იჩანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
იჩანგი
宜昌市
Xiling Gorge 2016 3.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Xiling District, Wujiagang District, Dianjun District, Xiaoting District, Yiling District, Yuan'an County, Xingshan County, Zigui County, Changyang Tujia Autonomous County, Wufeng Tujia Autonomous County, Yidu, Dangyang და Zhijiang
კოორდინატები 30°41′31″ ჩ. გ. 111°17′13″ ა. გ. / 30.69194° ჩ. გ. 111.28694° ა. გ. / 30.69194; 111.28694
ფართობი 21,338[1][2] კმ²
მოსახლეობა 4,059,686[3][2] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 190 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 717
საფოსტო ინდექსი 443000
საავტომობილო კოდი 鄂E
ოფიციალური საიტი en.yichang.gov.cn
იჩანგი — ჩინეთი
იჩანგი

იჩანგი (ჩინ. 宜昌), საფოსტო რომანიზაცია Ichang, ფინინი: Yíchāng) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეი სპროვინციის დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეს პროვინციის სიდიდით მესამე ქალაქია დედაქალაქის, უხანისა და საოლქო დონის ქალაქის, სიანგიანგის შემდეგ (მოსახლეობის მიხედვით). სანსია (ასევე ცნობილი, როგორც „სამი ხეობის ჰიდროელექტროსადგური“) იჩნაგის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ილინგის რაიონში მდებარეობს.[4] 2010 წლის მონაცემებით, საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 4 059 686 ადამიანია, რომელთაგან 1 350 150 ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველეს პერიოდში იჩანგი ცნობილი იყო როგორც ილინგი. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვით 278 წელს, გამაფრთხილებელი სახელმწიფოების პერიოდში, ცინის სამეფოს გენერალმა, პაი ციმ ილინგში ცეცხლი გახსნა. ახალი წელთაღრიცხვით 222 წელს, სამი სამეფოს პერიოდის მნიშვნელოვანი ბრძოლა, სიაოთინგის ბრძოლა (ასევე ცნობილი როგორც ილინგის ბრძოლა) სწორედ თანამედროვე იჩანგის ტერიტორიაზე მოხდა.

ცინის დინასტიის იმპერატორის, კუანგსუს მმართველობის პერიოდში იჩნაგში გაიხსნა უცხოური კომერცია. ეს იყო სავაჭრო პორტის მშენებლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ცინის დინასტიამ და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერა (ამ სახელმწიფოების წარმომადგენლები იყვნენ: სერ თომას უეიდი და ლი ხონგჭანგი) იენთაიში (იმდროინდელი ჩეფუ) 1876 წლის 21 აგვისტოს. საიმპერიო მთავრობამ ქალაქში ნავიგაციის კომპანია განათავსა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. 1949 წლიდან მოყოლებული, იჩანგში 50 ნავსადგური აშენდა (მთლიანმა სიგრძემ 15 კილომეტრი შეადგინა) პორტის ტერიტორიაზე.

იაპონია-ჩინეთის მეორე ომის განმავობაში, იჩანგი პირველადი მომარაგების საცავს წარმოადგენდა ჩინური არმიისათვის. 1938 წლის ოქტომბერში იაპონელები მდინარე იანძზე გადავიდნენ და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, ჩუნცინი დაიკავეს. ამის გამო იჩანგიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 40 დღის განმავლობაში, ბიზნესმენი ლუ წუოფუს ხელმძღვანელობით ქალაქიდან 100 000 ტონაზე მეტი აღჭურვილობა და 30 000 პირი იქნა გადაყვანილი ჩუნცინის მიმდებარე ტრიტორიიდან.[5][6]

1940 წელს, თანამედროვე იჩანგის ტერიტორიაზე წაოიანგისა და იჩანგის ბრძოლა მოხდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა საოლქო დონის ქალაქების მსგავსად, იჩანგი მოიცავს როგორც ურბანულ არეალს (რომელიც მცირე მასშტაბის რუკებზე დატანილია როგორც იჩანგი)მ ასევე მიმდებარე გარეუბნებს. იჩანგი მდებარეობს ხუბეის პროვინციის დასავლეთ ნაწილში და მისი ფართობი 21 084 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ქალაქი ვრცელდება მდინარე იანძის ორივე ნაპირზე. ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე სანსია („სამი ხეობის ჰიდროელექტროსადგური“) საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

თავად საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე მდინარე იანძს რამდენიმე მცირე მდინარე უერთდება. მათ შორისაა მდინარე ცინი (მარჯვენა შენაკადი) და სიანგ სი და ხუანგპო (მარცხენა შენაკადები). იჩანგის ცენტრალური ურბანული არეალი რამდენიმე რაიონად იყოფა.

ქალაქის მაკეტი

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იჩანგიათვის დამახასითებელია ოთხეზონიანი, მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). საოლქო დონის ქალაქში ზამთარი, ძირითადად, ცივი და ნესტიანია, ზაფხული კი ცხელი და ნოტიო. თვის 24 საათიანი საშუალო ტემპერატურა 5.0 °C-დან (იანვარი), 27.7 °C-მდე იზრდება (ივლისი). საშუალო წლიური ტემპერატურა კი 17.08 °C-ს წარმოადგენს. ნალექების დაახლოებით 70% მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის (საშუალო ნალექიანობა 1160 მილიმეტრი). მმზის ნათების წლიური მაჩვენებელი 1 568 საათია, ზაფხული კი ყველაზე ნათელი წელიწადის დროა.

ხანგლინგის ტაძარი, სანტოუფინგი

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იჩნაგის მოსახლეობამ 4 150 000 ადამიანი შეადგინა, ურბანულ ნაწილში კი 1 338 000 პირი იყო დასახლებული.[8] იჩანგის საოლქო დონის ქალაქში თუძიას ეთნიკური ჯგუფია დასახლებული, რომლებიც ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებულ ოლქებში ცხოვრობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 66. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. 2.0 2.1 2.2 zh:宜昌市历史沿革 zh-hans. XZQH (14 July 2014). ციტატა: „ჩინ. 1996年,宜昌市面积21338平方千米,{...}2010年第六次人口普查,宜昌市常住总人口4059686人,其中:西陵区512074人,伍家岗区214194人,点军区103696人,猇亭区61230人,夷陵区520186人,远安县184532人,兴山县170630人,秭归县367107人,长阳土家族自治县388228人,五峰土家族自治县188923人,宜都市384598人,当阳市468293人,枝江市495995人。ციტირების თარიღი: 5 October 2018
  3. China: Húbĕi (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  4. Yichang Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-26. ციტირების თარიღი: 2021-11-23.
  5. 'Yichang Evacuation Monument'; http://easternjourney.com/2009/10/yichang-evacuation-monument/ retvd 12 7 17
  6. zh:抗战中的宜昌大撤退:保留中国抗战工业命脉的壮举 (15 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2021.
  7. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  8. History of Yichang zh-hans. Official website of Yichang Government (2007-09-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-21. ციტირების თარიღი: 2021-11-23. ციტირების თარიღი: 2008-06-06