იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი
იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | არაბ. عفت بنت محمد الثنيان |
დაბადების თარიღი |
1916 სტამბული, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
15 თებერვალი, 2000 (84 წლის) ერ-რიადი, საუდის არაბეთი |
საქმიანობა | განათლების სფერო |
მეუღლე(ები) | ფეისალი (საუდის არაბეთი) |
შვილ(ებ)ი |
ვაჟები: მუჰამედი (1937-2017) საუდი (1940-2015) აბდურაჰმანი (1942-2014) ბანდარი (1943-2015) თურქი (დ. 1945 წელს) ოთხი ქალიშვილი: სარა ( დ. 1935 წ.) ლატიფა, ლულუვა (დ. 1948) ჰაიფა (დ. 1950 წ.). |
მშობლები | მამა: მუჰამედ იბნ საუდ ას-სუნაიანი |
იფათ ბინთ მუჰამედ იბნ საუდ ას-სუნაიან ას- საუდი (არაბ. عفت بنت محمد بن سعود الثنيان آل سعود; დ. 1916, სტამბული, ოსმალეთის იმპერია — გ. 15 თებერვალი, 2000, ერ-რიადი, საუდის არაბეთის სამეფო) — საუდის არაბეთის მესამე მეფის, ფეისალ იბნ აბდულაზიზ ას-საუდის ცოლი. იგი ძალისხმევას არ იშურებდა საუდის არაბეთში განათლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ტაიფში დააარსა სამოდელო სკოლა და პირველი გოგონების კოლეჯი საუდის არაბეთში.[1]
ადრეული ბიოგრაფია და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი დაიბადა 1916 წელს სტამბოლში. წარმოშობით ეკუთვნოდა ალ-სუნაიანების ოჯახს, საუდების დინასტიის გვერდით განშტოებას. მისი მამა, თურქეთში მცხოვრები არაბი, მუჰამედ იბნ საუდ ალ-სუნაიანი, მსახურობდა სამხედრო ოფიცრად ოსმალეთის არმიაში. იგი მოკლეს 1918-1923 წლების საბრძოლო მოქმედებების დროს. დედა, აზია, თურქი გახლდათ. იფათს ჰყავდა ძმა ზაქი და დედის მხრიდან ორი ნახევარძმა: ქამალ აზამი და მუზაფარ აზამი.[2]
გოგონამ განათლება მიიღო სტამბოლში დეიდა ჯაუჰარა ბინტ აბდულა ას-სუნაიანის მეთვალყურეობის ქვეშ. ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, რის გამოც სკოლაში ქაღალდისძირიანი ფეხსაცმლით დადიოდა. ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ოჯახი საუდის არაბეთში დაბრუნდა. 1925 წელს ოჯახმა იფათისთვის ფინანსური დახმარება მოითხოვა მექაში მომლოცველად რომ წასულიყო.
დიდი ბაბუა 1840-იან წლებში ერ-რიადის გუბერნატორი გახლდათ, ხოლო ბაბუა საუდების პირველი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ თურქეთში ოსმალეთის იმპერიის ტყვედ წაიყვანეს. იფათის ერთ-ერთი ნახევარდა, ლეილა, ცოლად გაჰყვა პრინც სულთანს. მისი ბიძა აჰმედ ალ-სუნაიანი (1889-1921) მეფე აბდულაზიზის ერთ-ერთი მრჩეველი გახლდათ.[3][4]
ფეისალზე დაქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს უფლისწული ფეისალი, რომელიც მაშინ ჰიჯაზის ვიცე-მეფე გახლდათ, პირველად შეხვდა იფათს, როდესაც გოგონა დეიდასთან ერთად მექაში მოსალოცად იმყოფებოდა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მტკიცებულება მათი პირველი შეხვედრის შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთს პირველად სტამბოლში შეხვდნენ 1932 წელს, როდესაც უფლისწული ფეისალი ქალაქს ეწვია სსრკ-ში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ. აქედან წარმოიშვა ვერსია, რომ ამ გაცნობის შემდეგ ისინი ერთად წავიდნენ ჯიდაში, 1932 წელს იქ დაქორწინდნენ და შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად მექაში.
ვინაიდან იფათს არაბული არ ესმოდა, ხოლო ფეისალს — თურქული. მათ ერთმანეთს შეასწავლეს ენები. წყვილს ცხრა შვილი შეეძინა: ხუთი ვაჟი: მუჰამედი (1937-2017), საუდი (1940-2015), აბდურაჰმანი (1942-2014), ბანდარი (1943-2015), თურქი (დ. 1945 წ.) და ოთხი ქალიშვილი: სარა ( დ. 1935 წ.), ლატიფა, ლულუვა (დ. 1948) და ჰაიფა (დ. 1950 წ.). ოთხმა შვილმა თურქული ენა სახლის პირობებში შეისწავლა. იფათი თავისუფლად ფლობდა არაბულს, თუმცა თურქული აქცენტით საუბრობდა.
მათმა ვაჟიშვილებმა მიიღეს საუკეთესო განათლება პრინსტონის, ჰარვარდის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში, სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში და კრანველის სამეფო საჰაერო ძალების კოლეჯში.[5]
იფათმა ქალიშვილებისთვის უცხოელი პედაგოგები დაიქირავა.მოგვიანებით მათ დამატებითი განათლება მიიღეს შვეიცარიაში. შედარებისთვის, ფეისალის უფროსი ძმის, მეფე საუდის 107 შვილიდან მხოლოდ 6-მა დაასრულა საშუალო სკოლა.[6]
დედოფალი იფათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალი იფათი არაფორმალური ტიტული იყო, რომელიც მან საუდის არაბეთში პოპულარობის გამო მოიპოვა.
1967 წლიდან ესწრებოდა სახელმწიფო ღონისძიებებზს. იგი გახდა საუდის არაბეთის აღორძინების საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი— ქალთა ორგანიზაცია ერ-რიადში, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქალებისთვის ხელსაქმის, ნაკეთობებზე მუშაობის შესწავლა, გაჭირვებული ოჯახების დახმარება. ორგანიზაცია აფინანსებდა უფასო კლინიკებსა და ლიტერატურის კურსებს ქალებისთვის.[7][8]
იფათის ყოვლისმომცველი საქველმოქმედო საქმიანობა მოიცავდა ქალთა სოციალური მდგომარეობის აუმჯობესებას. 1960-იან წლებში მან შექმნა პირველი ორი სოციალური სააგენტო საუდის არაბეთში, ქალთა უზრუნველყოფის ასოციაცია ჯიდაში და ქალთა კეთილდღეობის ასოციაცია ერ-რიადში. ეს პროგრამები ჯერ კიდევ მოქმედებს.[9]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი გარდაიცვალა 2000 წლის 17 თებერვალს ერ-რიადში 84 წლის ასაკში.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mark Weston. Prophets and princes Saudi Arabia: From Muhammad to the present Hoboken, NJ: John Wiley & Sons. p. 450. ISBN 978-0-470-18257-4.
- ↑ Rania Suleiman Salama. "الأميرة عفت الثنيان". Arabiyat Magazine (არაბ). Retrieved 16 August 2020.
- ↑ Sinem Cengiz (22 June 2020). "Book Review. 'ʿIffat Al Thunayan: An Arabian Queen' by Joseph Kéchechian". London School of Economics. Retrieved 16 August 2020.
- ↑ Joseph A. Kechichian (20 January 2012). "Self-assurance in the face of military might". Gulf News. Retrieved 21 July 2013.
- ↑ "Saudi royalty to be treated at Duke". New Bern Sun Journal. Durham. 4 August 1993. Retrieved 16 November 2020.
- ↑ Muhammad Younes (January 2012). "Women and Education". In Ahmad Kamal (ed.). History of the Middle East. Fairleigh Dickinson University. ISBN 978-1-4507-9087-1.
- ↑ Gradual Emancipation Greets Saudi Women." St. Petersburg Times 20 Dec. 1967: 3D. Print. [1]
- ↑ Bilal Ahmad Kutty (1997). Saudi Arabia under King Faisal (PDF) (PhD thesis). Aligarh Muslim University. pp. 85–86.
- ↑ Andy Liang (30 September 2011). "Opinion: Old and new freedoms for Saudi Arabia". The Tech. 131 (41).
- ↑ "Saudi Arabia mourns passing away of princess". KUNA. 17 February 2000. Retrieved 21 July 2013.