ფრენკ მარშალი
იერსახე
| ფრენკ მარშალი | |
|---|---|
|
მარშალი 2012 წელს | |
| დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1946 გლენდეილი, კალიფორნია, აშშ |
| საქმიანობა | კინოპროდიუსერი, კინორეჟისორი |
| აქტიური | 1968-დღემდე |
| მეუღლე(ები) | კეთლინ კენედი (იქ. 1987) |
ფრენკ მარშალი (ინგლ. Frank Marshall; დ. 13 სექტემბერი, 1946) — ამერიკელი კინოპროდიუსერი და რეჟისორი, რომელიც ხშირად თანამშრომლობს მის მეუღლესთან კეთლინ კენედისთან. 1981 წელს კენედისა და სტივენ სპილბერგთან ერთად დააფუძნა კომპანია Amblin Entertainment. 1992 წელს მეუღლესთან ერთად დააფუძნა კომპანია The Kennedy/Marshall Company — კინომწარმოებელი კომპანია. მარშალი თანამშრომლობს სტივენ სპილბერგთან, პიტერ ბოგდანოვიჩსა და პოლ გრინგრასთან. მიღებული აქვს ოსკარის ხუთი ნომინაცია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრენკ მარშალი“ ვიკისაწყობში.- ფრენკ მარშალი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში