მარია კრისტინა ნეაპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია კრისტინა ნეაპოლელი
Berger - Maria Cristina of Naples and Sicily - Castle of Agliè.jpg
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 მარტი, 1821
მმართ. დასასრული: 27 აპრილი, 1831
წინამორბედი: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
მემკვიდრე: მარია ტერეზია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 იანვარი, 1779
დაბ. ადგილი: კაზერტა, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 11 მარტი, 1849 (70 წლის)
გარდ. ადგილი: სავონა, სარდინიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: ტურინი, იტალია
მეუღლე: კარლო ფელიჩე I, სარდინიის მეფე
სრული სახელი: მარია კრისტინა ამელია ტერეზა
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ I, ორი სიცილიის მეფე
დედა: მარია კაროლინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია კრისტინა ნეაპოლელი (იტალ. Maria Cristina di Napoli; დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 11 მარტი, 1849) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასული. სარდინიის დედოფალი 1821-31 წლებში როგორც კარლო ფელიჩე I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეაპოლისა და სიცილიის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კრისტინა დაიბადა 1779 წლის 17 იანვარს კაზერტის სამეფო სასახლეში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასული. მისი უმცროსი და ტყუპისცალი და, მარია კრისტინა ამელია, 1783 წელს, ოთხი წლის ასაკში დაიღუპა ჩუტყვავილისგან. ამავე წელს და იგივე დაავადებით დაიღუპა მისი ძმა ჯუზეპეც.

იგი ერთ-ერთია მისი მშობლების შვიდი შვილიდან (სულ თვრამეტი ჰყავდათ), რომლებმაც გადარჩენა შეძლეს.

გენუას ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1807 წლის 6 აპრილს, პალერმოში იგი დაქორწინდა პრინც კარლო ფელიჩე სავოიელზე, სარდინიის მეფის ძმაზე. ამის შემდეგ მარია კრისტინა გენუის ჰერცოგინიის წოდებას ფლობდა. 1821 წელს მისი მაზლი, მეფე ვიტორიო ემანუელე I უშვილოდ აღესრულა, რის გამოც მარია კრისტინა სარდინიის დედოფალი, ხოლო მისი ქმარი მეფე კარლო ფელიჩე I ხდება.

სარდინიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო წყვილი დიდად იყო დაინტერესებული ხელოვნებით, რის გამოც ისინი ხელოვან ადამიანებს ხელს უწყობდნენ განვითარებაში.

მისი ქმრის მეფობის პერიოდში იგი პალაცო ჩიაბლეზეში ცხოვრობდა. კარლო ფელიჩე 1831 წელს დაიღუპა უშვილოდ, რის გამოც მისი ძმა გამეფდა. თავად მარია კრისტინა ტურინში, ნეაპოლში, აგლიესა და ფრასკატში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი 1849 წელს სავონაში გარდაიცვალა, 70 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით ტურინში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living. Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. pp. 1, 9.