კლიპშპრინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლიპშპრინგერი
Klipspringer.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oreotragus oreotragus (Zimmermann, 1783
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 15485
გავრცელება
Oreotragus oreotragus range map.png

კლიპშპრინგერი (ლათ. Oreotragus oreotragus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა.

მცირე ზომის ანტილოპაა. მამლებს აქვს ფართოდ განლაგებული სოლისებრი რქები, სიგრძეში 10 სმ-მდე. ბეწვი სქელი და მკვრივია. დედლები შედარებით დიდი ზომისანი არიან. მაგ., დედლის სიმაღლე მინდაოში შეადგენს 50–53 სმ, ხოლო მამლისა — 49–52 სმ. მასა მერყეობს 8,9-დან 18 კგ-მდე. სხეულის სიგრძეა 75–115 სმ.

ბინადრობენ მჭიდრო ჯგუფებად. მონოგამები არიან. მშრალ სეზონზე 6–8-სულიან ჯოგებს ქმნიან. წვიმის სეზონზე მსგავსი ჯოგები არ გვხვდება. ნაშიერის რძით კვების პერიოდში, მამალი მუდამ იცავს, როგორც მას, ასევე დედალს. მამლები ტერიტორიული ცხოველები არიან და თავის „სამფლობელოს“ ფეკალიებითა და ჯირკვლების დახმარებით ნიშნავს. საცხოვრებლად იყენებენ მთიან რაიონებსა და მდინარეთა ხეობებს.

იკვებება მარადმწვანე ბუჩქებით და ბალახებით, ხილით, თესლებით, ყვავილებითა და ლიქენებით. შეუძლიათ მიგრირება უკეთესი მცენარეულობით გამორჩეულ ადგილებში. დიდხანს ძლებს წყლის გარეშე, რადგან სითხის უდიდეს ნაწილს საკვებიდან იღებს.

გამრავლების სეზონი აპრილიდან იწყება. მაკეობა 7 თვე გრძელდება. დედალი ბადებს 1 ნაშიერს. იგი 4–5 თვემდე რძით იკვებება. 6 თვიდან რქები იწყებს ზრდას და 17–18 თვისას ბოლომდე ეზრდება.

გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ სუდანში, სომალში, ერიტრეაში, ეთიოპიის მთიანეთის ჩრდილოეთი ნაწილიდან აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკამდე, აგრეთვე ნამიბიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანგოლის სანაპიროზე. არსებობს რამდენიმე იზოლირებული პოპულაცია ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ნიგერიაში გვხვდება ჯოსის პლატოზე. სავარაუდოდ ეს სახეობა ბურუნდიშიც ბინადრობს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oreotragus oreotragus (ინგლისური). The IUCN Red List of Threatened Species.