მუჰამად ალი ალ-აბიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუჰამად ალი ალ-აბიდი
მუჰამად ალი ალ-აბიდი
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივნისი, 1932 – 21 დეკემბერი, 1936
წინამორბედილეონ სოლომიაკი
მემკვიდრეჰაშიმ ალ-ათასი

დაბადებული1867
დამასკი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი1939
პარიზი, საფრანგეთი

მუჰამად ალი ალ-აბიდი (არაბ. محمد علي العابد; დ. 1867, დამასკი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1939, პარიზი, საფრანგეთი) — სირიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი (1932-1936 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება მიიღო ბეირუთში და იურიდიული განათლება პარიზში. 1908 წელს დანიშნეს ოსმალეთის იმპერიის ელჩად აშშ-ში. მაგრამ იმავე წელს ახალგაზრდა თურქების მიერ იმპერატორ აბდულ-ჰამიდ II-ის დამხობის შემდეგ მისი მამა გაიქცა სტამბოლიდან და მამამისთან ერთად ცხოვრობდა ევროპასა და ეგვიპტეში.

დამასკიში დაბრუნდა 1920 წელს, მას შემდეგ რაც სირია გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1922 წელს იყო სირიის ფინანსთა მინისტრი. 1932-1936 წლებში სირიის პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრად დანიშნეს საზოგადოებისთვის არაპოპულარული თაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი. 1936 წელს გადადგა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1939 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]