კრისტი ლინ ნოემი
კრისტი ნოემი ინგლ. Kristi Noem | |
სამხრეთ დაკოტას შტატის 33-ე გუბერნატორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 5 იანვარი2019 |
წინამორბედი | დენის დაგერდი |
მემკვიდრე | დასტი ჯონსონი |
აშშ წარმომადგენლობითი პალატის წევრი სამხრეთ დაკოტას შტატიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი 2011 – 3 იანვარი 2019 | |
წინამორბედი | სტეფანი ხერსეტი სენდლინი |
დაბადებული | 30 ნოემბერი 1971 (50 წლის) უოთერთაუნი სამხრეთ დაკოტა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პირები | რესპუბლიკური პარტია (აშშ) |
მეუღლე | ბრაიონ ნოემი (1992წლიდან) |
შვილები | 2 |
განათლება | სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტი |
წოდება | მეცნიერებათა ბაკალავრი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ფერმერი |
რელიგია | პროტესტანტიზმი |
საიტი | [[1]] |
კრისტი ლინ ნოემი (ინგლ. Kristi Lynn Noem, დაბ. კრისტი არნოლდი. 30 ნოემბერი, 1971, უოტერთაუნი, სამხრეთი დაკოტა) — ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი. 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი. [1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაიზარდა საოჯახო რანჩოზე ჰამლინის ოლქში. აქვს ნორვეგიული ფესვები. 1990 წელს დაამთავრა ჰამლინის საშუალო სკოლა. გახდა სამხრეთ დაკოტას „თოვლის დედოფლის“ ტიტულის მფლობელი. სკოლის დამთავრების შემდეგ 1990-1994 წლებში სწავლობდა
.მამის გარდაცვალების შემდეგ ესწრებოდა ლექციებს Mount Marty-ის უოტერტაუნის კოლეჯის კამპუსსა და სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში, ასევე ონლაინ გაიარა კურსები სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში. 2012 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის და პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი.
კრისტი ნოემიმ მოიგო არჩევნები და გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი 2006 წელს (მიიღო ხმების 39%), 2008 წელს მან კვლავ გაიმარჯვა (41%) (შემდეგ მოიგო 2012, 2014 და 2016 წლების არჩევნები). მუშაობდა წარმომადგენელთა პალატის სახელმწიფო საქმეთა და საგადასახადო კომიტეტებში.
2009 და 2010 წლებში იგი გახლდათ სამხრეთ დაკოტაში სავალდებულო განათლების ასაკის 16 წლამდე შემცირების შესახებ კანონპროექტების ინიციატორი. 2010 წლიდან იყო რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის თანაშემწე.
2010 წლის 2 ნოემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მან მიიღო ხმების 48% პალატის ამჟამინდელი დემოკრატი წევრის სტეფანი ჰერსეთ სენდლინის 46%-ის წინააღმდეგ. სამხრეთ დაკოტადან წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო 2011 წლიდან 2019 წლამდე. გახლდათ საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
შეხედულებები და მოსაზრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც კონგრესმენი, ნოემი ბიუჯეტის დეფიციტს მიიჩნევდა კონგრესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად. იგი მხარს უჭერდა ფედერალური მთავრობის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. მან შესაძლებლად მიიჩნია, პირველ რიგში, გარემოს დაცვის სააგენტოს და ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს, Medicaid პროგრამების, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო პროექტების, ვაშინგტონის მეტროს სწრაფი სატრანზიტო სისტემის ბიუჯეტების შემცირება. ასევე განაცხადა, რომ სურს გააუქმოს მემკვიდრეობის გადასახადი, შეამციროს კორპორატიული გადასახადის განაკვეთი და გაამარტივოს საგადასახადო კოდექსი, ასევე აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია გადასახადების გაზრდისა ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით.[3][4]
ნოემი თვლიდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს დამოკიდებულება უცხოურ ნავთობზე. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად კონგრესმა უნდა წაახალისოს არსებული რესურსების კონსერვაცია. ნოემიმ მხარს უჭერდა მისი შტატისთვის მოგების მომტან ეთანოლის სუბსიდირებას და ეწინააღმდეგებოდა ნავთობკომპანიებისთვის ფედერალური სუბსიდიების შეწყვეტას. მხარი დაუჭირა Keystone XL მილსადენის პროექტს და სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების პირობა დადო. [5]
კრისტი ლინ ნოემი მხარს უჭერდა ოფშორული ნავთობის ბურღვას. 2010 წელს გამოვიდა სამი კანონპროექტის თანაავტორად, რომლებიც, მისი თქმით, შეამცირებდა ამერიკის დამოკიდებულებას უცხოურ ნავთობზე, შეერთებული შტატების მორატორიუმის მოხსნით მექსიკის ყურეში ღრმაწყლოვან ბურღვაზე და დაეხმარებოდა ნავთობის იჯარის განახლებას სპარსეთის ყურეში და ვირჯინიის სანაპიროზე.
ნოემიმ მხარი დაუჭირა 2011 წელს ნატოს სამხედრო ინტერვენციას ლიბიის სამოქალაქო ომში, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვა გარანტია, რომ აშშ-ს ჩარევის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იქნებოდა და არა იმდროინდელი ლიდერის მუამარ კადაფის გადაყენების მცდელობა. იმავე წლის მარტში მან მოუწოდა პრეზიდენტ ობამას, მიეწოდებინა მეტი ინფორმაცია აშშ-ს როლის შესახებ კონფლიქტში და შეაფასა მისი განცხადებები, როგორც ბუნდოვანი და ორაზროვანი.
კრისტი ლინ ნოემიმ ხელი შეუწყო ტრეფიკინგისა და სექსუალური მონობის წინააღმდეგ კანონების წამოწევას.
გამოვიდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კანონის წინააღმდეგ (Obamacare) და ხმა მისცა მის გაუქმებას. ამავე დროს, მხარს უჭერდა ინდიელთა ჯანმრთელობის მსგომარეობის გაუმჯობესების კანონს.
ნოემი მხარს უჭერს აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობას. მკაცრად გამოდის ერთსქესიანთა ქორწინებების და ტრანსგენდერების სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის წინააღმდეგ.[6]
იგი წარუმატებლად იბრძოდა სამხრეთ დაკოტაში კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ სამედიცინო და სარეაბილიტაციო გამოყენებისთვის, თუმცა, 2021 წლის 1 ივლისს სამედიცინო მარიხუანა ლეგალური გახდა. ნოემი ეწინააღმდეგებოდა სამრეწველო კანაფის კულტივაციას, ვეტო დაადო 2019 წელს სამხრეთ დაკოტას პალატისა და სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს კანაფის კულტივაციის ლეგალიზების შესახებ.[7][8]
2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იგი დაინიშნა ეროვნული რესპუბლიკური კონგრესის კომიტეტის 12 -დან ერთ-ერთ რეგიონალურ დირექტორად.
სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის პოსტზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 14 ნოემბერს მან გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრის შესახებ. 2018 წლის ივნისის პრაიმერში მან დაამარცხა მარტი ჯეკლი (56% 44%).[9]
2018 წლის 6 ნოემბერს სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის არჩევნებში (მიიღო 51% დემოკრატი ბილი სატონის 47,6%-ის წინააღმდეგ), ის გახდა შტატის პირველი ქალი გუბერნატორი. არჩევნებზე დაახლოებით 2,3 მილიონი დოლარი დახარჯა. 2019 წლის 5 იანვარს ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
2019 წლის 31 იანვარს ხელი მოაწერა კანონს ფარული იარაღის ტარების ნებართვის მოთხოვნის გაუქმების შესახებ.
2021 წლის თებერვალში, ორლანდოში გამართულ საერთაშორისო რესპუბლიკურ პოლიტიკურ კონფერენციაზე, მან გააკრიტიკა COVID-19 პანდემიის დროს დემოკრატიული გუბერნატორების მიერ მიღებული ზომები, ისევე როგორც ენტონი ფაუჩისა და ჯო ბაიდენის პოლიტიკა.
2021 წლის 12 ნოემბერს გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება ხელახლა არჩევის შესახებ.
კრისტი ლინ ნოემი ითვლება დონალდ ტრამპის მოკავშირედ და კოლეგად.[10]
2020 წლის არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოემიმ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა, დაიჩრდილა მასიური გაყალბებებით. ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგაც კი, იანვარში, უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ არჩევნები იყო „თავისუფალი“. და სამართლიანი".
მან დაგმო 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მშვიდობისა და შერიგებისკენ მოწოდებიდან ერთი დღის შემდეგ მან ჯორჯიის შტატიდან ახლად არჩეულ დემოკრატ სენატორებს ჯონ ოსოფსა და რაფაელ უორნოკს უწოდა "კომუნისტები", რამაც დემოკრატიულ პარტიაში ძლიერი რეაქცია გამოიწვია.[11]
ანტიკოვიდური პოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]COVID-19 პანდემიის დროს არ მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტული ზომები, რომლებიც გამოიყენება სხვა შტატებში. ეჭვქვეშ დააყენა ნიღბის ტარების ეფექტურობა, წაახალისა დიდი შეკრებები სოციალური დისტანციის ან ნიღბების ტარების გარეშე და ეჭვქვეშ დააყენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების რჩევა. Rapid City Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან დაიცვა თავისი შეხედულებები, ეყრდნობოდა რა ამერიკელი ექიმებისა და ქირურგების ასოციაციის ანალიზს, რომელიც ვაქცინაციას მიიჩნევს „ადამიანებზე ექსპერიმენტების“ ჩატარების ტოლფასს.[12][13][14]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამა და დედა – ფერმერები. მამა დაიღუპა ფერმაში უბედური შემთხვევის შედეგად.
ნოემიმ, შემოსავლის წყალობით, შეიძინა სანადირო სახლი და რესტორანი. მისი და-ძმები საოჯახო ბიზნესით არიან დაკავებულები.
2011 წელს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში არჩევის შემდეგ კრისტი ლინ ნოემი გადავიდა ვაშინგტონში, ხოლო მისი ქმარი და შვილები რანჩოზე დარჩნენ.[15]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონგრესის წევრი კრისტი ნოემიაშშ სახლის ოფიციალური საიტი (ინგლ.)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kristi Noem // GeneaStar
- ↑ Ellis, Jonathan South Dakota election results: Noem defeats Sutton in historic governor race.[მკვდარი ბმული] Argus Leader (November 6, 2018).
- ↑ Noem pitches need for budget cuts to veterans
- ↑ Mitchell, Trevor J. (April 1, 2020). "Why Gov. Noem won't order a shelter-in-place for South Dakotans"[მკვდარი ბმული]. Argus Leader. Archived from the original on November 16, 2020. Retrieved August 14, 2020.
- ↑ South Dakota Rep. Noem joins Thune in opposing end to oil tax breaks[მკვდარი ბმული]
- ↑ South Dakota Governor Kristi Noem continues push to ban transgender women and girls from female sports
- ↑ "Bill to delay medical marijuana in SD fails in senate".[მკვდარი ბმული] mitchellnow.com. March 11, 2021. Retrieved August 4, 2021.
- ↑ "Gov. Noem vetoes bill legalizing industrial hemp production". Associated Press. March 11, 2019. Retrieved June 1, 202
- ↑ Rep. Kristi Noem to run for South Dakota governor
- ↑ [Trump blasts Sutton and media, raves about Noem during South Dakota visit], Argus Leader, Patrick Anderson, September 7, 2018. Retrieved July 4, 2021.
- ↑ [მკვდარი ბმული] Governor Noem tweets violence in Washington ‘right now must stop’]
- ↑ Kristi Noem rigidly follows Trump strategy of denial as Covid ravages South Dakota
- ↑ Noem Issues New Executive Order in COVID-19 Response
- ↑ Kaczke, Lisa (August 26, 2020). "Gov. Kristi Noem lauds Trump, ignores coronavirus in RNC speech".[მკვდარი ბმული] Argus Leader. Retrieved January 1, 2021.
- ↑ Rep. Kristi Noem: Head of the Class