ბრაის დალას ჰაუარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრაის დალას ჰაუარდი
Bryce Dallas Howard June 2018.jpg
ჰაუარდი ფილმ „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს
მშობ. სახელი Bryce Dallas Howard
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1981 (1981-03-02) (38 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) სეთ გეიბლი (იქ. 2006)
შვილ(ებ)ი
მშობლები მამა: რონ ჰოვარდი
დედა: შერილ ელი

ბრაის დალას ჰაუარდი (ინგლ. Bryce Dallas Howard; დ. 2 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. იგი არის ცნობილი რეჟისორ რონ ჰოვარდის უფროსი ქალიშვილი.

ჰაუარდი დაიბადა 1981 წლის 2 მარტს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] დაამთავრა ბაირამ-ჰილზის საშუალო სკოლა 1996 წელს.in 1999,[2] ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის სამხატვრო სკოლაში, თუმცა სამი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა, რათა მიეღო სამსახიობო როლები ბროდვეიზე. უილიამ შექსპირის კომედიაში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ მონაწილეობისას რეჟისორ ნაიტ შიამალანის ყურადღება მიიპყრო. სახელი გაითქვა შაიმალანის 2004 წლის ფილმით „საიდუმლო ტყე“.[3] 2006 წელს მონაწილეობა მიიღო შაიმალანის ფენტეზი თრილერში „გოგონა წყალში“. კენეთ ბრანას ფილმში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ (2006) შესრულებული როლისთვის ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე.[4] იმავე წელს გახდა ფილმ „ორქიდეების“ თანასცენარისტი და რეჟისორი.[5] 2007 წელს მიიღო გვენ სტეისის როლი ფილმში „ადამიანი ობობა 3“.[6]

ჰაუარდმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა ვამპირი ვიქტორიას როლის განსახიერებით ფილმში „ბინდის საგა: დაბნელება“ (2010).[7] 2009 წელს მონაწილეობდა ტერმინატორი 4“-ში.[8] ფილმი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[9] 2011 წელს გადაიღეს ფილმში 50/50. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კლერ დერინგის როლის შესრულებით ფილმებში „იურული სამყარო“ (2015)[10] და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[11] — მეოთხე და მეხუთე ფილმი „იურული პარკის“ სერიიდან.

მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: „Teen Choice Awards“,[12] სატელიტისსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.[13]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 მშობლები Parenthood წითური გოგონა
1995 აპოლო 13 Apollo 13 გოგო ყვითელ კაბაში
2000 როგორ მოიპარა გრინჩმა შობა How the Grinch Stole Christmas გაკვირვებული ჰუ
2001 ბრწყინვალე გონება A Beautiful Mind ჰარვარდის სტუდენტი
2004 სიყვარულის წიგნი Book of Love ჰითერი
2004 საიდუმლო ტყე The Village ივი ელისაბეთ უოლკერი
2005 მანდერლეი Manderlay გრეის მარგარეტ მულიგანი
2006 ისე, როგორც შენ გიყვარს As You Like It როზალინდი
2006 გოგონა წყალში Lady in the Water სტორი
2007 ადამიანი ობობა 3 Spider-Man 3 გვენ სტეისი
2008 ალმასის დაკარგვა : ცრემლი Loss of a Teardrop Diamond ფიშერ უილოუ
2009 ტერმინატორი 4 Terminator Salvation კეთრინ „კეიტ“ ბრიუსტერ კონორი
2010 ბინდის საგა: დაბნელება The Twilight Saga: Eclipse ვიქტორია
2010 სხვაგან Hereafter მელანი
2011 მოსამსახურე The Help ჰილი ჰოლბრუკი
2011 50/50 50/50 რეიჩელი
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2“ The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ვიქტორია
2015 იურული სამყარო Jurassic World კლერ დერინგი
2016 პიტის დრაკონი Pete's Dragon გრეის მიჩამი
2016 ოქრო Gold კეი
2017 მაკლარენი McLaren თვითონ
2018 იურული სამყარო: დაცემული სამეფო Jurassic World: Fallen Kingdom კლერ დერინგი
2019 ადამიანი რაკეტა Rocketman შეილა დუაიტი
2021 იურული სამყარო 3 Jurassic World 3 კლერ დერინგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bryce Dallas Howard: Actress, Film Actor/Film Actress, Film Actress (1981–). Biography.com. YI / A&E Networks. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი, 2018.
  2. Raising their voices to raise Byram Hills' 'Guys and Dolls'. lohud.com. წაკითხვის თარიღი: 2015-08-06.
  3. Davis, Peter. (26 იანვარი, 2006) Too Good To Be True. Paper. Paper Publishing Company. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 ოქტომბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი, 2011.
  4. Bruno, Mike. “Golden Globes: The 2008 nominees“, Entertainment Weekly, Time Warner Inc, 2007-12-14. წაკითხვის თარიღი: 2011-05-22. 
  5. “Film Orchids“, Palm Springs International Film Festival. წაკითხვის თარიღი: 2011-05-22. 
  6. Howard's new life includes Spidey and a family. Vancouver Sun. Postmedia Network Inc (2007-05-03). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-10. წაკითხვის თარიღი: 2011-05-22.
  7. Lipworth, Elaine. “Twilight: Bryce Dallas Howard interview“, The Daily Telegraph, Telegraph Media Group Limited, 2010-06-28. წაკითხვის თარიღი: 2011-05-24. 
  8. Terminator Salvation. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2011-05-22.
  9. Huddlestone, Tom. (June 2009) Terminator Salvation (2009). Time Out London. წაკითხვის თარიღი: 2011-05-22.
  10. Marnell, Blair. (9 მაისი, 2015) Jurassic World Cast – A Look at the Characters. წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2015
  11. Rebecca Ford. (23 ივლისი, 2015) 'Jurassic World 2' Set for 2018. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი, 2017.
  12. Teen Choice Awards: Winners List (12 აგვისტო, 2018). წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო, 2018.
  13. SAG Awards 2012 winners list. Entertainment Weekly.