ფრეიზერი (კუნძული)
| მშობ. სახელი: ინგლ. Fraser Island | |
|---|---|
|
ფრეიზერი | |
| გეოგრაფია | |
| 25°13′ ს. გ. 153°08′ ა. გ. / 25.217° ს. გ. 153.133° ა. გ. | |
| მდებარეობა | მარჯნის ზღვა |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| კუნძულთა რაოდენობა | 1 |
| ფართობი | 1840 კმ² |
| სიგრძე | 120 კმ |
| სიგანე | 7-23 კმ |
| უმაღლესი წერტილი | 240 მ |
| ქვინზლენდი | |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 360 (2006) |
| სიმჭიდროვე | 0,196 /კმ² |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ფრეიზერი (ინგლ. Fraser Island) — ქვიშიანი კუნძული ავსტრალიის ქვინზლენდის შტატის სამხრეთ სანაპიროსთან. მდებარეობს ბრისბენიდან დაახლოებით 300 კმ-ში. 2006 წლის აღწერით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 360 კაცს. 1992 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში, როგორც განუმეორებელი ბუნებრივი ძეგლი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა. მისი სიგრძე დაახლოებით 120 კმ-ია, სიგანე კი 7-დან 23 კმ. მისი ფართობია — 1840 კმ². იგი მიჩნეულია უდიდეს ქვიშიან კუნძულად მსოფლიოში.
მისი შემადგენელი დიუნები წარმოიქმნა დაახლოებით 400 ათასი წლის წინ და აქვთ სიმაღლე 240 მეტრამდე. კუნძულზე არსებობს 40-ზე მეტი სასმელად ვარგისი ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია — ბოუმინგენის ტბა (ფართობი 200 ჰა). კუნძულის დასავლეთი სანაპირო დაკავებულია მანგროს ტყეებით და ჭაობებით, ოკეანისკენ მიქცეული აღმოსავლეთი კი დაახლოებით 100 კმ-ის სიგრძის თეთრ ქვიშიანი პლაჟია. ჩრდილოეთ ნაწილში შენარჩუნებულია ხელუხლებელი ტენიანი ეკვატორული ტყეები, რომლის დიდი ნაწილი (დაახლოებით 1645 კმ²) არის გრეიტ-სენდის ეროვნული პარკის ნაწილი. საინტერესოა კუნძულის ცხოველთა სამყაროც. პატარა სიღრმის, კარგად გამთბარ ტბებში ბინადრობენ სასმელი წყლის კუები, ხოლო ხმელეთზე გვხვდება ველური ჯიშის ძაღლი დინგო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრალიის ევროპელთა კოლონიზაციამდე კუნძულზე ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასი აბორიგენები. ბატჩულას (Butchulla) ტომის ენაზე კუნძულს ერქვა კგარი (K`gari) — სამოთხე. თანამედროვე სახელი დაკავშირებულია კაპიტან ფრეიზერის და მისი ცოლის გვართან, რომელთა გემმაც „Stirling Castle“ განიცადა ავარია კუნძულთან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fraser Island From the Air დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine.
- Official Website of the Department of Environment and Resource Management for more information and camping permits დაარქივებული 2012-09-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- World heritage listing for Fraser Island
- FraserIsland.info - extensive information about all aspects of Fraser Island დაარქივებული 2007-03-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Great Sandy Biosphere დაარქივებული 2017-06-16 საიტზე Wayback Machine.
