ვიატკა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიატკა
რუს. Вятка
Vyatka-Kirov asv2019-05 img34 Vyatka River.jpg
ვიატკა ქალაქ კიროვში
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები უდმურტეთი, კიროვის ოლქი, თათრეთი
ქალაქები სლობოდსკოი, კიროვო-ჩეპეცკი, კიროვი, ორლოვი, კოტელნიჩი, სოვეტსკი, ვიატსკიე-პოლიანი
მარჯვენა შენაკადები კობრა, ლეტკა, ველიკაია, მოლომა, პიჟმა
მარცხენა შენაკადები ჩეფცა, ბისტრიცა, ვოია, კილმეზი
სათავე ზემო კამის მაღლობი
58°26′52″ ჩ. გ. 52°10′38″ ა. გ. / 58.44778° ჩ. გ. 52.17722° ა. გ. / 58.44778; 52.17722
შესართავი კამა
55°35′27″ ჩ. გ. 51°29′46″ ა. გ. / 55.59083° ჩ. გ. 51.49611° ა. გ. / 55.59083; 51.49611
სიგრძე 1314 კმ
აუზის ფართობი 129 ათ. კმ²
მდინარის სისტემა კამავოლგაკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 890 მ³/წმ
ვიატკა (მდინარე) — რუსეთი
ვიატკა (მდინარე)
ვიატკა (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ვიატკა ვიკისაწყობში

ვიატკა[1] (რუს. Вятка) — მდინარე რუსეთში, უდმურტეთში, კიროვის ოლქსა და თათრეთში (ქვემო დინება); მდ. კამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1314 კმ, აუზის ფართობი 129 ათ. კმ². სათავეს იღებს ზემო კამის მაღლობზე. ვიატკისათვის დამახასიათებელია დინების მიმართულების მკვეთრი ცვლილებები (ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ) და დიდი დაკლაკნილობა მთელ მანძილზე. ვაკის ტიპური მდინარეა, ძირითადად მიედინება ფართო და დამრეცფერდობებიან ხეობაში. ქვემოთში ხეობის გაფართოებული და შევიწროებული მონაკვეთები ერთმანეთს ცვლის 1–5 კმ-ის მონაცვლეობით. მრავლადაა ჩქერები. იკვებება ძირითადად თოვლის წყლებით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 890 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრის 1-ლი ნახევრიდან აპრილის მე-2 ნახევრამდე. ძირითადი შენაკადებია: კობრა, ლეტკა, ველიკაია, მოლომა, პიჟმა (მარჯვენა); ჩეფცა, ბისტრიცა, ვოია, კილმეზი (მარცხენა). მდიდარია თევზით (კაპარჭინა, ნაფოტა, ლოქორია, ჩეხონი, ლოქო, წერი, ქორჭილა, ფარგა და სხვ.). ვიატკის აუზში 4000-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 192 კმ². დასაცურებელია. ხორციელდება რეგულარული ნაოსნობა ქალაქ კიროვიდან (700 კმ), გაზაფხულზე კირსის ნავმისადგომიდან (1000 კმ-ზე მეტი). მთავარი ქალაქებია: სლობოდსკოი, კიროვო-ჩეპეცკი, კიროვი, ორლოვი, კოტელნიჩი, სოვეტსკი, ვიატსკიე-პოლიანი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 67.
  2. Вятка // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 207.