ნეომარქსიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნეომარქსიზმი — ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება მარქსიზმის სხვადასხვა სოციალურ- ფილოსოფიური დინებების აღსანიშნავად. მათ შორის გამოირჩევა ფრანკფურტის სკოლა, მასთან მიმხრობილი პრაქსისის სკოლა. მათი არსებობის მიზანია შეცვალონ და გააფართოვონ მარქსისტული თეორია, შემატონ მას სხვა ინტელექტუალური ტრადიციების ელემენტები, ისეთების როგორიცაა, ფსიქოანალიზი ან ეგზისტენციალიზმი და ა.შ.

როგორც ფენომენი, იგი წარმოიშვა დასავლურ მარქსიზმში, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სსრკ-ში. ნეომარქსიზმის ცნებები გახდა ახალი მემარცხენეების თეორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეომარქსიზმი წარმოიშვა მთელი რიგი პრობლემების თეორიული დამუშავების შედეგად. იმ პრობლემების, რომელზეც ტრადიციულმა მარქსიზმმა პასუხი ვერ გასცა. მათ შორის იყო პირველი მსოფლიო ომის მიმართ მემარცხენა პარტიათა პოზიციის საკითხი; საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა სოციალისტური რევოლუციები დასავლეთ ევროპაში, განვითარებული შრომითი მოძრაობების მიუხედავად; რამ განაპირობა ამავე დროს ევროპაში ნაცისტური მოძრაობის აღზევება. ამ კითხვებმა სერიოზული თეორიული ძიებები გამოიწვია მარქსიზმის ფარგლებში და გამოიწვია ნეომარქსიზმის გაჩენა.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი დაკავშირებულია ნეომარქსიზმის პირველ მნიშვნელოვან მიღწევებთან ისეთი მეცნიერების კვლევების მეშვეობით როგორებიც იყვენენ დიორდ ლუკაჩი, კარლ კორშის და ანტონიო გრამში. სოციალური კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც 1923 წელს დაარსდა როგორც ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის განყოფილება, ნეომარქსიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დინება ჩამოყალიბდა — ინტერდისციპლინარული სოციალური თეორია ე.წ. ფრანკფურტის სკოლა. მისი დამფუძნებლები იყვნენ მაქს ჰორკჰაიმერი და თეოდორ ადორნო, რომელთა შეხედულებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ზოგადად მარქსისტულ თეორიაზე. მათ ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში ემიგრაციაში წასვლა მოუხდათ.

XX საუკუნის მეორე ნახევრის ნეომარქსიზმში გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას — „ჰუმანისტურს“ და „სიენტისტურს“. ჰუმანისტური ნეომარქსიზმი თავისი ფილოსოფიის ცენტრში აყენებს ადამიანს როგორც ისტორიული მოქმედებების სუბიექტს. იგი ეყრდნობა პირველ რიგში მარქსის ადრეულ ნაშრომებს, პირველ რიგში 1844 წლის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ ხელნაწერებს (გერმ. Ökonomisch-philosophische Manuskripte aus dem Jahre), აგრეთვე არამარქსისტული ფილოსოფიის იდეებს. ჰუმანისტური ნეომარქსიზმის მთავარი პრობლემა ცნობიერება და მისი კონტროლის პრობლემაა. ამიტომ მისი ფორმირების მნიშვნელოვან იმპულსს წარმოადგენს ანტონიო გრამშის მიერ დაწერილი „ციხის რვეულები“ (გერმ. Gefängnisbriefe), რომელშიც დაისვა კულტურული ჰეგემონიის პრობლემა. კლასიკურ მარქსიზმში ის არ არსებობდა.

დ. ლუკაჩისა და ჟ. პ. სარტრის კონცეფციების კრიტიკით, ალტიუსერმა ხაზი გაუსვა გვიანდელი მარქსის ეპისტემოლოგიურ გარღვევას თავისი ანთროპოლოგიურად ორიენტირებული შეხედულებებსგან, რომელსაც 1845 წლამდე იზიარებდა. ალტიუსარმა განმარტა მარქსიზმი, როგორც „თეორიული ანტიჰუმანიზმი“.

არ არსებობს ფორმალური ნეომარქსისტული ორგანიზაციები. ასევე, არ არსებობს ნეომარქსიზმის მკაფიო დისციპლინალური ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემს მას ცალსახად განსხვავდებოდეს როგორც თანამედროვე "ორთოდოქსალური” მარქსიზმისგან, ასევე „პოსტმარქსიზმისგან“, რომელიც სტუდენტური რევოლუციებისა და 1960-იანი წლების სოციალური რეფორმების შემდეგ წარმოიშვა.

მიჩნეულია, რომ ნეომარქსიზმის უმეტესი დინება უარს აცხადებს შეიარაღებული რევოლუციების იდეაზე მოვლენების მეტად მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ - რევოლუციის იდეის შენარჩუნებით ძალადობაზე უარის თქმა. ნეომარქსისტები ასევე ცდილობენ ახალი ეკონომიკური მოდელების შექმნას კლასობრივი ბრძოლის ძირითადი კონცეფციების გარდაქმნით (მაგალითად, ჰანს-იურგენ კრალი).

ნეომარქსიზმის განვითარება თანამედროვე სამყაროში ხდება უფრო ფართო ინტელექტუალური მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „კრიტიკულ თეორიას“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]