საბატკნე
იერსახე
| საბატკნე | |
|---|---|
საბატკნე (მარცხნივ) და კენჭიყარა (მარჯვნივ), ხედი ბაკურიანიდან | |
| კოორდინატები: 41°44′10″ ჩ. გ. 43°37′51″ ა. გ. / 41.73611° ჩ. გ. 43.63083° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2280 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავა |
საბატკნე — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე ქციის (ზემო დინების) ხეობის მარცხენა ფერდობზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2280 მ. მთის თხემი და მიდამოები მობრტყელებულია. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით, შემოსილია სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 546.