მაიკლ კრაიტონი
ჯონ მაიკლ კრაიტონი (ინგლ. John Michael Crichton /ˈkraɪtən/; დ. 23 ოქტომბერი, 1942 — გ. 4 ნოემბერი, 2008) — ამერიკელი მწერალი, კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის, თრილერისა და სამედიცინო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებით. მისი წიგნები გაყიდულია 200 მილიონ ეგზემპლიარამდე, რომელთა უმეტესობა ადაპტირებული იქნა ფილმებში.
კრაიტონის ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორც წესი წარმოადგენს მოქმედებითი ჟანრისა და ტექნო-თრილერის ნაზავს, სადაც აღწერილია თანამედროვე ტექნოლოგიები და კაციობრიობის წარუმატებელი ურთიერთქმედება ამ ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიებთან. აგრეთვე, კრაიტონის წიგნების უმეტესობა მოიცავს სამედიცინო ან სამეცნიერო თემებს, რომლებშიც თავად ავტორის წარსულია ასახული.
ჯონ მაიკლ კრაიტონი დაიბადა 1942 წლის 23 ოქტომბერს, ჩიკაგოში, ილინოისის შტატში[21][22][23] ჟურნალისტ ჯონ ჰენდერსონ კრაიტონის და ზულა მილერ კრაიტონის ოჯახში. ჯონს მწერლობისადმი ინტერესი 14 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმში გამოაქვეყნა მისი პრიველი ნაწარმოები.[24] 1964 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა მისი პირველი რომანი „Odds On“.
2008 წლის დასაწყისში მაიკლ კრაიტონი დაავადდა ლიმფობიით.[25] იგი გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 2008 წლის 4 ნოემბერს ლოს-ანჯელესში.[26][27][28]
მისი ყველაზე განთქმული რომანებია: „შტამი ანდრომედა“ (1969), „სფერო“ (1987), „იურული პარკი“ (1990), „ამომავალი მზე“ (1992), „დაკარგული სამყარო“ (1995), „შიშის სახელმწიფო“ (2004) და სხვა. მისი რეჟისორობითა და სცენარისტობით გამოვიდა რამდენიმე ფილმი: „ველური დასავლეთის სამყარო“ (1973), „კომა“ (1978), „მატარებლის პირველი დიდი ძარცვა“ (1979), „მაყურებელი“ (1981) და „რობოტების ბუნტი“ (1984). მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: ედგარ პოს პრემია (1969,[29] 1980[29]), აკადემიის ჯილდო (1994),[30] აშშ-ის სცენარისტთა გილდიის ჯილდო (1996),[31] ჯორჯ ფოსტერ პიბოდის პრემია (1994) და ა.შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Golla, Robert. Conversations with Michael Crichton, University Press of Mississippi, 2011, ISBN 1-61703-013-9
- Hayhurst, Robert. Readings on Michael Crichton, Greenhaven Press, 2004, ISBN 0-7377-1662-2
- Kashner, Sam (27 January 2017), "The Hitman", Vanity Fair 679: 172–178 and 194–195
- Trembley, Elizabeth A. Michael Crichton: A Critical Companion, Greenwood Press, 1996, ISBN 0-313-29414-3
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- მაიკლ კრაიტონი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- მაიკლ კრაიტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მაიკლ კრაიტონი — IGN
- მაიკლ კრაიტონის ბიოგრაფია Ambebi.Ge-ზე
- Musings on Michael Crichton — News and Analysis on his Life and Works
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 NooSFere — 1999.
- ↑ 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 8.0 8.1 Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119124785 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://web.archive.org/web/20081201085145/http://www.cbsnews.com:80/stories/2008/11/05/print/main4575403.shtml
- ↑ http://www.legacy.com/ns/obituary.aspx?pid=119781709
- ↑ 14.0 14.1 College Basketball at Sports-Reference.com
- ↑ https://web.archive.org/web/20210329142154/https://www.michaelcrichton.com/programmer/
- ↑ https://www.acmi.net.au/creators/72287
- ↑ https://edgarawards.com/category-list-best-novel/
- ↑ Awards - Michael Crichton
- ↑ https://www.michaelcrichton.com/wp-content/uploads/2022/11/career-awards-oscarcertificate.png
- ↑ Outstanding Drama Series Nominees / Winners 1996 Emmy Awards | Television Academy
- ↑ IHPA: Illinois Historic Preservation Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი, 2007.
- ↑ Michael Crichton – Filmbug.
- ↑ Featured Filmmaker: Michael Crichton დაარქივებული 2007-10-19 საიტზე Wayback Machine. . IGN. 19 მაისი, 2003.
- ↑ „Michael Crichton: Novelist and screenwriter responsible for 'Jurassic Park', 'Westworld' and the TV series 'ER'“. The Daily Telegraph. London. 10 ნოემბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 18დეკემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Li, David K. (6 ნოემბერი, 2008). „Crichton's death ends thrilling ride“. New York Post. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Best-Selling Author Michael Crichton Dies“. CBS News. 5 ნომბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-08. ციტირების თარიღი: 2018-08-05. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Sci-Fi Author Crichton Passes“. The Harvard Crimson. 5 ნოემბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2018-08-05. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „'Jurassic Park' author, 'ER' creator Crichton dies“. CNN. 5 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 2008-11-05. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 29.0 29.1 Edgar Award Winners and Nominees Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2018-08-05.
- ↑ Michael Crichton, Academy of Motion Picture Arts and Sciences
- ↑ Previous Nominees & Winners. The Writers Guild Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი, 2015.
- დაბადებული 23 ოქტომბერი
- დაბადებული 1942
- გარდაცვლილი 4 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2008
- ამერიკაში გარდაცვლილები
- ვიდეო თამაშების თარგები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- ამერიკელი კინორეჟისორები
- ამერიკელი კინოპროდიუსერები
- ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- ამერიკელი რომანისტები
- ამერიკელი ტელეპროდიუსერები
- თრილერის ავტორები
- ფუტუროლოგები