ლინდავა
სოფელი | |
---|---|
ლინდავა ლინდაუ | |
ბესლეთის ხიდი (თამარ მეფის ხიდი) | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
დაარსდა | 1819 |
პირველი ხსენება | 1885 |
ადრეული სახელები | ლინდაუ |
ცენტრის სიმაღლე | 150 მ |
კლიმატის ტიპი | სუბტროპიკული |
ოფიციალური ენა | ქართული |
მოსახლეობა | 237 კაცი (1989) |
აგლომერაცია | სოხუმი |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები, ბერძნები, ესტონელები, გერმანელები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლინდავა აგრეთვე ლინდაუ — სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბესლეთის მარჯვენა სანაპიროზე. აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე კელასურისა და ჩალბაშის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 360 მ, სოხუმიდან 9 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1817 წელს იმპერიის ვრცელი ტერიტორიების ათვისებისა და მიწათმოქმედების განვითარების მიზნით ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოსცა, რომელიც იმპერიის მიწებზე დასახლების შემთხვევაში გერმანელებს შემდეგ პრივილეგიებს სთავაზობდა: მიწის გადაცემას, უპროცენტო კრედიტს, 10 წლით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ავტონომიას, რელიგიის თავისუფლებასა და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას.
ამგვარად, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედად, 1817 წლის 21 სექტემბერს 181 ვიურტემბერგელი შვაბი თბილისში ჩავიდა. ისინი სართიჭალის მახლობლად გადაიყვანეს, სადაც სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება დააარსეს. დედოფალ მარია ფიოდორეს ასულის პატივსაცემად კოლონიას მარიენფილდი ეწოდა. ორი თვის შემდეგ კოლონისტების სხვა ჯგუფმა კიდევ ერთი დასახლება შექმნეს, რომელსაც იმპერატორის მეუღლის, ელიზავეტა ალექსეევნას პატივსაცემად ელიზაბეტტალი (დღევანდელი ასურეთი) დაარქვეს. მომდევნო ორი წლის მანძილზე შვაბებმა კიდევ რამდენიმე დასახლება დააარსეს: კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი), პეტერსდორფი (მარიენფილდთან, დღევანდელ სართიჭალასთან ახლოს), ნოი ტიფლისი (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი, მისი პარალელური ქუჩები და მარჯანიშვილის მოედანი) და ალექსანდერსდორფი (დღევანდელი აგლაძის, სამტრედიის, წყალტუბოსა და წერეთლის ქუჩები). XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამი გერმანული დასახლება შეიქმნა სოხუმის მახლობლად – ნოიდორფი (ახალსოფელი), გნადენბერგი (სოფელი ძიგუთა) და ლინდაუ (სოფელი ლინდავა). მოგვიანებით საქართველოში გერმანული დასახლებების რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.
შესაბამისად გერმანელებმა მდ. ბესლეთის მარჯვენა სანაპიროზე 1819 წელს დააარსეს სოფელი ლინდაუ, რომელსაც მათი ქართველებით, ესტონელებით და ბერძნებით ჩანაცვლების შემდეგ ეწოდა ლინდავა.
შემდგომში სოფლის ისტორია უცნობია. აქ გერმანელების დასახლება XX საუკუნის დასაწყისში ნელ-ნელა შემცირდა და საბოლოოდ ისინი ადგილობრივმა ბერძნებმა და ესტონელებმა ჩაანაცვლეს.
1937 წელს "აფხაზეთის გადასახლების პროექტში", რომელიც ლავრენტი ბერიას თაოსნობით მიმდინარეობდა ლინდავაში ძირითადად ჩაასახლეს ქართველები ლეჩხუმიდან და სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა მას ლინდავა. სოფელი გახდა ქართული ეთნოსის საცხოვრისი. აქ მალე კომუნისტებმა შექმნეს აფხაზეთში ერთ ერთი ძლიერი კოლმეურნეობა.
1992-1993 წლებში ლინდავიდან ბევრი იბრძოდა აფხაზეთის ომში. განსაკუთრებით აჩადარასთან, გუმისთის ფრონტზე განლაგებულ პირველ ბატალიონში. სოფელი გუმისთის ფრონტისპირა დასახლება იყო ამიტომაც იგი ომისაგან ძლიერ დაზარალდა ხოლო თვითონ სოფლის ტერიტორია ომის შემდეგ გაუკაცრიელდა.
დღეს ლინდავა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მას აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლინდავის საკოლმეურნეო საზოგადოებად ქცევის შემდეგ, სოფელში აშენდა თამბაქოს პლანტაციები. ასევე მეცხოველეობის ფერმა. ლინდავა იქცა რაიონის ერთ ერთ უძლიერეს ეკონომიკურ ცენტრად. ასევე სოფელში განვითარებული იყო კარიერული ქვის მოპოვება, მეთხილეობა, მცირედ მეციტრუსეობა და მევენახეობა. აფხაზეთის ომის შემდეგ სოფლის სამერუნეო ბაზები განადგურებულია.
საზოგადოებრივი დაწესებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში ფუნქციონირებდა სკოლა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და კლინიკა. აფხაზეთის ომის შემდეგ ინფრასტრუტურა განადგურდა და დღეს ისინი თითქმის აღარ ფუნქციონირებენ.
დღევანდელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეს ლინდავის მოსახლეობა კატასტროფულად მცირეა. აფხაზეთის ომის პერიოდში მოსახლეობის ნაწილი საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა, დანარჩენი მოსახლეობა კი სკაუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში არის გერმანული ეკლესიის ნანგრევები, გერმანული დასახლების ნაწილის ნაშთები და ასევე მდინარე ბესლეთზე არსებული XII საუკუნის ბესლეთის ხიდი, რომელიც ლინდავის და სოფელ ბესლეთის საზღვარზეა.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 310 გვ.: ფოტ., ნახ. ; 27 სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN 978-9941-0-0901-3 (ორივე ტ.); ISBN 978-9941-0-0902-7
- თბილისში დაკარგული გერმანული სოფლები (სამეცნიერო სტატია) ავტირი სოფო გელავა
- აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3
- კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine.