ჰერენკიმზეეს სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერენკიმზეეს სასახლე

ახალი ჰერენკიმზეეს სასახლე (გერმ. Neues Schloss Herrenchiemsee) მდებარეობს ბავარიაში, ხიმის ტბის კუნძულ ჰერენკიმზეეზე. იგი აგებულ იქნა ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ის ბრძანებით 1878-1886 წლებში.

სასახლე აბსოლუტიზმის სტილშია აგებული. მას გარს ერტყმის დიდებული ლაბირინთებიანი ბაღები, უზარმაზარი და მდიდრულად მოჩუქურთმებული შადრევნები, ტალავრები და საკუთარი ნავთსაყუდელი.

სასახლე თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც ვერსალის სასახლის ასლი, მაგრამ უსახსრობის და ლუდვიგ II-ის სიკვდილის შემდგომ ეს ჩანაფიქრი აუსრულებელი დარჩა. ამიტომ აქ თვალისმომჭრელად მდიდრული ოთახების, სამეფო საძინებელსა და სარკეებიანი დარბაზის გვერდით გვხვდება უფულობის გამო დაუსრულებული სრულიად ცარიელი დარბაზები. დღეს ამ ოთახებში „მეფე ლუდვიგ II-ის მუზეუმია“ განთავსებული.

ლუდვიგ II-ეს ჰერენკიმზეეს სასახლე პირად რეზიდენციად სურდა, რომლის იდილიურ გარემოშიც იგი ყოველდღიურობას გაერიდებოდა.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: