შინაარსზე გადასვლა

სავონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სავონა
Savona
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 44°18′00″ ჩ. გ. 8°29′00″ ა. გ. / 44.30000° ჩ. გ. 8.48333° ა. გ. / 44.30000; 8.48333
ფართობი 65.55 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 62,104 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 950 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 019
საფოსტო ინდექსი 17100
საავტომობილო კოდი SV
ოფიციალური საიტი http://www.comune.savona.it
სავონა — იტალია
სავონა

სავონა (იტალ. Savona) — ქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ იტალიაში. მდებარეობს ლიგურიის ზღვის გენუის ყურის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ სიმაღლეზე. 2008 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 62,104 ადამიანი. სავოს სახელწოდებით არსებული დასახლება არსებობდა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. 639 წელს ქალაქი დაანგრიეს ლანგობარდებმა. XIII საუკუნეში გენუასთან კავშირში მყოფი დამოუკიდებელი კომუნა. 1528 წელს გენუელებმა დაანგრიეს სავონის საზღვაო პორტი და 1543 წლისათვის განაახლეს საქალაქო გამაგრება. ახალმა ციხე-სიმაგრემ დაიკავა ძველი ტაძრის ადგილი; მისი ყველაზე ცნობილი ტუსაღი იყო ჯუზეპე მაძინი. 1809-1812 წლებში ნაპოლეონს სავონაში დატყვევებული ჰყავდა პაპი პიუს VII. სავონა ძლიერ დაიბომბა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ქალაქის დიდ ნაწილს შენარჩუნებული აქვს თანამედროვე იერი, მხოლოდ ძველ კვარტალებს გააჩნიათ შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს სტილის არქიტექტურის ნიშნები. არის ღირსშესანიშნაობები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]