კანცლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კანცლერი (ლათ. cancellarius) სხვადასხვა ოფიციალური პოზიცია ბევრი ქვეყნის მთავრობაში. კანცლერის ოფისს ეწოდება კანცელარია ან კანცერი. სიტყვა გაოიყენებოდა სხვადასხვა რელიგიური, საგანმანათლებლო და პოლიტიკური პოზიციების დასახასიათებლად. დღეს ტერმინი გამოიყენება შემდეგი პოზიციების დასახასიათებლად:მთავრობის მეთაური ან პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი

მთავრობის პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტავრობის მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტირიის კანცლერი, (გერმ. Bundeskanzler კაცებისთვის, გერმ. Bundeskanzlerin ქალებისთვის), (ფედერალური კანცლერი). არის სახელმწიფო მეთაურის ტიტული, ამჟამად მომქმედი ავსტრიის ფედელარული კანცლერია სებასტიან კურცი.

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის კანცლერი, (გერმ. Bundeskanzler), (ოფიციალურად ფედერალური კანცლერი) არის მთავრობის მეთაური, ევალება გერმნიის ფედერაციული რესპუბლიკის საგერო და საშინოა საქმეების წარმართვა, არის გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი დიდ რვიანში. (ქალ კანცლერებს მოიხსენიებენ როგორც გერმ. Bundeskanzlerin). გერმანულ პოლიტიკაში, ბუნტესკანცლერი პრემიერ მინისტრის ეკვივალენტი პოზიციაა, აირჩევა ბუნდესსტაგის მიერ ყოველ 4 წელიწადშ ერთხელ სარრჩევნო პერიოდის დაწყების შემდეგ საყოველთაო არჩევნებამდე. საყოველთაო არჩევნების შემდეგ კანცლერის და მისი კაბინეტის გადაყენება მხოლოდ კონსტიტუციური უნდობლობის გამოცხადებითაა შესაძლებელი.[1]

დღეს მოქმედი ფედერალური კანცლერია ანგელა მერკელი.

ყოფილ გერმანიის იმპერიაში, ვაიმარის რესპუბლიკაში და ნაცისტურ გერმანიში რაიხსკანცლერის (გერმ. Reichskanzler) თანამდებობა არსებობდა რომელიც თანამედროვე კანცლერის ეკვივალენტია. 1871-1918 წლამდე რაიხსკანცლერის დანიშვნა და დათხოვნა მხოლოდ გერმანიის კაიზერს შეეძლო. 1918-1933 წლებში რაიხსკანცლერის დანიშვნა და დათხოვნა მხოლოდ რაიხსპრეზიდენტს შეეძლო ხოლო 1933-1945 წლებში ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანიის „ფიურერი და რაიხსკანცლერი“.

შვეიცარია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვეიცარიაში კანცლერის თანამდებობა არის არა მთავრობის მეთაურის არამედ ფედერალური მთავრობის შტაბის ხელმძღვანელის. მას ირჩევს ფედერალური ანსამბლეა. კანცლერი პასუხისმგებელია ყველა ტიპის კანონების გამოქვეყნებაზე.[2]

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცლერი ან დიდი კანცლერი (ჩინ. chengxiang ანუ ჩინ. zaixiang), ჩინეთის იმპერიაში იყო მთავრობის მეთაური.

კანონსთან და სამართალთან დაკავშირებული ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდი კანცლერი (ლორდი დიდი კანცლერი, მეფის კანცლერი), იუსტიციის მინისტრი, დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველზე ძველი თანამდებობა, პარლამენტზე უფრო ძველი.

უზენაესი სასამართლოს კანცლერი, მეთაურობს კანცლერთა განყოფილებას. ინგლისის, მაგრამ არა შოტლანდიის, იურისდიქციის და სასამართლო სისტემის ხემლძღვანელი. წარსულში, საუკუნეების განმალვობაში ლორდი კანცლერი იყო კანცელარიის სასამართლოს ერთადერთი მოსამართლე, შემდეგ ლორდი კანცლერი გახდა კანცლერთა განყოფილების მეთაური. ლორდი კანცლერი მონაწილეობას იღებდა ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის სასამართლო სხდომებზე. ლორდი კანცლერი ასევე ირჩევდა კომიტეტებს, რომლებიც ლორდების საჩივრებს ისმენდნენ. ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის დე ფაქტო სპიკერი. დღეს ამ მოვალეობას ლორდი სპიკერი ასრულებს. ჯეკ სტროუ იყო პირველი ლორდი კანცლერი რომელიც თემთა პალატის წევრი გახდა, სერ კრისტოფერ ჰატონის შემდეგ 1578 წელს.[3][4]

ფინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის კანცლერი, ზედამხედველობას უწევს მთავრობის გადაწყვეტილებების კანონიერებას და ძირითად სამოქალაქო თავისუფლებების განხორციელებას.

შვედეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის კანცლერი, შვედეთის მთავრობის გენერალური ადვოკატი.

სხვა სამთავრობო პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცლერის ოფისი დანიაში გაჩნდა XII საუკუნეში და იყო მთავრობის ლიდერი, 1660-1848 წლებში გადაიქცა „დიდ კანცლერად“ ან „დანიის კანცელარიის პრეზიდენტად“. 1848 წელს ჩანაცვლებული იქნა შინაგან საქმეთა მინისტრით.[5]

ესტონეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცლერი პირდაპირ მართავს მინისტრთა კაბინეტს,[6] ზედამხედველობას უწევს მთავრობის გადაწყვეტილებების კანონიერებას და ძირითად სამოქალაქო თავისუფლებების განხორციელებას.[7]

გაერთიენებული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზინის კანცლერი, პასუხისმგებელია მისი უდიდესებულობის სახაზინოზე.

სახელმწიფო პალატინში და თავისუფლებაში, სადაც ადგილობრივი ლორდი ანხორციელებდა პირად იურისდიქციას, სხვაგან ამის უფლებას მხოლოდ მეფეს შეეძლო, ხელმძღვანელებს „კანცლერები“ ეწოდებოდათ.

ლანკასტერის საჰერცოგოში: უპორთფოლიო მინისტრის სინეკური პოზიცია, ხშირად ენიჭება ოფროსს პოლიტიკოსებს.

კორნვოლის კანცლერი: დიდი საცავის მცველი, კორნვოლის საჰერცოგოს სტენერების ლორდი ვარდენის ქვეშემდგომი.

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის კანცლერი, ამ თანამდებობას აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავრი მოსამერთლეს უკავია.

საეკლესიო პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიაში კანცლერი არის ეპარქიების ჩანაწერების შემნახველი, ან ჩანაწერების შემნახველის ეკვივალენტი. კანცლერი შეიძლება იყოს ნოტარიუსი რომელსაც ევალება ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმება და ხშირად ენიჟება მოვალეობები ეპარქიის ეპისკოპოსის სურვილისამებრ: შეიძლება ევალებოდეს ფინანსების და ადამიანური რესურსების განაკრგვა, ვიცე-კანცლერი როგორც წესი მხოლოდ დაკავებულ კანცელარიებში ინიშნება კანცლერის დახმარების მიზნით, კანცლერები როგორც წესი არიან მღვდელები ან დიაკონები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამ პოსტზე ერისკაცის დანიშვნაც შეიძლება.[8][9]

ინგლისში, ინგლისის ეკლესიის კონსისტორული სასამართლოს თავმჯდომარე ეპარქიის კანცლერია.

გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიაში, ყოველ წლიურ კომფერენციას ჰყავს კონფერენციის კანცლერი, რომელიც არის წლიური კონფერენციის ლეგალური წარმომადგენელი და მრჩეველი.[10]

საგანმანათლებლო პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცლერი არის ბევრი უნივერსიტეტის და ინსტიტუტის ლიდერი.

ნიუ იორკის ქალქის განათლების დეპარტამენტის და კოლუმბიის ოლქის განათლების დეპარტამენტის უფროსები, რომლებიც მართავენ მუნიციპალურ სკოლებს, ატარებენ კანცლერის წოდებას. ნიუ იორკის შტატში ასევე არის ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტის კანცლერი, რომელიც იძლევა ლიცენზიებს და რეგულირებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევების შესახებ.

ზოგ საგანმანათლებლო ინსტანციაში კანცლერი არის სტუდენტი ან ფაკულტეტის წევრი რომელსაც ევალება აკონტროლოს არააკადემიური ფაქტორები როგორებიცაა ყოფა-ქცევა და შინაგანაწესის დარღვევები.

გერმანიაში უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წვრები ატარებენ კანცლერის, ხოლო აკადემიის ლიდერები რექტორის ტიტულს.

ისტორიული გამოყენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩკანცლერი საღვთო რომის იმპერიის მთავრობაში.

ჩინეთის კანცლერი, ცინის იმპერიის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა, როგორც წესი გადაითარგმნება როგორც "კანცლერი" (ასევე შეიძლება გადაითარგმნოს როგორც „უზესაესი კანცლერი“ ან „პრემიერ მინისტრი“).

ძველ ეგვიპტეში არსებობდა 2 თანამდებობა რომელიც შეიძლება კანცლერს ნიშნავდეს; "სამეფო მბეჭდავი", ტიტული რომელიც მიუნიშნებდა სამეფო სასამათრთლოს რომელიღაც რანკს, ჩამოყალიბდა პირველი დინასტიისას დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს[11] პოზიცია ეკავათ ცნობილი პიროვნებებიდან იმჰოტეპს და ჰემაკას;[12] „სამოფო მეხაზინე“ (საცავის ზედამხედველი[13][14]) პასუხის მგებელი იყო სახელმწიფო შემოსავალზე, ხარკის და გადასახადების აკრეფაზე. ეს პოზიცია დაახლოებით ძვ.წ. 2000 წელს გაჩნდა. პოზიცია ეკავათ ბეი ან ირსუ, ხეთი[15] მეკერტე,[16] და ნახტი.[17]

საუკუნეების განმავლობაში, საფრანგეთის მეფე ნშნავდა კანცლერს ან საფრანგეთის კანცლერს, a საფრანგეთის გვირგვინის დიდი ოფიცერი, თანამდებობა ასოცირებულია მეხაზინესთან. კანცლერი პასუხისმგებელი იყო ზიგიერთ იურიდიულ პროცესზე. ლუი XVIII, ჩარლზ X და ლუი ფილიპის მეფობის პერიოდებში, კანცლერი იყო საფრანგეთის სამეფო პარლამენტის ზემო პალატის თავმჯდომარე.

პოლონეთის სამეფოში XIV საუკუნიდან არსებობდა კანცლერის პოზიცია. პოლონეთი-ლითუენიას თანამეგობრობაში (1569–1795 წლებში), 4 კანცლერი იყო პოლონეთის და ლითუენიას 10 ყველაზე მაღალ თანამდებობას შორის. პოლონეთსაც და ლითუენიას ორივეს ჰყავდათ დიდი კანცლერი და მოადგილე კანცლერი, ორივეს ჰქონდათ სკამი სენატში, პასუხისმგებლები იყვნენ ორივე სამეფოს ყველანაირ საქმეებზე.

რუსეთის იმპერიაში, კანცლერები ყველაზ ემაღალი სამოქალაქო თანამდებობა იყო რანგების მაგიდაზე დაყრდნობით და მოიხსენებოდა ფილდმარშალების და გენერალ ადმირალების დონეზე. მთავრობის მხოლოდ ყველზაზე მეტად დამსახურებულ იწევრები ხდებოდნენ კანცლერები, როგორებიცაა საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსანდრე გორჩაკოვი და ალექსეი ბესტეჟევ-რიუმინი.

ნორვეგიაში ნორვეგიის კანცლერი (თანამედროვე ნერვეგიული: Norges rikes kansler) შუა საუკუნეებში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიცია ნორვეგიის მეფის შემდეგ. ის გამოსცემდა წესებს, რეგულაციებს და კანონდებებს ნორვეგიის სამეფოში, პასუხისმგებელი იყო ნორვეგიის სამეფოს დღიდან-დღემდე ადმინისტირირებაზე. 1270 წლის შემდეგ, კანცლერის რეზიდენცია იმყოფებობდა ქალაქ ბერგენში. ჰააკონ V ნორვეგიელმა ნორვეგიის კანცლერის რეზიდენცია გადაიტანა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 1314 წლის 31 აგვისტოდან წმინდა მარიამის ოსლოს ეკლესიის პროვოსტი მოდმივად ნორვეგიის კანცლერად ინიშნებოდა. მას „სამუდამოდ“ გადაეცა ნორვეგიის სამეფოს დიდი საცავი. თავდაპირველად კანცლერს სასულიერო პირები ირჩევდნენ. პოზიციამ დაკარგა საკუთარი დიდი მნიშვნელობა 1679 წელს, მას შემდეგ რაც რაც გაუქმდა იენს ბიერკეს მართველობა.[18]

უელსში, კანცლერი იყო შუა საუკუნეების პერიოდში პოზიცია, რომელსაც ევალებოდა მეფის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ფერმერების ადმინისტირება, კანცლერს უელსში ეკავა მეფის სიამოვნება და "ნარჩენები".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grundgesetz der Bundesrepublik Deutschland
  2. See German Wikipedia article Staatskanzlei
  3. თარგი:Cite EB1911
  4. Constitutional continuity: Jack Straw speech at the London School of Economics (3 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 March 2009. ციტირების თარიღი: 5 March 2009.
  5. Denmark. World Statesmen.org.
  6. VABARIIGI VALITSUSE SEADUS თარგი:In lang
  7. ÕIGUSKANTSLERI SEADUS თარგი:In lang
  8. CIC 482; CCEO 252—§1.
  9. Canon 482 [...]
    §2. If it seems necessary the chancellor can be given an assistant whose title is vice-chancellor.
    §3. The chancellor as well as the vice-chancellor are by the law itself notaries of the eparchial curia.
    In the 1983 Code of Canon Law for the Latin rite of the Catholic Church, the chancellor may be a layperson, and not necessarily a presbyter or deacon. The office of the Chancellor is mandatory in all diocessan (eparchial) curia. The primary function of the Chancellor is to keep the curial records properly. Beal, New Commentary on the Code of Canon Law, Paulist Press, Mahwah, New Jersey, 2000, p.635.
  10. As an example, see the Texas Annual Conference of the United Methodist Church (www.txcumc.org).
  11. Toby A. H. Wilkinson, Early Dynastic Egypt, Routledge 1999, p.131
  12. Michael Rice, Who's Who in Ancient Egypt, Routledge 2001, p.63
  13. pBerlin 10035 in U. Luft, Urkunden zur Chronologie der späten 12. Dynastie, Briefe aus Illahun, Wien 2006, 69 ff.
  14. pLouvre 3230 B in E. Wente, Letters from Ancient Egypt, Atlanta, 1990, 92
  15. Memoirs, Egypt Exploration Society—1958, p.7
  16. Serdab of the Chancellor Meketre Archived August 28, 2005, საიტზე Wayback Machine.
  17. Michael Rice, Who's Who in Ancient Egypt, Routledge 2001
  18. Jan Eivind Myhre, Edgeir Benum, Oslo bys historie: Byen ved festningen: fra 1536 til 1814, 1992