პტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პტა

პტა, ფთა, პტაჰი (phtah, phtahs) — ცეცხლის ღმერთი, ძვ. ეგვიპტელთა ჰეფესტოსი, ნილოსის შვილი, რომლის სახელიდან უნდა მომდინარეობდეს ეგვიპტის და ფარაონთა სატახტოს მემფისის სახელი, სადაც მისი კულტი განსაკუთრებით ძლიერი იყო. ხატავდნენ ჯუჯად, რომელსაც მრუდე ჯოხი ეჭირა, ან შოლტი და ხშირად შევარდენის თავი ჰქონდა. ჰეროდოტეს აზრით აქაოსის ძის ფთიოსის სახელი ეწოდა ქალაქ ანთილას. ითვლებოდა ქვეყნიერების შემოქმედად, ქალაქთა და ტაძართა მშენებლად, ხელოსანთა მფარველად.

პტა ძველი ღმერთია, სხვა ღმერთებზე 9 000 წლით ადრე განაგებდა სამყაროს. გამოხატავდნენ ძალაუფლების კვერთხით, განუვითარებელი ჯუჯა ბავშვის სახით, ნიშნავდა სამყაროს არასრულყოფილებას (ამითაც და სახელითაც ჰეფესტოსს ემსგავსება). მემფისში დიდებული ტაძარი ჰქონდა. აპისი, „ღმერთ პტას ცოცხალი სახეც“ აქ იდგა. პტას გონებამ (სიტყვამ, შემდეგ „ლოგოსმა“) შვა ღმერთიც და ადამიანიც. ერმიტაჟში ინახება ბრინჯაოს და ხის ქანდაკებანი (XII-VI სს.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პტა&oldid=3152098“-დან