დიდი რვიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი რვიანის ლიდერები
G8 ქვეყნები.
კანადის დროშა კანადა
- პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
- პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
გერმანიის დროშა გერმანია
- კანცლერი ანგელა მერკელი
იტალიის დროშა იტალია
- პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი
იაპონიის დროშა იაპონია
- პრემიერ-მინისტრი იოსიხიკო ნოდა
რუსეთის დროშა რუსეთი 
- პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
- პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი
აშშ-ის დროშა აშშ
- პრეზიდენტი ბარაკ ობამა (თავმჯ.)

დიდი რვიანი (შვიდეული) (ინგლ. Group of Eight - G8, ძველი სახელწოდება (G6) ან დიდი ექვსიანი) არის საერთაშორისო ფორუმი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის... მაგრამ იგი გარიცხული იყო დიდი რვიანიდან რადგანაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეტევა განახორციელა საქართველოზე რაც ყოვლად მიუღებელი იყო... ამიტომაც დიდი რვიანის მაგივრად ახლა ”დიდ შვიდეულს” უწოდებენ, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირისთვის (მაგრამ ევროკავშირს არ აქვს უფლება წაიყვანოს ან თავმჯდომარე იყოს შეხვედრის). დიდ რვიანს შეუძლია მიმართოს წევრ ქვეყნებს ან ჩაატაროს ყოველწლიური სამიტი G8 წევრი ქვეყნების მმართველების მონაწილეობით. ძველი სახელწოდება G6 დღესდღეობით ხშირად გამოიყენება მოსახლეობის მიხედვით ევროკავშირის ექვსი ყველაზე დიდი ქვეყნის მიმართ. G8-ის მინისტრები ასევე ხვდებიან წლის განმავლობაში ერთმანეთს, როგორც G7-ის ფინანსთა მინისტრები (რომლებიც წელიწადში 4ჯერ ხვდებიან ერთმანეთს), G8-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ან G8-ის გარემოს დაცვის მინისტრები.

ყოველ წელს, ვალდებულება G8-ის სხდომის ჩატარების წრეზე მიდის წევრებს შორის შემდეგი თანმიმდევრობით: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, გერმანია, იაპონია, იტალია და კანადა. თავმჯდომარე ადგენს დღის წესრიგს, მიჰყავს სამიტი იმ წელს და საზღვრავს რომელი მინისტრების შეხვედრა უნდა ჩატარდეს. მოგვიანებით საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გამოხატეს სურვილი რომ გაეფართოებინათ ჯგუფი და ჩაესვათ ხუთი განვითარებული ქვეყანა, რომელსაც უწოდებენ O5-ს ან პლიუს ხუთს, ეს ქვეყნები არიან: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს ქვეყნები წინა შეხვედრებზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ. ხანდახან მათ მთლიანობაში 8+5-ს უწოდებენ. ჯგუფის პრეზიდენტობა ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იაპონიის რიგია და ამ წლის სამიტი ჩატარდა იაპონიაში.

ისტორია[რედაქტირება]

1973 წლის ნავთობის კრიზისის და გლობალური რეგრესის შემდეგ წარმოიშვა მსოფლიოს ძირითადი ინდუსტრიული დემოკრატიის ფორუმი. 1974 წელს აშშ-მა, ჩამოაყალიბა ბიბლიოთეკების ჯგუფი, არაფორმალური კრება უფროსი ფინანსური მოხელეების აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, დასავლეთ გერმანიიდან, იაპონიიდან და საფრანგეთიდან. 1975 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა, მოიწვია მთავრობის მმართველები დასავლეთ გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან რამბუიეში სამიტზე. ექვსი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა რომ ჩაატარებდნენ ყოველწლიურად ჯგუფის შეხვედრებს და თავმჯდომარე იქნებოდა არჩეული რიგ-რიგობით. ამ ჯგუფს დიდი ექვსიანი დაერქვა. მომდევნო წელს, კანადა შეუერთდა ამ ჯგუფს გერმანიის კანცლერის ჰელმუტ შმიდტის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის [1] მოთხოვნით და ჯგუფს დაერქვა "დიდი შვიდიანი" ან G7. ევროკავშირი წარმოდგენილია ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ და იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, რომელიც იმჟამად არის ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი. ევროკომისიის პრეზიდენტი 1977 [2] წლიდან მოყოლებული ყველა შეხვედრას ესწრება. იგი პირველად მოწვეული იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ და აგრეთვე საბჭოს პრეზიდენტიც რეგულარულად ესწრება შეხვედრას.

ქვეყნის დაშლა და ცივი ომი საბჭოთა კავშირთან 1991 წელს დამთავრდა. 1994 წლიდან, რუსეთი ოფიციალურად რამდენიმე შეხვედრას ატარებდა G7 ლიდერებთან, ჯგუფის სამიტის შემდეგ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის[3] მოწვევით, რუსეთი ოფიციალურად შეუერთდა ჯგუფს 1997 წელს, შედეგად ჯგუფი გახდა "დიდი რვიანი" - G8.

სტრუქტურა და საქმიანობა[რედაქტირება]

G8-ს ლიდერები 2007 წელს, გერმანიაში

G8 დაგეგმილი არაოფიციალური ფორუმია და იგი ამის გამო განიცდის ადმინისტრაციული სტრუქტურების ნაკლებობას, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატო და მსოფლიო ბანკი. ჯგუფს არ აქვს მუდმივი სამდივნო, ან ოფისები თვისი წევრებისთვის. 2008 წელს G8 -ის სამიტს შეიძლება ეწოდოს G9, რადგან ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა სამიტის ყველა მოვლენაში როგორც თანასწორი წევრი.

ჯგუფის პრეზიდენტობა ყოველ წელს ტრიალებს წევრ ქვეყნებს შორის, ახალი ვადა განისაზღვრება წლის დასაწყისში 1 იანვარს. ქვეყანა რომელიც ფლობს პრეზოდენტობას არის პასუხიმსგებელი დაგეგმოს და წაიყვანოს რამდენიმე სამინისტრო დონის შეხვედრები. იაპონია 2008 წელს არის ჯგუფის პრეზიდენტი, ხოლო იტალია 2009 წელს იქნება. მინისტრების შეხვედრაზე განიხილება სხვადასხვა საქმეები და მიმდინარეობს დისკუსიები ორმხრივ ან გლობალურ ურთიერთობებზე. განხილვის თემებია ჯანმრთელობა, სამართლებრივი იძულება, შრომა, ეკონომიკა და სოციალური განვითარება, ენერგეტიკა, გარმო, საგარეო საქმეები, სამართლიანობა და შინაგანი საქმიანობა, ტერორიზმი და ვაჭრობა. აგრეთვე ტარდება ცალკე შეხვედრები იგი ცნობილია სახელით "G8+5", რომელიც შეიქმნა 1995 წელს გლენეაგლესში, შოტლანდიის სამიტზე, სადაც იყვნენ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრები და აგრეთვე O5-ის ქვეყნები: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა.

2005 წლის ივნისში დიდი რვიანის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთ მინისტრები შეთანხმდნენ რომ შეექმნათ საერთაშორისო მონაცემთა ბაზა პედოფილებზე[4]. G8-მ აგრეთვე ოფიციალურად შექმნა ბაზები ტერორიზმზე.[5]

გლობალური დათბობა და ენერგეტიკა[რედაქტირება]

2007 წელს ჰაილიგენდამის სამიტზე, G8 გაეცნო წინადადებას ევროკავშირისგან, ინიციატივას ენერგიის ეფექტიანობის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ გამოკვლევაზე, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად, ყველაზე ეფექტური საშუალება საერთაშორისო ენერგიის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის. 1 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 ივნის, G8-მ ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან და ევრო საბჭოსთან ერთად ჩამოაყალიბა საერთაშორისო ამხანაგობა, ენერგიის ეფექტური კოოპერაციის, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც იაპონიამ უმასპინძლა 2008 წელს, აომორიში.[6]

იმ დროს როდესაც მიდიოდა მზადება 34-ე სამიტისთვის G8-ს ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, ტოიაკოში, ჰოკაიდოში, G8-ს ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს 2008 წლის 13 და 14 ივნის ოსაკაში, იაპონიაში. მათ დაადგინეს "კლიმატის შეცვლის მოქმედებათა გეგმა , რომ გაიზარდოს ვალდებულება კერძო და საზოგადო ფინანსური ინსტიტუციების". დახურვისას, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს მსოფლიო ბანკის ახალ საკლიმატო საინვესტიციო ფონდს (CIF), რომელიც ეხმარება არსებულ ძალებს სანამ ახალი სტრუქტურა UNFCCC (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ) 2012 წლის შემდეგ შესრულდება.[7]

ყოველწლიური სამიტი[რედაქტირება]

ყოველწლიურ G8-ის ლიდერების სამიტზე ესწრებიან მსოფლიოს 8 ქვეყნის ყველაზე ძალაუფლებიანი მმართველები. მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ G-8-ს სამიტი არ არის ის ადგილი, სადაც 3 დღეში შეიძლება გადაიჭრებოდეს სიძნელეები ან საკამთო პოლიტიკური საკითხები. სამაგიეროდ შეხვედრა საშუალებას იძლევა განიხილებოდეს რთული და ხანდახან საშინაო საკითხები. G8-ს სამიტი იმიტომ კი არ უყრის ლიდერებს თავს რომ მათ იოცნებონ ჩქარ გადაწყვეტებებზე, არამედ რათა მათ დაილაპარაკონ და იფიქრონ ამაზე ერთად.[8]

G8 სამიტი არის საერთაშორისო მოვლენა, რომელიც ექცევა საყოველთაო ყურადღების ცენტრში და გადმოიცემა ტელევიზიით, მაგრამ G8-ს მნიშვნელობა გაურკვეველია.[9] G8 წევრი ქვეყანა რომელიც ფლობს ჯგუფის პრეზიდენტობას, არის პასუხისმგებელი მოამზადოს და წაიყვანოს წლის სამიტი, რომელიც სამი დღე გრძელდება, და ამის გამო ტონი ბლერმა და გაერთიანებულმა სამეფომ, 2005 წელს გლენეაგლეში მოიპოვეს ლომის წილის ნდობა იმის გამო რაც კარგად გაკეთდა (და ცუდადაც). ამის მსგავსად იასუო ფუკუდა და იაპონია იმედოვნებენ რომ ისინიც დიდ ნდობას მოიპოვებენ ჰოკაიდოში 2008 წლის სამიტზე. G8 სამიტი ადგენს თუ რა უნდა გაკეთდეს და ჩამოყალიბდეს, მიუხედავად იმისა ეს იდეა იქნება საუკეთესო, უხეში თუ არაერთგვარი.[8]

წევრი ქვეყნების საერთო გავლენა[რედაქტირება]

G8-ის ქვეყნები ერთად წარმოადგენენ მთლიანი შიდა პროდუქტის[10] 65%-ს, სამხედრო ძალის უმეტესობას და თითქმის მსოფლიოს ყველა მოქმედ ატომურ იარაღს. რვა ქვეყანა რომლებიც შედიან G8-ში, დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის 14%-ს წარმოადგენენ, მაგრამ ითვლიან მსოფლიო ეკონომიკის 65 %-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

G8 წევრი ქვეყნების ოფიციალური საიტები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]