შტარნბერგერ-ზეე
იერსახე
| შტარნბერგერ-ზეე | |
|---|---|
შტარნბერგერ-ზეე | |
| კოორდინატები: 47°54′14″ ჩ. გ. 11°18′26″ ა. გ. / 47.90389° ჩ. გ. 11.30722° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 596 მ |
| სიგრძე | 20.2 კმ |
| ფართობი | 58.36 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 127.8 მ |
შტარნბერგერ-ზეე (გერმ. Starnberger See) — ტბა სამხრეთ გერმანაიში, ბავარიაში. მდებარეობს მიუნხენის სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, ბავარიის ზეგანზე, ზღვის დონიდან 596 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 58.36 კმ², მაქსიმალური სიღრმე 127.8 მ, წყლის მოცულობა 2,998 კმ³. ტბიდან გამოედინება მდინარე ვიურმი, რომელიც ერთვის მდინარე ამპერს მარჯვნიდან. მტკნარწყლიანია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა უდრის 15-24°С. დასვენების პოპულარული ადგილია. შტარნბერგერ-ზეეს ჩრდილოეთ ნაწილშია ქალაქი შტარნბერგი. ტბაში არის პატარა კუნძული როზენინზელი. 1976 წლიდან ტბა დაცულია რამსარის კონვენციით. 1962 წლამდე ეწოდებოდა ვიურმზეე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შტარნბერგერ-ზეე“ ვიკისაწყობში.- შტარნბერგერ-ზეე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)