დიოსდადო მაკაპაგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიოსდადო მაკაპაგალი
Diosdado Macapagal
დიოსდადო მაკაპაგალი Diosdado Macapagal
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 1961 – 30 დეკემბერი, 1965
წინამორბედიკარლოს პოლესტიკო გარსია
მემკვიდრეფერდინანდ მარკოსი

დაბადებული28 სექტემბერი, 1910
ლუბაო, პამპანგა
გარდაცვლილი21 აპრილი, 1997
მაკატი
მოქალაქეობაფილიპინები
ეროვნებაფილიპინელი
პოლიტიკური პარტიალიბერალური პარტია
შვილებიგლორია მაკაპაგალ-არიო
საქმიანობაადვოკატი, პროფესორი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერაDiosdado Macapagal signature.png

დიოსდადო პანგან მაკაპაგალი ( დ. 28 სექტემბერი, 1910, ლუბაო, პამპანგა —- გ. 21 აპრილი, 1997 ) — ფილიპინების რიგით მე-9 პრეზიდენტი, 1961–1965 წლებში და მე-6 ვიცე-პრეზიდენტი 1957–1961 წლებში. იგი აგრეთვე იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი და მეთაურობდა 1970 წლის საკონსტიტუციო ყრილობას. ის არის ფილიპინების მე-14 პრეზიდენტის (2001–2010) , გლორია მაკაპაგალ-აროიოს მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკაპაგალმა დაამთავრა ფილიპინების უნივერსიტეტი და წმ. თომას უნივერსიტეტი, რის შემდეგაც ის მუშაობდა ადვოკატად მთავრობის სამსახურში. მან გაიმარჯვა 1949 წლის არჩევნებში და გახდა წარმომადგენლობითი პალატის წევრი, იგი წარმოადგენდა თავის მშობლიურ პროვინცია პამპანგას. 1957 წელს კარლოს პოლესტიკო გარსიას პრეზიდენტობის დროს იგი გახდა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შემდგომ დაამარცხა 1961 წლის არჩევნებში.

მაკაპაგალის პრეზიდენტობის პერიოდში, კორუფცია და მექრთამეობა აღმოიფხვრა და მოხდა ეკონომიკის სტიმულირება, ქვეყანაში პირველად მიიღეს კანონი მიწის რეფორმის შესახებ. ვალუტის გადამცვლელ ბაზარზე ადგილი დაიმკივდრა პესომ და მოხდა უცხოური ვალუტის გაცვლის და იმპორტის კონტროლის ლიბერალიზაცია. მისი მრავალი რეფორმა კონგრესის ნაციონალური პარტიის მიერ იქნა ხელშეშლილი. განმეორებით არჩევნებში 1965 წელს მაკაპაგალი დამარცხდა ფერდინანდ მარკოსთან, რომელიც შემდგომ ფილიპინებს მართავდა 21 წლის განმავლობაში.

ფერდინანდ მარკოსის პრეზიდენტობის დროს, მაკაპაგალი აირჩიეს საკონსტიტუციო ყრილობის პრეზიდენტად, რომელიც მოგვიანებით 1973 წლის კონსტიტუციის წინამორბედად მოგვევლინა, როგორც მოდერნიზირებული და ლეგიტიმური.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკაპაგალი გარდაიცვალა გულის დაავადებით, პნევმონიით და თირკმლის უკმარისობით, 1997 წელს, 86 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]