ვადი-ალ-ხიტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვადი-ალ-ხიტანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 29°16′15″ ჩ. გ. 30°02′38″ ა. გ. / 29.27083° ჩ. გ. 30.04389° ა. გ. / 29.27083; 30.04389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1186
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1186
ინგლ.რუს.ფრ.

ვადი-ალ-ხიტანი (არაბ. وادي الحيتان‎ ვეშაპების ხეობა) — პალეონტოლოგიური ძეგლი ეგვიპტეში, ელ-ფაიუმის საგუბერნატოროში, კაიროდან 150 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით.[1] არეალში აღმოჩენილია ასეულობით განმარხებული ვეშაპის უძველესი ფორმა, რის გამოც 2005 წლიდან ტერიტორია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[2][3] აქ ცხადი ხდება ვეშაპების ევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ოკეანის ეს ძუძუმწოვარი თავდაპირველად ხმელეთის ცხოველი ყოფილა. სხვაგან არსად მსოფლიოში არ მოიპოვება ამ რიცხვის, კონცენტრაციისა და ხარისხის ნამარხები.[4]

ნამარხები შეიძლება არ იყოს უძველესი სხვებთან შედარებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავმოყრილია მათი დიდი კონცენტრაცია. ამავე დროს, იმდენად მაღალია მათი შემონახულობის ხარისხი, რომ ხელუხლებელია ზოგიერთი ჩონჩხის მუცლის შიგთავსიც კი. აღმოჩენილი სხვა უძველესი ცხოველების ნამარხები, მაგალითად ზვიგენების, ნიანგების, ხერხი-თევზების, კუების და სკაროსების, საშუალებას იძლევა გაცოცხლდეს ის ბუნებრივი გარემო და ეკოლოგიური პირობები, რომელიც მათ დროს, მილიონობით წლის წინ იყო.

პირველი ნამარხი ჩონჩხები 1902-1903 წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მომდევნო 80 წლის განმავლობაში ის ნაკლები ყურადღების ცენტრში იყო, რაც დიდწილად განპირობებული იყო ტერიტორიის ძნელად მისადგომობით. 1980-იანი წლებიდან არეალისადმი ინტერესი გაიზარდა, მას ნამარხების უამრავი კოლექციონერი მოაწყდა და გატანილ იქნა მრავალი ძვალი, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ ტერიტორია დახურულად გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wadi Al-Hitan (Whale Valley) - World Heritage Site - Pictures, info and travel reports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2011-06-27.
  2. Wadi Al-Hitan (Whale Valley). UNESCO. ციტირების თარიღი: 20 July 2006.
  3. „Africa World Heritage sites named“. BBC News. 15 July 2005.
  4. Wadi Al-Hitan (Whale Valley), Egypt - Encyclopedia of Earth