შინაარსზე გადასვლა

ლორდ-ჰაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ბარიერული რიფი

ლორდ-ჰაუს მდებარეობა
სტატუსი listed on the Australian National Heritage List
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ავსტრალიის დროშა ავსტრალია | ქვეყნის დროშა2 | name = ავსტრალიის დროშა ავსტრალია | variant = | size =

}}
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 186
Map
http://www.lordhoweisland.info
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 186
ინგლ.რუს.ფრ.

ლორდ-ჰაუ (ინგლ. Lord Howe Island) — პატარა, ვულკანური, ბუმერანგის ფორმის კუნძული ტასმანიის ზღვაში, ავსტრალიის კონტინენტიდან აღმოსავლეთით, 600 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტურ სანაპიროსა და მისსავე კუთვნილ კუნძულ ნორფოლკს შორის დაახლოებით შუაში, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 770 კმ-ზე და კუნძულ ახალი კალედონიიდან (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია) სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 1200 კმ-ზე. ეკუთვნის ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსს და აქვს შიდა თვითმმართველობის სტატუსი.

კუნძულის ფართობი შეადგენს 14,55 კმ²-ს[1], ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობაა — 347 კაცი[2] (2006). ასევე კუნძულზე ნებადართულია იმავდროულად იმყოფებოდეს კიდევ 400 ტურისტი.

კუნძულ ლორდ-ჰაუს ასაკი — დაახლოებით 20 მილიონი წელია, რითაც იგი ერთ-ერთი უძველესი ვულკანური კუნძულია წყნარ ოკეანეში. კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აქვთ ვულკანური წარმოშობა, ხოლო ცენტრალური ნაწილი შედგება მარჯნისა და ქვიშის ნარევისაგან. აქედან გამომდინარე, ლორდ-ჰაუ წარმოიშვა ორი ვულკანური კუნძულის შეერთებისაგან. კუნძული გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 10 კმ-ზე, მისი სიგანეა — დაახლოებით 2 კმ. ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადად მთაგორიანი და გორაკებიანია (300 მ-მდე ზღვის დონიდან). ლორდ-ჰაუს სამხრეთი ნაწილი მდებარეობს ორი ბაზალტური სამთო მასივი — ლიდგბერდი (777 მ) და გუვერი (875 მ). მარჯნის გადაბმის ადგილი დაფარულია დიუნებით, რომლის სიმაღლეა 45 მ-მდე. ყურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია მარჯნის რიფებით. რიფებსა და ლორდ-ჰაუს სანაპიროს შორის იმყოფება მარჯნული წარმოშობის პატარა კუნძული რებიტი. ლორდ-ჰაუს სანაპირო წყლები — ყველაზე სამხრეთი წერტილია დედამიწაზე, სადაც არსებობს მარჯნის პოლიპების კოლონია.

ლორდ-ჰაუ მდებარეობს ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატური სარტყლების საზღვარზე. კუნძულზე ტემპერატურული პირობები და მზის შუქის ნაკლებობა კრიტიკულია ხე-ტყის საფარის განვითარებისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია, როგორც ერთიარუსიანი, ასევე ორიარუსიანი ტროპიკული ტყეებით.

ლორდ-ჰაუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16-25 კმ-ში მდებარეობს პატარა კუნძული ბოლს-პირამიდი. მისი სიგრძეა — 200 მ, ყველაზე მაღალი წერტილია — 562 მ. ფართობი — 0,8 კმ². იგი ადმინისტრაციულად ეკუთვნის კუნძულ ლორდ-ჰაუს.

წლიური ამინდი — ლორდ-ჰაუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 25.2 (77) 25.6 (78) 24.7 (76) 23.2 (74) 21.5 (71) 19.9 (68) 18.9 (66) 18.9 (66) 19.9 (68) 20.9 (70) 22.1 (72) 23.9 (75) 22,0 (72)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 20.6 (69) 20.9 (70) 19.8 (68) 17.9 (64) 16.5 (62) 14.9 (59) 14.0 (57) 13.4 (56) 14.6 (58) 15.7 (60) 17.2 (63) 19.0 (66) 17,0 (63)
ნალექი მმ (დუიმი) 119.9 (4.7) 114.3 (4.5) 132.0 (5.2) 113.1 (4.5) 152.3 (6) 177.1 (7) 143.5 (5.6) 103.2 (4.1) 108.9 (4.3) 111.2 (4.4) 112.6 (4.4) 101.4 (4) 1 487,1 (58,5)
წყარო: [3] 2009-03-23

კუნძული ლორდ-ჰაუ აღმოაჩინა 1788 წლის 17 თებერვალს ბრიტანულმა გემმა, რომელსაც მეთაურობდა ლეიტენანტი ლიდგბერდი. იგი მიცურავდა ავსტრალიიდან კუნძულ ნორფოლკისაკენ და იქ მიჰყავდა დაპატიმრებული დამნაშავენი. პირველი მოსახლენი კუნძულზე მივიდნენ ახალი ზელანდიიდან 1834 წელს. XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ პირველი ტურისტები.

კუნძული ბოლს-პირამიდიც ლორდ-ჰაუსთან ერთად იქნა აღმოჩენილი 1788 წელს.

დღეისათვის ეკონომიკა დაფუძნებულია მთლიანად ტურიზმზე. ასევე ხდება ფართოდ გამოყენებადი დეკორატიული მცენარის — ენდემური პალმის Howea forsteriana-ს თესლის ექსპორტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2009-01-29.
  2. 2006 Census QuickStats- Lord Howe Island (Statistical Local Area). Australian Bureau of Statistics (2007-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2009-04-20.
  3. Summary statistics Lord Howe Island Aero English. Australian Bureau of Meteorology. ციტირების თარიღი: 2009-03-23.