მაქს ჰორკჰაიმერი
მაქს ჰორკჰაიმერი | |
---|---|
გერმ. Max Horkheimer | |
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1895[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | Zuffenhausen |
გარდაცვალების თარიღი | 7 ივლისი, 1973[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიურნბერგი[14] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[11] [12] , პედაგოგი, სოციოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ლიტერატურული კრიტიკოსი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ |
ალმა-მატერი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, Dillmann-Gymnasium Stuttgart და ფრაიბურგის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Gesammelte Schriften, Dialectic of Enlightenment და Eclipse of Reason |
ჯილდოები | მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე, Goethe Plaque of the City of Frankfurt, Goethe-Plakette des Landes Hessen და Q1021210? |
მაქს ჰორკჰაიმერი (გერმ. Max Horkheimer; დ. 14 თებერვალი, 1895, შტუტგარტი — გ. 7 ივლისი, 1973, ნიურნბერგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჰორკჰაიმერი ყურადღებას უთმობდა ავტორიტარიზმის, მილიტარიზმის, ეკონომიკური რეგრესის, ეკოლოგიური კრიზისისა და მასობრივი კულტურის საკითხებს ისტორიისა და ფილოსოფიის გამოყენებით. მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომებში შედის „გონების დაბნელება“ (1947), „ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის“ (1930–1938) და თეოდორ ადორნოსთან თანამშრომლობით შექმნილი „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი დაიბადა შტუტგარტის ტექსტილის მწარმოებლის მდიდარ ებრაულ ოჯახში. თექვსმეტი წლის ასაკში ჰორკჰაიმერი იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და მამის ქარხანაში დაეწყო მუშაობა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტში დაიწყო ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა, შემდეგ გადავიდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა იოჰან კორნელიუსის მენტორობით. იქ იგი შეხვდა თეოდორ ადორნოს. მათი შეხვედრა ხანგრძლივ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდა. გეშტალტფსიქოლოგიაში სადისერტაციო ნაშრომის დაწერის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კორნელიუსის ხელმძღვანელობით, ჰორკჰაიმერმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 78 გვერდიანი ნაშრომით სახელწოდებით „თელეოლოგიური განსჯის ანტინომია“.
1925 წელს ჰორკჰაიმერმა მიიღო დოქტორის ხარისხი ნაშრომის „განსჯის კრიტიკა, როგორც შუამავალი პრაქტიკულ და თეორიულ ფილოსოფიებს შორის“ (გერმ. Über Kants Kritik der Urteilskraft als Bindeglied zwischen theoretischer und praktischer Philosophie) დაცვისთვის. აქ ის შეხვდა ფრიდრიხ პოლოკს, რომელიც გახდება მისი კოლეგა სოციალური კვლევის ინსტიტუტში.
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი (1930–1933 და 1949–1963), შემდგომში კი ამავე უნივერსიტეტის რექტორი (1951–1953). 1931 წელს იგი ასევე გახდა სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. ამ თანამდებობას ის 1965 წლამდე იკავებდა. ინსტიტუტის მართვისას ჰორკჰაიმერი ხელს უწყობდა ნეომარქსისტული მიმდინარეობის განვითარებას. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან დატოვა გერმანია. 1934–1949 წლებში იგი ემიგრაციაში იყო შეერთებულ შტატებში, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
გამოსცა ჟურნალი „Zeitschrift für Sozialforschung“ („სოციალური კვლევის ჟურნალი“; 1932-1941). ომის შემდეგ მან გამოაქვეყნა პუბლიკაციების სერია ეროვნული და რასობრივი ცრურწმენების შესწავლის შესახებ („Studies in prejudice“, ტ. 1-5, 1949-1950). ადორნოთან ერთად დაწერილი „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) იყო ამ პერიოდის ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფიური და სოციოლოგიური იდეების პროგრამული გამოხატულება.
მის მიერ შემუშავებულ ე.წ. „კრიტიკულ თეორიაში“ ჰორკჰაიმერი შეეცადა კარლ მარქსისგან მოპოვებული ბურჟუაზიული საზოგადოების კრიტიკის მოტივების შერწყმა ჰეგელის დიალექტიკასთან, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზთან და არტურ შოპენჰაუერის ეთიკასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Михайлов И. А. Макс Хоркхаймер. Становление Франкфуртской школы социальных исследований. — Ч. 1. 1914—1939 гг. — М.: Институт философии РАН, 2008. — ISBN 978-5-9540-0096-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაქს ჰორკჰაიმერი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მაქს ჰორკჰაიმერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Wolin R. Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Discogs — 2000.
- ↑ 4.0 4.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 11.0 11.1 11.2 BeWeB
- ↑ 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ 14.0 14.1 Хоркхаймер Макс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- დაბადებული 14 თებერვალი
- დაბადებული 1895
- გარდაცვლილი 7 ივლისი
- გარდაცვლილი 1973
- XX საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსები
- ამერიკელი ანტიფაშისტები
- ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- ამერიკელი სოციოლოგები
- კონტინენტური ფილოსოფოსები
- კულტურის კრიტიკოსები
- ეპისტემოლოგები
- გერმანელი მამაკაცი მწერლები
- გერმანელი სოციოლოგები
- ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ებრაელი ფილოსოფოსები
- მეტაფიზიკოსები
- ონტოლოგები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- სოციალური მეცნიერების ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- სოციალური კრიტიკოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- მარქსისტები