მარჯორი უორდროპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უორდროპი.
მარჯორი უორდროპი
Marjory Wardrop.jpg
მარჯორი უორდროპი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1869
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1909
ბუქარესტი
ეროვნება ბრიტანელი
საქმიანობა
მთარგმნელი

მარჯორი უორდროპი (ინგლ. Marjory Wardrop; დ. 11 ნოემბერი, 1869 — გ. 7 დეკემბერი, 1909, ბუქარესტი) — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. პირველმა თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“. მისი ძმა ოლივერ უორდროპი აგრეთვე მთრაგმნელი და მოგზაური იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება ოჯახში მიიღო. ფობდა ექვს ენას ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურს და ქართულს. საქართველოს მიმართ ინტერესი გაუჩინა მისი ძმის წიგნმა „საქართველოს სამეფო“. 1892 წელს ის რუსეთის იმპერიაში თან გაჰყვა ძმას, ოლივერ უორდროპს, რომელმაც ელჩის მდივნად დაიწყო მუშაობა სანქტ-პეტერბურგში. და-ძმამ იქ გაიცნო პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. უკვე 1894 წელს მარჯორი უორდროპმა თარგმნა და ლონდონში გამოსცა „ქართული ხალხური ზღაპრები“. 1894 წლის დეკემბერში მარჯორი უორდროპი დედასთან ერთად ჩავიდა თბილისში, სადაც უკვე იმყოფებოდა მისი ძმა ოლივერი. უორდროპებმა დეკემბერი თბილისში გაატარეს, ხოლო 1895 წლის იანვარში იმერეთი და გურია მოიარეს. ისინი ბათუმიდან გემით გაემგზავრნენ ოდესაში, იქედან კი ინგლისში. 1895 წელს გამოიცა მის მიერ ნათარგმნი „განდეგილი“ ილია ჭავჭავაძისა. 1895 წლის მაისში საცხოვრებლად გადავიდა ქერჩში, სადაც მისი ძმა კონსულად დანიშნეს. და-ძმა 1902 წლამდე ცხოვრობდა ქერჩში. 1896 წლის ივნისში ორდროპმა იმოგზაურა საქართველოში. მოიარა თბილისი, კახეთი, ზემო იმერეთი, საგურამო, გორი. იმავე ზაფხულში ძმასთან ერთად თარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“. ამ თარგმანის გამოცემა გაჭიანურდა და ის მხოლოდ 1900 წელს გამოიცა ოქსფორდში. 1900 წელს ძმასთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ვარშავაში. 1903 წელი ასევე ძმასთან ერთად გაატარა ჰაიტიზე, 1904 წლიდან კი სანქტ-პეტერბურგში იყო. სანქტ-პეტერბურგი ყოფნის დროს, 1904-1906 წლებში მარჯორი უორდროპს მჭიდრო კავშირი ჰქონდა იქ ჩასულ ქართველებთან. 9=1906 წელს ძმასთან ერთად გადავიდა ბუქარესტში, სადაც გარდაიცვალა 1909 წელს.

მარჯორი უორდროპი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ინგლისურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. ვეფხისტყაოსნის თარგმანზე უორდროპი 1891 წლიდან მუშაობდა. თარგმანი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა მისმა ძმამ ლონდონში, 1912 წელს. ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]