შინაარსზე გადასვლა

ნინგალუს სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინგალუს სანაპირო
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი


ვეშაპისებრი ზვიგენი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა, listed on the Australian National Heritage List და listed on the Australian National Heritage List[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ავსტრალიის დროშა ავსტრალია | ქვეყნის დროშა2 | name = ავსტრალიის დროშა ავსტრალია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1369
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1369
ინგლ.რუს.ფრ.

ნინგალუს სანაპირო (ინგლ. Ningaloo Coast) — 604 500 ჰა ფართობის საზღვაო და სახმელეთო ტერიტორია ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მსოფლიოში ერთ-ერთ უგრძეს, სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე რიფებს. ტერიტორიის სახმელეთო ნაწილი ხასიათდება ფართო კარსტული სისტემითა, მიწისქევშა გამოქვაბულებისა და წყლის დინებების ქსელით, რაც ხელს უწყობს უიშვიათესი სახეობის მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებას, რის შედეგადაც ნინგალუს სანაპირო წარმოადგენს განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ძეგლს. სანაპიროსთან ხდება ვეშაპისებრი ზვიგენების ყოველწლიური თავყრილობები. ეს წყლები მრავალი სახეობის გავრცელების არეალია, მათ შორისაა ზღვის კუ.

2011 წლის 24 ივნისს, ნინგალუს სანაპირო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://data.gov.au/dataset/2016-soe-her-aus-national-heritage — 2017.