მაამუნ ალ-კუზბარი
მაამუნ კუზბარი مأمون الكزبري | |
სირიის დროებითი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 თებერვალი 1954 – 1 მარტი 1954 | |
წინამორბედი | ადიბ შიშაქლი |
მემკვიდრე | ჰაშიმ ალ-ათასი |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი 1961 – 20 ნოემბერი 1961 | |
წინამორბედი | აბდ ალ-ჰამიდ სარაჯი |
მემკვიდრე | იზათ ან-ნუსი |
სირიის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ოქტომბერი 1953 – 15 თებერვალი 1954 | |
წინამორბედი | ნაზიმ ალ-კუდსი |
მემკვიდრე | ნაზიმ ალ-კუდსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 დეკემბერი 1961 – 12 სექტემბერი 1962 | |
წინამორბედი | საიდ ალ-ღაზი |
დაბადებული | 1914 დამასკო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1998 ბეირუთი, ლიბანი |
განათლება | ლიონის უნივერსიტეტი, საფრანგეთი |
მაამუნ ალ-კუზბარი ( არაბ. مأمون الكزبري, დ.1914 — გ. 1998) — სირიელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს იკავებდა პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის და სირიის პარლამენტის სპიკერის თანამდებობებს.[1]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა დამასკოს ცნობილ და პატივცემულ ოჯახში. განათლება მიიღო ლიონში, საფრანგეთში. იქ სწავლობდა საერთაშორისო სამართალს . სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა დამასკოში, სადაც მუშაობდა იურისტად და დამასკოს უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1963 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში: ჯერ საფრანგეთში გაემგზავრა, შემდეგ კი მაროკოში დასახლდა.ს ასწავლიდა რაბათის უნივერსიტეტში. ლიბანის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გადავიდა ბეირუთში, სადაც გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია დამასკოში .[2]
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წელს ალ-კუზბარიმ მონაწილეობა მიიღო სირიის პარლამენტის არჩევნებში, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით და გაიმარჯვა. იგი გამოვიდა ადიბ ალ-შიშაქლის მხარდასაჭერად. 1953 წლის ოქტომბერში დაიკავა პარლამენტის სპიკერის თანამდებობა, ხოლო შემდეგ გახდა საკონსტიტუციო ასამბლეის ხელმძღვანელი, რომელიც სირიის ახალ კონსტიტუციას ამუშავებდა. კუზბარი ასევე დაინიშნა ადიბ შიშაქლის მიერ 1952 წელს დაარსებული არაბული განმათავისუფლებელი მოძრაობის ვიცე-პრეზიდენტად და გენერალურ მდივნად. პარტიის მიზანს წარმოადგენდა მიწის რეფორმის გატარება, პროგრესული გადასახადების დაწესება, უკლასო საზოგადოების ჩამოყალიბება, ქალთა ემანსიპაცია და არაბთა ერთიანობას. კუზბარი ასევე ხელმძღვანელობდა პარტიის პრესის ორგანოს — ყოველდღიურ გაზეთ Arab Liberation (التحرير العربي).
მიუხედავად იმისა, რომ კუზბარს პრაქტიკულად არ გააჩნდა პოლიტიკური გამოცდილება, მისმა წარმომავლობამ და ინტელექტმა წარმატებით აანაზღაურა ეს ნაკლოვანება. ადიბ შიშაქლის დროს ალ-კუზბარის ჰქონდა დიქტატორული რეჟიმის შერბილების და სამოქალაქო საზოგადოების თვალში მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ფუნქცია. 1954 წლის თებერვალში შიშაქლის რეჟიმის დამხობის შემდეგ, კუზბარიმ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომა და თავი სირიის პრეზიდენტად დაინიშნა, შემდეგ კი შიშაქლის მომხრეები თანამდებობიდან გადააყენა, მთავრობაში სამხედრო დომინირების შეწყვეტის აუცილებლობის მოტივით. თუმცა, ოფიცერთა ჯგუფმა, რომელმაც შიშაქლი ჩამოაგდო, კუზბარის სთხოვა თავისი უფლებამოსილება ჰაშიმ ალ-ათასისთვის დაეთმო. კუზბარი დარჩა არაბული განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში. 1954 წლის ოქტომბერში იგი აირჩიეს პარლამენტში, 1955 წლის თებერვალში დაინიშნა იუსტიციის მინისტრად საბრი ალ-ასალის მთავრობაში, ხოლო იმავე წლის სექტემბერში — განათლების მინისტრად საიდ ალ-ღაზის მთავრობაში (ის დარჩა ხსენებულ პოეტზე 1956 წლის მაისამდე). კუზბარი ასევე გახდა დამასკოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი.[3]
1958 წელს კუზბარიმ მონაწილეობა მიიღო სირია - ეგვიპტის მოლაპარაკებებში ერთიანი სახელმწიფოს ( UAR ) შექმნის შესახებ. არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კუზბარი პოლიტიკიდან წავიდა. 1961 წელს მან მხარი დაუჭირა სირიის გამოყოფას UAR- დან, დაადანაშაულა რა ნასერი მმართველობის დიქტატორულ მეთოდებში.
1961 წლის სექტემბერში ოფიცრებმა, რომლებმაც კუზბარის ძმის, ჰაიდარის მეთაურობით მოაწყვეს გადატრიალება და გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, კუზბარს მიმართეს თხოვნით გადატრიალების შემდგომ მინისტრთა პირველი კაბინეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. კუზბარმა დაკარგა თავდაჯერებულობა. შედეგად, მას თავად მოუწია თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობების დაკავება, ხოლო მის მიერ ფორმირებულმა კაბინეტმა მთლიანობაში უნდობლობა გამოიწვია სირიის პოლიტიკურ წრეებში. მალე გადატრიალების მოთავე ოფიცრებს შორის უთანხმოება მოხდა. ჰაიდარ ალ-კუზბარი დააპატიმრეს და მაამუნი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
1961 წელს კუზბარი კვლავ აირჩიეს პარლამენტში. სირიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნაზიმ ალ-ქუდსიმ ის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნა. 1962 წლის 28 მარტს, არსებითად იმ დროს ხელისუფლებაში მყოფმა გავლენიანმა ოფიცერმა აბდ ალ-ქარიმ ალ-ნეჰლავიმ ალ-კუდსი და კუზბარი თანამდებობებიდან გადააყენა და დააპატიმრა ისინი, დაადანაშაულა ისინი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზადებაში. თუმცა, ოფიცერთა ჯგუფმა, რომლებიც იცავდნენ დადგენილ წესრიგს, მოაწყვეს კონტრგადატრიალება და კუზბარი და ალ-კუდსი თავიანთ თანამდებობებზე აღადგინეს. კუზბარი თანამდებობაზე 1962 წლის 12 სექტემბრამდე დარჩა.
1963 წლის 8 მარტს სირიაში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ძალაუფლება გადავიდა ბაასის პარტიის ხელში, რომელიც დარჩა ეგვიპტესთან გაერთიანებული სახელმწიფოს აღდგენის მომხრედ. გაერთიანების ოპონენტები რეპრესიებს ექვემდებარებოდნენ. კუზბარი კვლავ დააპატიმრეს გარკვეული ხნით, შემდეგ კი სირიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria 1900–2000, Seattle, 2006, pp. 285—287 წწ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Moubayed, Sami M. (2000). Damascus Between Democracy and Dictatorship. University Press of America. ISBN 9780761817444.
- ↑ "March 1998".
- ↑ Syrian History (Memento vom 12. Oktober 2010 im Internet Archive)
|