იურული სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იურული სამყარო

ფილმის პოსტერი
რეჟისორი კოლინ ტრევოროუ
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება მაიკლ კრაიტონის პერსონაჟებს
ისტორია რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი ჯონ შვარცმანი
მონტაჟი კევინ სტიტი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 29, 2015 (2015-05-29) (გრან-რექსი)
  • ივნისი 12, 2015 (2015-06-12) (აშშ)
ხანგრძლივობა 124 წუთი[3]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 1.672 მილიარდი აშშ დოლარი[5]

„იურული სამყარო“ (ინგლ. Jurassic World) — 2015 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რიგით მეოთხე ნაწილი „იურული პარკის“ სერიიდან, რომლის რეჟისორია კოლინ ტრევოროუ,[6] პროდიუსერები არიან ფრენკ მარშალი[7] და პატრიკ კროული,[8] სცენარი ეკუთვნის რიკ ჯაფას, ამანდა სილვერს, დერეკ კონოლისა და კოლი ტრევოროუს. მონაწილეობენ კრის პრეტი, ბრაის დალას ჰაუარდი,[9] ვინსენტ დ’ონოფრიო, ტაი სიმპკინზი, ნიკ რობინსონი, ომარ სი, ბრედლი დერილ ვონგი და ირფან ხანი.[10]

სიუჟეტი მიმდინარეობს „იურული პარკის“ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარზე, სადაც განთავსებულია კლონირებული დინოზავრებით დასახლებული გასართობი პარკი. მოულოდნელად, პარკი გაეხვევა ქაოსში, მას შემდეგ, რაც გენმოდიფიცირებული დინოზავრები თავისუფლდებიან და იწყებენ ადამიანებზე ნადირობას.

კომპანია Universal Pictures-ს ფილმის გადაღებების დაწყება დაგეგმილი ჰქონდა 2004 წელს, ხოლო გამოშვება — 2005 წლის შუა პერიოდში,[11] თუმცა სცენარის ხშირი ცვლილების გამო ფილმზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა. საბოლოოდ ფილმის გადაღებები დაიწყო 2014 წლის 10 აპრილს ჰონოლულუს ზოოპარკში, ჰავაიზე,[12] ხოლო შემდგომში გაგრძელდა ლუზიანას შტატში. სცენარისტებად მიიწვიეს რიკ ჯაფა, ამანდა სილვერი და დერეკ კონოლი, რეჟისორად აიყვანეს კოლინ ტრევოროუ. დინოზავრების გამოსახულებები შექმნა ვიზუალური ეფექტების კომპანია Industrial Light & Magic-მა.[13]

ფილმზე მუშაობა დასრულდა 2015 წლის 10 მაისს.[14] პრემიერა შედგა 2015 წლის 29 მაისს კინოთეატრ გრან-რექსში, პარიზში. ამავე წლის 10 ივნისიდან ფილმი გამოვიდა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

პროექტს წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მთლიანი რეიტინგი შეადგენს 71% 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[15] მას აგრეთვე გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: ჰოლივუდის ფილმების ჯილდო,[16] MTV Movie Awards[17] და სატურნის ჯილდო.[18]

„იურული სამყარო“ ფინანსურად მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ის არის პირველი ფილმი მსოფლიოში, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[19] ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა[5] და იქცა მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში. ის აგრეთვე არის 2015 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და სერიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[20][21]

2015 წლის 29 მაისს ფილმი გამოიცა DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატში.[22] გამოსვლიდან ერთ კვირაში გაიყიდა Blu-ray და DVD დისკების 3 მილიონი ასლი. პირველ კვირაში ციფრული და ფიზიკური ფორმატების გაყიდვებმა 82 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.[23] 2018 წლის ივლისში გამოვიდა გაგრძელება „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Grierson, Tim. (10 ივნისი, 2015) 'Jurassic World': Review. Screen Daily. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი, 2017.
  2. Jurassic World. AFI Catalog of Feature Films. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  3. JURASSIC WORLD (12A). British Board of Film Classification (June 2, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 ივნისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2015.
  4. 2015 Film Study (მაისი, 2016). წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2017.
  5. 5.0 5.1 Jurassic World (2015). Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 მაისი, 2017. წაკითხვის თარიღი: 4 მაისი, 2017.
  6. Finn, Natalie. (14 მარტი, 2013) Jurassic Park 4 Gets a Director (Hint: It's Not Steven Spielberg). E! Online. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 15 მარტი, 2013.
  7. Sciretta, Peter. (19 ივნისი, 2015) Interview: Producer Frank Marshall Talks 'Jurassic World,' 'Indiana Jones 5,' and 'Back to the Future' გვ. 2–3. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 აგვისტო, 2015. წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2015
  8. Zakarin, Jordan. (14 მარტი, 2013) Colin Trevorrow to Direct 'Jurassic Park 4'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2014.
  9. Freydkin, Donna. “Ron Howard pictures working with his daughter Bryce“, 1 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 ნოემბერი, 2013. 
  10. Cricket ka decline hona bhi chahiye, it is a waste of time: Irrfan Khan. ABP Live. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 მარტი, 2014. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი, 2014.
  11. Early-bird specials“, Variety, 22 დეკემბერი, 2002. წაკითხვის თარიღი: 2014-12-10. 
  12. Marshall, Frank. (10 აპრილი, 2014) JURASSIC WORLD lives! First shot: 8:20 am. All is good.. Twitter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 ნოემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2014.
  13. Phil Tippett reunites with ILM for visual effects on Jurassic World!“, Scified, 13 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 მაისი, 2014. 
  14. Sampson, Mike. (9 ივნისი, 2015) Colin Trevorrow on the Three Things Steven Spielberg Said Had to Be in 'Jurassic World'. ScreenCrush.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო, 2016
  15. Jurassic World (2015). Fandango Media. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 ნოემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2018.
  16. 2015 Honorees“, Hollywood Film Awards, Hollywood Film Awards, 1 ნოემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 10 დეკებმერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8დეკემბერი, 2015. 
  17. Bell, Crystal. (8 მარტი, 2016) Here Are Your 2016 MTV Movie Awards Nominees. MTV (MTV Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 მარტი, 2016. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი, 2016.
  18. The 42nd Annual Saturn Awards nominations are announced for 2016!. Saturn Awards (24 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 4 მარტი, 2016.
  19. Acuna, Kirsten. (June 14, 2015) 'Jurassic World' is the first movie ever to crack $500 million in its opening weekend. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2018.
  20. Domestic Grosses. Box Office Mojo (Amazon.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 დეკემბერი, 2008. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2015.
  21. 2015 Domestic Grosses. Box Office Mojo (Amazon.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 ივლისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2015.
  22. 'Jurassic World' Slated for Disc Oct. 20, Digitally Oct. 1. Questex LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 სექტემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი, 2015.
  23. Brent Lang. (28 ოქტომბერი, 2015) 'Jurassic World' on Pace to Be Year's Best-Selling Home Entertainment Release. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 ოქტომბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 29 ოქტომბერი, 2015.
  24. Nugent, John. “Jurassic World 2 Title Revealed In First Teaser Poster“, Empire, 22 ივნისი, 2017. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2017.