ფრანკფურტის სკოლა
ფრანკფურტის სკოლა — თანამედროვე (ინდუსტრიული) საზოგადოების კრიტიკული თეორია, ნეომარქსიზმის ერთ-ერთი განხრა. ტერმინი „ფრანკფურტის სკოლა“ წარმოადგენს კრებით სახელს, რომელიც გამოიყენება ფრანკფურტის სოციალური ინსტიტუტის მოაზროვნეთათვის.
სკოლის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ბურჟუაზიული კლასის საზოგადოება გადაიქცა ტოტალიტარულ სისტემად, რომელშიც პროლეტარიატის არ არსებობის შედეგად, რევოლუციური როლი საზოგადოების გარდაქმნაში, ინტელიგენციის ხელში გადავიდა. თანამედროვე საზოგადოება ტექნოკრატიულია და მედიის ცრუ ინფორმაციული ცნობიერებით, ასევე მასობრივი კულტურით და თავსმოხვეული კულტებით არსებობს. ფრანკფურტის სკოლამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სხვადასხვა სახის მემარცხენე რადიკალურ იდეოლოგიებზე.
ფრანკფურტის სკოლა წარმოიქმნა სოციალური კვლევების ინსტიტუტის საფუძველზე, თუმცა ის სათავეს 1930 წლიდან იღებს, როდესაც ინსტიტუტის ხელმძღვანელი მაქს ჰორკხეიმერი გახდა. მარქსისტული კვლევები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დაარსებიდან, 1923 წლიდან ხორციელდებოდა. უნივერსიტეტის პირველი ხელმძღვანელი, ისტორიკოსი და ავსტრომარქსისტული იდეის სამართალმცოდნე, კარლ გიუნბერგი იყო, მან ინსტიტუტში სამუშაოდ მთელი რიგი ნიჭიერი, კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის შეხედულებების მქონე, ინტელექტუალური ახალგაზრდები მოიზიდა, მანვე დააარსა პირველი მსხვილი ჟურნალი ევროპის მუშათა მოძრაობის ისტორიის შესახებ და ახლო ურთიერთობები დაამყარა მოსკოვის მარქს-ენგელსის უნივერსიტეტთან. 1930 წლისთვის ფანკფურტის ინსტიტუტში უკვე კარგად იყო ჩამოყალიბებული სამომავლო მიმართულებები. 1930 წელს, მაქს ჰორკხეიმერმა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, საკუთარ მიზნად დაისახა „სოციალური ფილოსოფიის“ ჩამოყალიბება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Дамье, Вадим Валерьевич|Дамье В. В. Философия Франкфуртской Школы
- Социальная философия Франкфуртской школы (Критические очерки)/ Ред. коллегия: Б. Н. Бессонов и др. — М.: «Мысль (московское издательство)|Мысль»; Прага: «Свобода», 1975. — 359 с.
- Дмитриев А. Н. Марксизм без пролетариата: Георг Лукач и ранняя Франкфуртская школа (1920—1930-е гг.). — СПб.: Европейский университет в Санкт-Петербурге; Летний сад, 2004. — 528 с.