შინაარსზე გადასვლა

ლუდვიგ II (ბავარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ II
ბავარიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 1864
მმართ. დასასრული: 13 ივნისი, 1886
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: ოტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აგვისტო, 1845
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 13 ივნისი, 1886, (40 წლის)
გარდ. ადგილი: შტარნბერგერ-ზეე, ბავარია
სრული სახელი: ლუდვიგ ოტო ფრიდრიხ ვილჰელმი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე
დედა: მარია პრუსიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუდვიგ II ბავარიელი (გერმ. Ludwig II. von Bayern) დაბ. ლუდვიგ ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ვიტელსბახი (გერმ. Ludwig Friedrich Wilhelm von Wittelsbach; დ. 25 აგვისტო, 1845, ნიმფენბურგის სასახლე, მიუნხენი — გ. 13 ივნისი, 1886, შტარნბერგერ-ზეე, ბავარია) - ბავარიის მეფე 1864-1886 წლებში. მეტსახელად „ზღაპრული მეფე“ (გერმ. Märchenkönig).

25 აგვისტო - ბავარიის კრონპრინცს მაქსიმიალიანს და მის მეუღლეს მარიე ფრედერიკეს შეეძინათ მემკვიდრე ვაჟი.
26 აგვისტო - ბაბუის ლუდვიგ I-ის სურვილის მიხედვით იგი მონათლულ იქნა ლუდვიგის სახელით.
20 მარტი - ლუდვიგ I ტახტიდან გადადგა და ბავარიის მეფე გახდა ლუდვიგის მამა მაქსიმილიან II.
ლუდვიგმა პირველად ნახა ვაგნერის ოპერები „ტანჰეიზერი“ და „ლოენგრინი“ და მისი მუსიკის ფანი გახდა.
მამის გარდაცვალების შემდეგ 18 წლის ლუდვიგი ლუდვიგ II-ის სახელით ბავარიის მეფედ აკურთხეს. ოფიციალური ტიტული იყო „ლუდვიგი, წყალობითა ღმრთისა ბავარიის მეფე, რაინის პფალცგრაფი, ბავარიის, ფრანკონიის და შვაბიის ჰერცოგი.“ (გერმ. Ludwig, von Gottes Gnaden König von Bayern, Pfalzgraf bey Rhein, Herzog von Bayern, Franken und in Schwaben).
ლუდვიგი ხელოვნების დიდი მეცენი იყო და მისი დაფინანსებით დასრულებულ იქნა ვაგნერის ოპერა «ნიბელუნგების ბეჭედი».
მთავრობისა და მიუნხენის მოქალაქეთა მოთხოვნის შემდგომ ლუდვიგი იძულებული გახდა შეეწყვიტა არაპოპულარული ვაგნერის შემოქმედების დაფინანსება და ეს უკანასკნელი ბავარიიდანც კი გააძევა. მეფესა და კომპოზიტორს შორის მიმოწერა და ახლო მეგობრობა ლუდვიგის სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგრძელდა, ხოლო საზოგადოებაზე გულაყრილი ლუგვიგი უფრო და უფრო დაშორდა მიუნხენს და საჯარო ცხოვრებას და თავის სასახლეებში განმარტოვდა.
ავსტრია-პრუსიის ომში ბავარიამ ავსტრიის და გერმანიის კავშირის მხარე დაიჭირა. სამხედრო საქმის არმოყვარულმა ლუდვიგმა ომის წარმოება თავის მინისტრებს გადააბარა და დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა პრუსიისთვის 30.000.000 გულდენი რეპარაცია გადაეხადა და პრუსიის სამხედრო სიუზერენატი ეღიარებინა.
იმავე წელს ლუდვიგმა მოაწყო თავისი პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა ბავარიაში. ამის შემდეგ იგი მთლიანად თავისი რომანტიკული იდეების განხორციელებას მიეცა და მთელ ძალისხმევას სასახლეების აშენებას ახმარდა.
ლუდვიგ II „წმ. გიორგის რაინდთა ორდენის“ დიდი მაგისტრის სამოსში
23 იანვარი:ლუდვიგი დანიშნულ იქნა პრინცესა სოფი ინ ბაიერნზე, რომელიც ჰერცოგ მაქს იოზეფ ინ ბაიერნის უმცროსი ქალიშვილი და ავტრიის იმპერატრიცა ელიზაბეთის, „სისის“ და იყო. მიუხედავად ნიშნობისა ლუდვიგი მასზე დაქორწინებას თავს არიდებდა, სანამ იმავე წლის ოქტომბერში ჰერცოგ მაქს იოზეფის მოთხოვნით ეს ნიშნობა ოფიციალურად გაუქმებული არ იქნა. როგორც მომდევნო წლების წერილებიდან ირკვევა ბავარიის მეფე ჰომოსექსუალი იყო.
ლუდვიგმა საფუძველი ჩაუყარა ჰოენშვანგაუს და ნოიშვანშტაინის სასახლეების მშენებლობას.
საკუთარი ნების წინააღმდეგ იგი იძულებული იყო პრუსიის მოკავშირედ ებრძოლა საფრანგეთ-პრუსიის ომში და პოლიტიკური ზეწოლის შემდგომ თანხმობა განაცხადა ვილჰემ I-ის გერმანიის იმპერატორად კურთხევაზე.
ლუდვიგ II-ემ დაიწყო ჰერენკიმზეეს სასახლის მშენებლობა.
მისი ბრძანებით აშენებულ იქნა ლინდერჰოფის სასახლე.
ბავარიის მეფის სამშენებლო პოლიტიკამ ქვეყნის ხაზინა გააკოტრა, რის გამოც მინისტრთა კაბინეტმა ლუდვიგს უარი უთხრა სასახლეების მშენებლობისათვის საჭირო თანხების გამოყოფაზე და იგი სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორა.
9 ივნისი - მხოლოდ თვითხილველთა მონათხრობის საფუძველზე და პაციენტის პერსონალურად გამოკვლევის გარეშე ბავარიელ ექიმთა საბჭომ პროფესორ ბერნჰარდ ფონ გუდენის თაოსნობით ლუდვიგ II ფსიქიკურად დაავადებულად გამოაცხადა. მთავრობამ ეს დიაგნოზი დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და უკვე მომდევნო დღეს 10 ივნისს ლუდვიგიდ ბიძა ლუიტპოლდ ფონ ბაიერნი პრინცრეგენტად გამოაცხადა.

ლუდვიგის სიგიჟეს მის მიერ ამ პერიოდში გატარებული აქტები და წერილები არ ადასტურებენ. ექიმთა დიაგნოზის სიმართლეს ეჭვქვეშ აყენებს 11 ივნისს „ბამბერგერ ცაიტუნგში“, რომლის მთელი ტირაჟი კონფისცირებულ იქნა, გამოქვეყნებული ლუდვიგის მიმართვა ბავარიის მოსახლეობისადმი: „პრინც ლუიტპოლდს, ჩემის ნების წინააღმდეგ, განზრახული აქვს თავი ჩემი ქვეყნის რეგენტად გამოაცხადოს და ჩემი ამჟამინდელი მთავრობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩემი საყვარელი ხალხი და მოამზადოს იგი სახელმწიფო ღალატის ჩასადენად.... მე მოვუწოდებ ყველა ერთგულ ბავარიელს დაირაზმოს ჩემი ერთგული მიმდევრების ირგვლივ და დაეხმაროს მათ მეფისა და სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილი ღალატის ჩაშლაში.“ (გერმ. Der Prinz Luitpold beabsichtigt, sich ohne meinen Willen zum Regenten meines Landes zu erheben, und mein bisheriges Ministerium hat durch unwahre Angaben über meinen Gesundheitszustand mein geliebtes Volk getäuscht und bereitet hochverräterische Handlungen vor. ... Ich fordere jeden treuen Bayern auf, sich um meine treuen Anhänger zu scharen und an der Vereitelung des geplanten Verrates an König und Vaterland mitzuhelfen.)

13 ივნისი - ლუდვიგ II ნოიშვანშტაინის სასახლეში დაპატიმრებულ იქნა და გადაიყვანეს ბერგის სასახლეში შტარნბერგის ტბის ნაპირას. იმავე ღამით 23:30-ზე ლუდვიგი პროფესორ ფონ გუდენთან ერთად ნავით სეირნობისას დაიხრჩო ტბაში. ეს ოფიციალური ვერსია მაშინვე ეჭვქვეშ იქნა დაყენებული - ლუდვიგი ჩინებული მოცურავე იყო. ფართოდ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ბავარიის მეფე და მისი ექიმი მოკლული იქნენ გაქცევის მცდელობისას.
19 ივნისი - მიუნხენში ჩატარებული პოპმეზური სამგლოვიარო სვლის შემდგომ ლუდვიგ II-ის ნეშტი დაკრძალულ იქნა სანქტ-მიხაელის ეკლესიაში.
16 აგვისტო - მეფის გული გადასვენებულ იქნა ალტიოტინგის კაპელაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: