ლინდერჰოფის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინდერჰოფის სასახლე

ლინდერჰოფის სასახლე (გერმ. Schloss Linderhof) მდებარეობს ბავარიაში, ობერამერგაუს მახლობლად. იგი აშენებულ იქნა ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ის ბრძანებით 1874-1878 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უწინ სასახლის ადგილზე მდებარეობდა ბავარიის მეფეთა სანადირო სახლი, რომლის აღმოსავლეთ ფლიგელი ლუდვიგმა ჯერ კიდევ 1869 წელს შეაკეთებინა. 1871 წელს რესტავრაცია გაუკეთდა დასავლეთ ფლიგელსაც. 1874 წელს ლუდვიგმა სანადირო სახლი დღევანდელ სასახლის ადგილზე გადაატანინა და გენერალური რესტავრაციის შემდგომ სასახლედ გადააკეთებინა. სასახლის კომპლექსი შევსებულ იქნა ბაღით, შადრევნით, მავრიტანიული კიოსკით, მაროკოული სახლით, ვენერას მღვიმით და საძაღლეთი.

ლინდერჰოფის სასახლე ლუდვიგ II-ის სასახლეებიდან ყველაზე პატარაა და ერთადერთია, რომელიც დასრულებულ იქნა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: