შინაარსზე გადასვლა

სუბჰი ბარაკატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუბჰი ბარაკატი
სუბჰი ბარაკატი
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივნისი, 1922 – 21 დეკემბერი, 1925
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეფრანსუა პიერ-ალიპი

სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 1925 – 21 დეკემბერი, 1925
წინამორბედიჯამილ ალ-ულში
მემკვიდრეთაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი

დაბადებული1889
ანტიოქია, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი1939
ანთაქია, თურქეთი
რელიგიასუნიტური, ისლამი

სუბჰი ბეი ბარაკატ ალ-ჰალიდი (არაბ. صبحي بك بركات الخالدي; დ. 1889, ანტიოქია, ოსმალეთის იმპერია — გ. 1939, ანთაქია, თურქეთი) — სირიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის მეთაური და პრემიერ-მინისტრი (1922-1925 წწ.).

დაიბადა ანტიოქიაში[1], თურქული წამომავლობის ოჯახში[2]. საფრანგეთის მანდატის პერიოდში იყო სირიის ფედერაციისა (28 ივნისი, 192231 დეკემბერი, 1924) და სირიის სახელმწიფოს (1 იანვარი, 192521 დეკემბერი, 1925) პრეზიდენტი[1].

დიდი როლი ითამაშა ქვეყნის გაერთიანებაში და ჩამოყალიბებაში. 1925 წელს გადადგა პროტესტის ნიშნად, რაც გამოწვეული იყო დრუზებისა და ალავიტების სახელმწიფოების სირიასთან შემოერთების საკითხზე საფრანგეთის სამანდატო ხელისუფლების უარის გამო.

  1. 1.0 1.1 Moubayed, Sami M. (2006). Steel & silk: men and women who shaped Syria 1900-2000, Bridge between the cultures series. Cune Press, გვ. 200–202. ISBN 978-1-885942-40-1. ციტირების თარიღი: February 2012. 
  2. Bidwell, Robin (1998), "Barakat, Subhi (c.1886-)", Dictionary Of Modern Arab History, Routledge, p. 68, ISBN 1136162917