შინაარსზე გადასვლა

ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii, ix
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 53°06′00″ ს. გ. 73°31′00″ ა. გ. / 53.10000° ს. გ. 73.51667° ა. გ. / -53.10000; 73.51667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 577
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 577
ინგლ.რუს.ფრ.

ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები (ოფიციალურად კუნძული ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულების ტერიტორია), (ინგლ. Heard Island and McDonald Islands, HIMI) — პატარა, დაუსახლებელი და უნაყოფო ანტარქტიდის კუნძულების ვულკანური ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. შედგება ორი ძირითადი ჰერდის და მაკდონალდის და ასევე ბევრი პატარა განცალკევებით მდგომი კუნძულებისაგან, რიფებისაგან და კლდეებისაგან. ადმინისტრაციულად ისინი ეკუთვნიან ავსტრალიის გარე ტერიტორიას.

ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულების რუკა

კუნძულები დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული ხმელეთის ნაწილია: ისინი მდებარეობენ დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პერთიდან დაახლოებით 4099 კმ-ის დაშორებით.[1], 3845 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით ლუვინის კონცხიდან (უკიდურესი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი წერტილი), 4200 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3830 კმ-ში მადაგასკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1630 კმ-ში ანტარქტიდის ჩრდილოეთით და 450 კმ-ში კუნძულ კერგელენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით[2].

კუნძული ჰერდი წარმოადგენს კერგელენის პლატოს წყალქვეშა ვულკანის მწვერვალს, რომელიც სიგრძეში 43 კმ-ია და სიგანეში 21 კმ. მოუსონის პიკი — კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2745 მეტრია. ეს ორიდან ერთი აქტიური ვულკანია და იმავდროულად ავსტრალიის კუთვნილ ტერიტორიებზე ყველაზე მაღალი წერტილია. დაახლოებით 80 % კუნძულის ზედაპირისა დაფარულია თოვლით და ყინულით. კუნძულის ფართობია — 368 კმ².

კუნძული მაკდონალდი — პატარა და კლდოვანია, მდებარეობს 44 კმ-ით დასავლეთით, ასევე ვულკანური წარმოშობისაა. მისი ყველაზე მაღალი წერტილია — 230 მეტრი ზღვის დონიდან. კუნძულის ფართობია — 2,5 კმ².

არქიპელაგის დანარჩენი კუნძულებიდან ყველაზე დიდია — კუნძული შაგ-აილენდი, ასევე უფრო მცირე კუნძული მორგანი, კლდეების საილი და ბლეკი მდებარეობს ჰერდიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში, კუნძული ფლატ-აილენდი (დღესდღეობით მაკდონალდის შემადგენლობაში) და კლდე მეიერ-როკი — მაკდონალდიდან ცოტათი ჩრდილოეთით. ყველა ამ მცირე კუნძულების და კლდეების საერთო ფართობია — 1,1 კმ². ტერიტორიის შემადგენლობაში შედის ყველა შიდა წყლები ნაპირიდან 12 ნავიგაციური მილის მანძილზე. ყველა ამ კუნძულებთან ერთად არქიპელაგის საერთო ფართობია 372 კმ².

კუნძულ მაკდონალდზე მყოფი ვულკანი, რომელიც იმყოფებოდა ძილის მდგომარეობაში 75 000 წლის განმავლობაში გააქტიურდა 1992 წელს, ამის შემდეგ მოხდა მისი რამდენიმე ამოფრქვევა. თანამგზავრიდან 2004 წელს გადაღებულმა სურათებმა, აჩვენა, რომ ვულკანის აქტიურობის შედეგად კუნძული მაკდონალდი შეუერთდა ფლატ-აილენდს და გახდა ერთი კუნძული, რის შედეგადაც მისი ფართობი ორჯერ გაიზარდა[3]. ვულკანური მოქმედების შედეგად 2000 წლის ნოემბრიდან 2001 წლის ბოლომდე მაკდონალდის კუნძულის ფართობი გაიზარდა 1,13 კმ²-დან 2,45 კმ²-დე, ხოლო ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლე დღეისათვის 230 მეტრია 1980 წელს 186 მეტრის ნაცვლად[4]. მაგრამ ვულკანურმა აქტივობამ კუნძულზე გაანადგურა თითქმის მთელი მცენარიული საფარი[5]. ბოლო ამოფრქვევა, სავარაუდოდ მოხდა 2005 წლის 10 აგვისტოს. დღეისათვის გრძელდება მცენარეული საფარის აღდგენა[4].

ნასას თანამგზავრების მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს კუნძულ ჰერდზე დაიწყო და დღემდე გრძელდება ვულკანის მოუსონ-პიკის ამოფრქვევა.

არქიპელაგზე არ არსებობს საზღვაო პორტები, გემები ღუზას ნაპირზევე უშვებენ. სანაპირო ზოლის სიგრძეა — 101,9 კმ, აქვს 12-მილიანი (22 კმ) შიდა წყლების ზონა, ხოლო 200-მილიანი (370 კმ) ზონა ავსტრალიამ გამოაცხადა თევზის საჭერ განსაკუთრებულ ზონად[6].

კლიმატი სუბანტარქტიკულია — რბილი ზამთარი (+0,1 °C) და ცივი ზაფხული (+4,2 °C). წლის უმეტესი დღეები — ქარიანია და მოღრუბლულია. ქარი უმეტესად დასავლეთისაა და სტაბილურად ძლიერია. ყოველთვიური ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 26-დან 33,5 კმ/სთ-მდე, დაფიქსირებული იქნა 180 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარეც. წლიური ნალექების რაოდენობა კუნძულ ჰერდზე შეადგენს, როგორც წესი 1300 მმ-დან 1900 მმ-მდე. ნალექები მოდის ოთხიდან ყოველ სამ დღეში, თოვლის ან თოვლჭყაპის სახით[7].

კუნძულები მდებარეობენ კუნძულოვანი ტუნდრის ეკორეგიონში ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც თავს იყრის კუნძულების რამდენიმე სუბანტარქტიკული სარტყელი. ამ ცივ კლიმატში მცენარეები წარმოდგენილია ძირითადად ბალახებით, ხავსებით და ლიქენებით. მცენარეთა დაბალი სახესხვაობა გამოწვეულია კუნძულის იზოლაციით, ხმელეთის მცირე ზომებით, მკაცრი კლიმატით, მოკლე, ცივი ვეგეტაციური პერიოდით და, ჰერდის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ყინულის საფარით. სუბანტარქტიკულ კუნძულებზე მცენარეთა ძირითადი ეკოლოგიური ფაქტორებია: ქარის ზემოქმედება და მარილის შეფრქვევა, წყლის რაოდენობა, ნიადაგის შემადგენლობა, საკვები ნივთიერების შემცველობა, და ზოგიერთ შემთხვევაში, ზღვის დონიდან სიმაღლე.

კუნძულები, დღეისათვის ადამიანების დაბალი ზემოქმედების შედეგად, მდიდარია პინგვინების დიდი პოპულაციით, სელაპებით და ზღვის ჩიტებით[8].

კუნძული ჰერდი აღმოაჩინა ამერიკელმა კაპიტანმა, სელაპებზე მონადირე ჯონ ჰერდმა 1853 წლის 25 ნოემბერს, როდესაც მისი გემი «ორიენტალი» მიემართებოდა ბოსტონიდან მელბურნში. ჰერდის აღმოჩენიდან საკმაოდ მალე, 1854 წლის 4 იანვარს, გემ «სამარანგის» კაპიტანმა უილიამ მაკდონალდმა აღმოაჩინა კუნძული და დაარქვა თავისი სახელი. ამის შემდეგ 20 წლის განმავლობაში კუნძულებზე რეგულარულად მოდიოდნენ მონადირეთა ექსპედიციები, რის შედეგადაც შეიქმნა მონადირეთა დასახლება (200 კაცამდე). მაგრამ 1880 წლისათვის სელაპების პოპულაციის დიდი ნაწილი განადგურდა და მონადირეებმა კუნძული დატოვეს. ამის შემდეგ 1929 წლის დაგლას მოუსონის ექსპედიციამდე არქიპელაგისადმი ეკონომიკური ან სამეცნიერო ინტერესი პრაქტიკულად არავის გამოუჩენია. კუნძულ მაკდონალდის ისტორიაში მასზე ადამიანები სულ ორჯერ გადასხდნენ — 1971 და 1980 წლებში.

არქიპელაგი 1910 წლამდე ეკუთნოდა დიდ ბრიტანეთს. 1947 წლის 26 დეკემბერს კუნძულები გადაეცა ავსტრალიას და გახდა ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ 1961 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ანტარქტიდის შესახებ მათ არქიპელაგზე შექმნეს ცალკე გარე ტერიტორია. მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ კუნძულებს სტუმრობენ ტურისტები (ნაპირზე გადასვლის გარეშე) და სამეცნიერო ექსპედიციები (კუნძულ ჰერდზე).

ჰერდის და მაკდონალდის კუნძულები 1983 წელს შეიყვანეს ავსტრალიის ეროვნული ღირსების, ხოლო 1997 წელს ჩართეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მმართველობა და ეკონომიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები ავსტრალიის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორიაა (ოფიციალურად კუნძული ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულების ტერიტორია), რომელსაც ჰობარტიდან ახორციელებს ავსტრალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ავსტრალიის ანტარქტიკული სამმართველო. კუნძულებზე ბინადრობენ ფრინველებისა და სელაპების დიდი რაოდენობა. კუნძულებზე მდებარეობს ზღვის ნაკრძალი საერთო ფართით 65 000 კმ², რომელსაც სტუმრობენ ძირითადად მკვლევარები. მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს[6].

1947-დან 1955 წლამდე მეცნიერები ჰერდზე სტუმრობდნენ ბანაკს Atlas Cove კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც 1969 წელს კვლავ დაიკავეს ამერიკელმა მეცნიერებმა და 1971 წელს გაფართოვდა ფრანგი მკვლევარებით. მაკდონალდზე მეცნიერები დაბანაკდნენ 1971 წელს უილიამს-ბეის რაიონში. მოგვიანებით ექსპედიციები რამდენიმეჯერ სარგებლობდნენ დროებითი ბაზით სპიტ-ბეის სიახლოვეს ჰერდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაგალითად, 1988 წელს, 1992-93 და 2004-05 წლებში.

მოსახლეობის გარეშე არ არსებობს ეკონომიკური საქმიანობა. კუნძულის ერთადერთი ბუნებრივი რესურსია თევზები; ავსტრალიის ხელისუფლება ნებას რთავს მიმდებარე წყლებში შეზღუდულ თევზჭერას[6]. კუნძულების სასაათო სარტყელია: UTC+5[9].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]