან და ნაწილობრივ ხვარბეთიდან დაბლობში (მერეში) გადასახლდა. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის მერიაში მოსახლეობის რაოდენობამ გოგორეთისა და ხვარბეთის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბა და სოფლის სკოლაც იქ გადავიდა.
ცნობილი მოსწავლეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისიდორე დოლიძე — იურისტი, სამართლის ისტორიკოსი