კესარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კესარია
קֵיסָרְיָה

კესარია. არქეოლოგიური ძეგლი
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
კოორდინატები 32°30′00″ ჩ. გ. 34°53′59″ ა. გ. / 32.50000° ჩ. გ. 34.89972° ა. გ. / 32.50000; 34.89972
დაარსდა ძვ.წ. I ს.
მოსახლეობა 5 343 (2019)[1]
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი https://www.parks.org.il/en/reserve-park/caesarea-national-park/
კესარია — ისრაელი
კესარია

კესარია (ივრ. קֵיסָרְיָה‎, კესარია; ბერძნ. Καισάρεια; ლათ. Caesarea Maritima ან Caesaraea Palaestina) — უძველესი ქალაქი, განლაგებული თანამედროვე ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

ქალაქის სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს სახელწოდება კესარია ეწოდა იუდეის მეფე ჰეროდე I დიდის მიერ, ნიშნად რომის იმპერატორ (კეისარი) ოქტავიანე ავგუსტუსის პატივისცემისა , რომელმაც მას საჩუქარად გადასცა ებრაელთა მიერ ადრე დაკარგული მიწები. იმისათვის რომ გამოერჩიათ კესარია იმავე პერიოდში აშენებული და იგივე სახელწოდების მქონე ქალაქებისაგან, მას უწოდეს Caesarea maritima (ზღვისპირა კესარია), ხოლო იუდეის სახელმწიფოებრიობის საბოლოო დაკარგვის და მისი რომის პროვინციად გარდაქმნის შემდეგ გამოყენებაში შემოვიდა კიდევ ერთი სახელი – Caesarea Palestine (პალესტინის კესარია).

ქალაქის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ისტორია სათავეს იღებს სპარსული ბატონობის დასასრულიდან (ძვ.წ.III შუა ხანები), როცა ფინიკიელებმა დააარსეს აქ მცირე კოლონია. ახ.წ. 96 წელს კესარია დაიპყრო იუდეის მეფემ ალექსანდრე იანიმ და მას შემდეგ გადაიქცა ის ებრაელთა დასახლებად. რომის სახელმწიფოს მიერ ახ. წ. 63 წელს. იუდეის დაპყრობის შემდეგ ის კვლავ გადაიქცა არაებრაულ ქალაქად.

ძვ. წ. 31 წელს რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა იუდეის მეფე ჰეროდეს გადასცა დასახლება, რომელიც მან ძვ.წ. 10 წლისათვის საფუძვლიანად გადააკეთა და დიდ საპორტო ქალაქად გადააქცია იგი. ქალაქი, რომელსაც კეისარ ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა კესარია, გახდა იუდეაში რომის პროკურატურის ადმინისტრაციული ცენტრი, აგრეთვე იყო რომის ლეგიონების ძირითადი ბაზა. ახ. წ. პირველი საუკუნის განმავლობაში ქალაქის მცხოვრებთა დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ სირიელი ბერძნები. ქალაქში, აგრეთვე, ცხოვრობდა მრავალი მდიდარი ებრაელი. აქ დააპატიმრეს და გააგზავნეს რომში პავლე მოციქული. კესარია გახდა პალესტინის ძირითადი პორტი. ის ხშირად მოიხსენება ახალ აღთქმაში. იერუსალიმის დაცემისა და განადგურების შემდეგ კესარია გახდა პალესტინის დედაქალაქი. მისი ეპისკოპოსები დიდი გავლენით სარგებლობდნენ. 198 წელს იქ უკვე ტაძარი იყო აგებული.

მოგვიანებით კესარია ხდება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო ცენტრი. მე–III—IV ს.ს. ქრისტიანული ეკლესიის მამები ასწავლიდნენ კესარიის სკოლაში და ქმნიდნენ ბიბლიოთეკას. ამ ბიბლიოთეკაში ინახებოდა რამდენიმე ენაზე თარგმნილი უძველესი ბიბლია, ხელნაწერი ბიბლიოთეკაში ინახებოდა ახ. წ. 600 წლამდე, სანამ არ დაიწვა ბიბლიოთეკასთან ერთად ხანძრის დროს. ასევე, ცნობილია, რომ იერონიმე სტრიდონელს იქ უნახია მათეს სახარების ორიგინალური ვერსია.

ძველი კესარიის სანაპირო

IV ს. ამ საეპისკოპოსოს კათედრაზე აღსაყდრდა საეკლესიო ისტორიის მამა. ევსევი კესარიელი. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს კესარია დიდ როლს თამაშობდა, როგორც ქვეყნის ერთ–ერთი ციხესიმაგრე, მაგრამ XIII საუკუნიდან დაიწყო მისი დაცემა და ახლა მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

1940 წელს კესარიის სამხრეთ ნაწილში დაარსდა კიბუცი სდოტ–იამი, ხოლო 1977 წელს ძველი ქალაქის ჩრდილოეთის აშენდა თანამედროვე ისრაელის მცირე ქალაქი კეისარია.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძვ.წ.III ს. — ძვ.წ. 96 წ. — ფინიკიური დასახლების სტრატონის კოშკი. (პირველად მოიხსენიება ზენონის პაპირუსში (ძვ.წ.259 წ.)) .
  • ძვ.წ. 96 წ. — ჰასმონეს მიერთება იუდეის სამეფოსთან.
  • ძვ წ. I ს. დასასრული — ქალაქ კესარიის მშენებლობა იუდეის მეფე ჰეროდე დიდი მიერ.
  • ახ. წ. 6—639 წ.წ. — რომისა და ბიზანტიის იმპერიების პროვინციის „პრიმა პალესტინის“ დედაქალაქი.
  • 639 წ. — ქალაქის დაპყრობა არაბ–მუსულმანთა მიერ და მისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვა.
  • 1101 წ. — ქალაქის აღება ჯვაროსნების მიერ.
  • 1259 წ. — ჯვაროსნების მიერ ქალქის კედლების გამაგრება.
  • 1265 წ. — ქალაქის აღება და მისი სრული განადგურება მამლუქთა მიერ სულთან ბეიბარს I მეთაურობით.
  • XIX ს. დასაწყისი — 1848 წელი — ოსმანთა იმპერიის ხელისუფლების მფარველობით კესარიის ადგილას ბოსნიელი მუსლიმების სასოფლო–სამეურნეო და მეთევზეთა დასახლების შექმნა.
  • 1940 — კესარიის ნანგრევების სამხრეთ ნაწილში კიბუცის სდოტ–იამის დაარსება.

ძველი ქალაქის გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://citypopulation.de/en/israel/haifa/hadera/1167__qesaryya/Israeli Central Bureau of Statistics.