ლიეტუვის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის დროშა)
ლიეტუვის დროშა

ლიეტუვის დროშალიეტუვის რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი ტოლი ჰორიზონტალური ზოლისაგან, რომელთაგან ზემო არის ყვითელი, შუა — მწვანე და ქვემო — წითელი. დროშის განზომილებებია 3:5.

დროშა სახელმწიფო სიმბოლოდ დაამტკიცეს 1992 წლის რეფერენდუმზე და მის კანონიერებას იცავს ლიეტუვის კონსტიტუციის მე-15 მუხლი.

ყვითელი ფერი დროშაზე არის მზის სიმბოლო, მწვანე — ბალახისა, ხოლო წითელი აღნიშნავს სისხლს, რომელიც დაიღვარა ლიეტუვისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]