იროკეზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იროკეზები
Iroquois
Flag of the Iroquois Confederacy.svg
საერთო მოსახლეობა
დაახ. 125,000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
აშშ-ის დროშა აშშ 80,000
კანადის დროშა კანადა 45,000
რელიგიები ლონგჰაუზის რელიგია
იროკეზთა კონფედერაციის რუკა

იროკეზები — ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. მან შექმნა საკუთარი კონფედერაცია, რომელიც დასაწყისისთვის ხუთი ტომისგან შედგებოდა, ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში მათ შეუერთდა მეექვსე ტომიც. ეს ტომებია: მოჰავკი, ქაიუგა, ონაიდა, სენექა, ონონდაგა და ტასკარორა.

გაერთიანებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, ბრიტანელები მათ თავდაპირველად „ხუთ ნაციას“, ხოლო მოგვიანებით „ექვს ნაციას“ უწოდებდნენ, ფრანგები „იროკეზთა კონფედერაციას“ და „იროკეზთა ლიგას“.[1]

კონფედერაცია დიდი ტბების რეგიონში იყო განლაგებული, ტბა ონტარიოს სამხრეთ ნაწილში და მისი გავლენა, ძალაუფლიბა იმდენად დიდი იყო, რომ სწორედ იმ კოლონიალისტი ქვეყნის გავლენა დომინირებდა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთზე, რომელსაც იროკეზები ემხრობოდნენ, მართალია ლიგა ფრანგებთანაც თანამშრომლობდა, მაგრამ ძირითადად დიდი ბრიტანეთის მოკავშირე იყო.[2]

მიუხედავად მსგავსი გავლენისა, იროკეზთა ტომების მოსახლეობა არსადროს ყოფილა მრავლარიცხვოვანი, მათ ხშირად ანადგურებდა ევროპიდან ჩამოტანილი დაავადებები.

სანექას ტომი ლიგის უკიდურესი დასავლეთით მდებარეობდა, ხოლო მოჰავკი კი აღმოსავლეთით, დანარჩენი ტომები კი მათ შორის ჰორიზონტალურად იყვნენ მოთავსებულები. ისინი თავიანთ თავს „ხუთი ცეცხლის კონფედეარაციას“ უწოდებდნენ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს „ცამეტ ცეცხლს“.

იროკეზები ძირითადად ბეწვით ვაჭრობდნენ ევროპულ სახელმწიფოებთან.[1]

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფედერაციის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზთა გადმოცემის თანახმად, კონფედერაციაში შემავალ ტომებს შორის მიმდინარეობდა ომები. შემდგომი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად ისინი შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას „დიდი მშვიდობა“ უწოდეს, რაც კონფედერაციაში გაერთიანებას ნიშნავდა.

ზუსტი თარიღი, თუ როდის გაჩნდა კონფედერაცია ცნობილი არ არის, სავარაუდოდ ის მეთორმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ჩამოყალიბდა,[3] მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ის 1650 წლისთვის უკვე არსებობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპული ქვეყნები იწყებენ რეგიონის აქტიურ კვლევას. 1630-1640 წლებში ჰურონში მცხოვრებ ფრანგებამდე უკვე მისული იყო ამბავი ხუთი იროკეზული ნაციის შესახებ. თავად იროკეზები აცხადებდნენ რომ ლიგა მანამდე იყო დაარსებული სანამ ევროპელები გამოჩნდებოდნენ, მაგრამ რამდენი ხნით ადრე ამას ვერ ან არ აკონკრეტებდნენ. სხვადასხვა ტომები და სხვადასხვა თხზულებები სხვადასხვა დროს ასახელებენ, მაგრამ თითოეული მათგანიდან აშკარა ხდება რომ ლიგა ევროპელების გამოჩენამდე უკვე არსებობდა.

ტომებს ბელადები მართავდნენ, ხოლო კონფედერაციის ცენტრად ონონდაგა აირჩიეს, სწორედ ონონდაგა ხდებოდა ცეცხლის შემნახვალი ანუ ყოველ წლიურად ონონდაგაში გაიმართებოდა იროკეზთა ტომების ბელადების კრება, სადაც ისინი განიხილავდნენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებს „დიდი მშვიდობაც“ სწორედ აქ დამტკიცდა. კრებების მოწვევა ონონდაგას დაევალა, ხოლო კონფედერაციის უფროსად ონონდაგას ბელადი აირჩიეს, რომელიც თავის მხრივ დასაწყისისთვის ეწინააღმდეგებოდა კიდეც ლიგის დაარსებას. მსგავსი თანამდებობდა დიდი უპირატესობას არ იძლეოდა, ლიგის ლიდერს ეწოდებოდა „პირველი თანასწორთა შორის“, შესაბამიასდ კრებაზე გადაწყვეტილება კონსესნუსის სახით ყველა წევრის მონაწილეობისას მიიღებოდა და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბელადი კრებას ვერ ესწრებოდა ხდებოდა საკითხის გადადება. თავის მხრივ, თითოეულ წევრს ჰქონდა ვირტუალური ვეტო, რადგან თითოეულ საკითხის გადაწყვეტისას საჭირო იყო კრების ყველა წევრის თანხმობა.

იროკეზები გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურად გაკეთებულ ნიჟარების ასხმების გაცვლით ამტკიცებდნენ, რომლებიც ძვირად ფასობდა და თავიდან სერთიფიკატის ფუნქციას ასრულებდა, ეს იყო დასტური რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ამ ასხმებს კონფედერაცია ონონდაგაში ინახავდა. ასევე იგივე პროდუქტს იყენებდნენ როგორც სხვა ინდიელებთან ასევე ევროპელებთან ვაჭრობისას და დროთა განმავლობაში ფულის ფუნქციაც შეითავსა, ასევე ითვლებოდა საუკეთესო საჩუქრად.[1]

მეჩვიდმეტე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზთა კლანების ლიგაში გაერთიანების მიუხედავად, ეს მაინც არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ერთი სახელმწიფოსავით მოიქცეოდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა საკუთარი ინტერესების გატარებას, რაც ბეწვით ვაჭრობაში დომინირების მოპოვებასა და სხვა კლანებთან მიმართებაში მეტი ძალაუფლების ქონაში გამოიხატებოდა. ომის დაწყება მხოლოდ კონფედერაციის სრული ტანხმობით შეიძლებოდა და ბელადები წევრები მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, როცა ომი ყველა კლანისთვის მომგების მომტანი იქნებოდა და გამარჯვებაც მარტივად შეიძლებოდა.

ვაჭრობა ბრიტანელებთან და ფრანგებთან მოჰავკის გავლით ხდებოდა, რადგან ეს ტომი ყველაზე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული, ამიტომ ამ ტომისთვის შედარებით მარტივი იყო გამდიდრება, მაგრამ მეორეს მხრივ მათ უწევდათ ეთანამშრომლათ ლიგის სხვა წევრებთან, რადგან ბეწვი ხელმისაწვდომი მხოლოდ დასავლეთით იყო, ხოლო მოჰავკს იმის სამხედრო ძალა ნამდივილად არ შესწევდა რომ „ზემო იროკეზული“ ტომები დაეპყრო.

სენექა კონფედერაციის უკიდურესად დასავლეთ ნაწილს წარმოადგენდა, მოსახლეობითაც ყველაზე დიდი ტომი იყო და, სწორედ, მისთვის იყო ხელმისაწვდომი ბეწვის დიდი რაოდენობა. მიუხედავად იმისა რომ სენექას შეეძლო დასავლეთის გზების გამოყენებით დამოუკიდებლად ევაჭრა ფრანგებთან ისინი თავს იკავებდნენ მსგავსი გადაწყვეტილებისგან და მაინც მოჰავკთან არსებულ სავაჭრო ალიანსს უფრთხილდებოდნენ, რადგან ასე როგორც ფრანგულ, ისი ბირტანულ და ამავდროულად ჰოლანდიურ ბაზრებზე ჰქონდათ წვდომა.

1609-1615 წლებში ჩამპლინის ექსპედიციამ ფრანგულ სავაჭრო გზებზე წვდომის შესძლებლობა გადაუკეტა იროკეზებს, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა კონფედერაციას, ამიერიდან ისინი ვეღარ ღებულობდნენ ევროპულ პროდუქციას, ხოლო სხვა ჩრდილო-დასავლური ინდიელი ნაციები ევროპული მუშკეტებით იარაღდებოდნენ, და შეტაკებების დროს ფრანგული არმიის მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ, ამ ყველაფერმა იროკეზების ურთიერთობა ჰურონთან, გაამწვავა, იროკეზებს უხდებოდათ ძალადობა, რათა ევროპელი პროდუქცია მოეპოვებინათ. მალევე ლიგას გაუმართლა და ჰუდსონის მდინარეზე ჰოლანდიელებმა დაიწყეს ვაჭრობა, მათთან მოჰავკმა კარგი ურთიერთობა დაამყარა და ვაჭრობა ევროპასთან ამ გზის მეშვეობით აღდგა. სამაგიეროდ ვეღარ მოხდა ჰურონთან არსებული განხეთქლიების მშვიდობიანი გზებით მოგვარება, რაც საბოლოოდ ომში გადაიზარდა, ჰურონს მხარს საფრანგეთი და კიდევ ერთი ინდიელთა ნაცია პეტუნი უმაგრებდნენ, იროკეზები კი მხოლოდ ერთმანეთმანეთის იმედზე იყვნენ. 1649 წელს იროკეზებმა ჰურონი დაამარცხეს და დაშალეს, ხოლო გაანადგურეს პეტუნიც და დაქსაქსეს. ფრანგებმა და იროკეზებმა მარავალჯერ სცადეს დაზავება, ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა რომ იროკეზები ჩაბმული იყვნენ სხვა ინდიელებთან ომებშიც. დაზავების წინააღმდეგი მოჰავკიც იყო რადგან ეს მომენტალურად ნიშნავდა ჩრდილოეთის სავაჭრო გზების გახსნას და მათი დომინირების შესუსტებას ვაჭრობაზეც, ტანაც ამ დროისტვის უვე დაწყებული იყო ინგლისელებთან ვაჭრობაც. 1665 წელს ფრანგებმა მოჰავკის წინააღმდეგ პირველი ექსპედიცია გამართეს მაგრამ დამარცხდნენ და კანადაში მოუხდათ დაბრუნება, ხოლო 1666 წელს ახალი ექსპედიცია წამოიწყეს, დაამარცხეს მოჰავკის არმია, მათი გადაწვეს სოფლები და უკვე 1667 წელს იროკეზები დაშოშმინდნე, თუმცა ომი ჯერ არ იყო დასრულებული. ამის შემდეგ ფრანგებმა კიდევ ერთი ექსპედიციის გამართვა მოინდომეს მაგრამ ვეღარ მოახერხეს.

1684 წელს იროკეზები უკვე ინგლისელების მოკავშირეები გახდნენ და მათზე ფრანგთა გავლენა ფაქტობრივად გაქრა.

1693 წელს კონფრონტაცია კვლავ გამწვავდა, ფრანგებმა კვლავ გაანადგურეს მოჰავკი ხოლო სამი წლის შემდეგ დალაშქრეს ონონდაგა და ონეიდა და გადაწვეს მათი სოფლები. მშვიდობამ მხოლოდ 1701 წელს დაისადგურა. ამავე წელს ინგლისურ-იროკეზულმა ალიანსმა ოფიციალური სახე მიიღო და ამიერიდან იროკეზები ინგლისური არმიების მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამ ხელშეკრულებამ იროკეზებს მისცა შესაძლებლობა თავისუფლად ეკეტებინათ ის რაც სურდათ და გაეღრმავებინათ ვაჭრობა, ისე რომ არ შეშინებოდათ საფრანგეთის, ასევე ეს შეთანხმება იროკეზებს, ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ლავირების საშუალებასაც აძლევდა.[1]

მეთვრამეტე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში „შვიდწლიანი ომის“ დროს, რეგიონზე ჯერ ფრანგებმა მოიპოვეს კონტროლი, ხოლო შემდგომ ინგლისელებმა. იროკეზების შორის განხეთქილება არსებობდა, მოჰავკი ინგლისს უჭერდა მხარს, ხოლო სენექა საფრანგეთს, ონონდაგა კი ლავირებას ცდილობდა და ინტრიგების ხლართვით იყო დაკავებული.

საბოლოოდ ამ დროისთვის კოლონიები იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათ აღარ ჭირდებოდათ ინგლისელთა მხარდაჭერა, ეს ასუსტებდა იროკეზების გავლენას, ასევე იროკეზებს მოუწიათ დაპყრობილი სამხრეთული მიწერბის დათმობა კოლონისტებისთვის.

როდესაც ამერიკის როვოლუცია დაიწყო იროკეზებს შორის კიდევ ერთხელ ჩამოვარრდა განხეთქილება, კრება ვერ თანხმდებოდა და თითოეულმა ტომმა საკუთარი ინტერესების გატარება დაიწყო. 1777 წელს ინგლისის მოკავშირე მოჰავკი დამარცხდა და მოუწიათ მიგრირება, ხოლო ორი წლის შემდეგ დალაშქრეს ონონდაგა ქაიუგა და სენენქა და მ ტომებსაც დაატოვებინეს თავიანთი მშობლიური მიწა. ონეიდა ამ კონფრონტაციაში ამერიკელებს უჭერდა მხარს, ამიტომ ტომს უფლება მისცეს ისტორიულ მიწებზე დარჩენისა. იროკეზები ასევე ცხოვრობდნენ ომადე დაპყრობილ მიწებზე.

მეტვრამეტე საუკუნის მიწურულს გადასახლებების გამო იროკეზთა კონფედერაცია ორ ძირითად ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი კანადაში აღმოჩნდა ხოლო მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1]

სოციალური და სამოქალაქო ასპექტები იროკეზების კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების საზოგადოებაში ქორწინების ორგანიზებაში დიდი როლი ენიჭებოდა დედას, რადგან მისი ნებით ხდებოდა შვილისთვის მეუღლის არჩევა. შვილს არ ჰქონდა უფლება, რომ დედის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასულიყო და ქორწინებაზე უარი ეთქვა. იროკეზები თვლიდნენ, რომ პატარძალი მამაკაცზე ასაკით უფროსი უნდა ყოფილიყო, რადგან, მათი აზრით, ცხოვრებაში გამოცდილ ქალს უკეთ შეეძლო ოჯახის მართვაში ღირსეული წვლილი შეეტანა. ქორწინების შემდეგ საცხოვრებელი ადგილიც მატრილოკალური იყო. მათს საზოგადოებაში ერთხანს პოლოგინიაც (მრავალცოლიანობა) იყო მიღებული, თუმცა მე-18 საუკუნიდან ეს ჩვეულება თანდათან ქრება. ქორწინების შემდეგ მამაკაცი საცხოვრებლად ქალის ოჯახის დიდ სახლში გადადიოდა. მას თან მხოლოდ რამდენიმე ნივთი და იარაღი მიჰქონდა. აგრეთვე შესაძლებელი იყო ოჯახის დაშლა და განქორწინება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბავშვები დედის მზრუნველობის ქვეშ რჩებოდნენ ხოლო მამაკაცი თავის დაბადების ადგილს უბრუნდებოდა.[2]

იროკეზი კაცი

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ეკონომიკური ერთეული შედგებოდა მატრიარქალურად გაფართოებული ქალების ოჯახებისგან, მათი მეუღლეებისა და შვილებისგან. ყოველი გაფართოებული ოჯახი იკავებდა ერთ დიდ სახლს, რომელშიც განკუთვნილ სექტორებში მცირე ოჯახები ცხოვრობდნენ. თითოეული დიდი სახლი იმართებოდა გაფართოებული ოჯახი უხუცესი ქალის მიერ.[2]

ზოგადად, ცნება „ოჯახი“ აერთიანებდა სისხლით მონათესავე ინდივიდებს. არსებოდა წესი, რომლის მიხედვითაც იროკეზები თანაკლანელზე არ თხოვდებოდნენ, მეუღლე აუცილებლად სხვა კლანის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. საშუალოდ ერთი ოჯახი შედგებოა 50-იდან 200 ადამიანისაგან. ძირითადად, კლანებსა და ოჯახებს ცხოველების სახელებეს არქმევდნენ.[2]

კაცის როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზი კაცები იყვნენ მეომრები, ვაჭრები და მონადირეები. მათ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ სიმამაცეს, შიშსა და ტანჯვასთან შეგუებას. კაცებს ევალებოდათ სახლისა და ოჯახის დაცვა მეზობელი ინდიელი ტომებისა და ცხოველების თავდასხმისგან. მათ სახლში უნდა მიეტანათ საჭმელი, ხოლო კერძის მომზადება ქალის საქმე იყო. როცა კაცი მოხუცდებოდა მისი მთავარი მოვალეობა ახალგაზრდების აღზრდა და გაწვრთნა ხდებოდა.[2]

დიდი სახლი

ცხოვრება დიდ სახლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდ სახლში იროკეზების მთელი კლანი ცხოვრობდა. დიდი სახლი სექტორებად იყო დაყოფილი. თითოეული სექტორის ცენტრში ინდივიდუალური ბუხარი იდგა. სახლის სიგრძე 37 მეტრს აღწევდა და მაქსიმალურად დაცული იყო ნესტისგან.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად ქონება მემკვიდრეობით დედის მხრიდან გადადიოდა. 1980-იან წლებში მატრიარქალური წესით მემკვიდრეობის გადაცემა იროკეზებს შორის დაკანონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა კანადაში ეს ვერ მოხერხდა, რადგან მთავრობამ მკაცრად განსაზღვრა, რომ ქონება თანაბრად გადაეცემა მემკვიდრეს სქესის განურჩევლად.[2]

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების ცხოვრების წესის მოდელი ბოლომდე გაანალიზებული არ არის. ქალისა და კაცის საქმიანობობებსა და იდეალებს შორის არსებობდა მკვეთრად გამყოფი ხაზი. წესები კი, თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადაეცემოდა.[2]

სოციალური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკურ საქმეებში ქალებიც მონაწილეობდენ. ხშირად მათ ევალებოდათ დაჭრილი ტომის წევრის განკურნება და სიკვდილისგან გადარჩენა. ჯგუფის ორივე მხარეს (მამაკაცებსა და ქალებს) შორის იმართებოდა სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და თამაშები.[4]

პოლიტიკური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების კონფედერაცია იმართებოდა 50 ბელადის მიერ, რომლებიც 5 ტომს წარმოადგენდნენ. როდესაც 1722 წელს ტუსკარორას ტომი შეუერთდა ლიგას, საბჭოში ახალი ბელადის ადგილი არ შექმნილა. საბჭოს გააჩნდა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქცია.

საბჭოზე ტომების წარმომადგენლების რაოდენობა თანაბარი არ იყო. ტომების საშინაო და საგარეო ურთიერთობა სწორედ მათი საშუალებით რეგულირდებოდა. შიდატომობრივი საბჭო შედგებოდა იმ ბელადებისგან, რომლებიც ტომებს ლიგის საბჭოზე წარადგენდნენ. უხუცესი ქალი ტომში წარადგენდა ხოლმე ახალ ბელადს, რომელიც ყოველთვის კაცი იყო. თეორიულად, ბელადებს ისეთივე ძალაუფლება ჰქონდათ, როგორც ტომის სხვა დანარჩენ წევრებს, მაგრამ სინამდვილეში მათ შესანიშნავი ორატორული ნიჭი გააჩნდათ, რითიც სხვა ადამიანებზე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ. თანამედროვე საბჭოში ბელადებს მრჩევლებიც ჰყავთ.[4]

სოციალური კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობდნენ რელიგიასთან ნაწილობრივ დაკავშირებული სპეციალისტები, რომლებიც ცნობილები იყვნენ, როგორც პატიოსნების მცველები. მათ ყოველგვარი ანტისოციალური ქცევების დასჯა ევალებოდათ. დამნაშავეების საქმეს საბჭო განიხილიდავდა და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს სიკვდილით სჯიდნენ. ასეთივე ბედი ელოდათ ჯადოქრებს.[4]

კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯადოქრობა ყველაზე მძიმე ანტისოციალურ დანაშაულად მიიჩნეოდა. იროკეზებს სჯეროდათ, რომ ჯადოქრებს, ბოროტ ძალებთან ურთიერთობით, შეეძლოთ გამოეწვიათ უბედური შემთხვევები, დაავადებები და სიკვდილი. მათ სწამდათ, რომ ჯადოქრებს სხვა საგნებად გარდასახვის უნარი ჰქონდათ, ამიტომ გრძნეულების დაჭერა და დასჯა რთულ საქმედ ითვლებოდა.[4]

იროკეზული ლინგვისტური ოჯახი და მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში, გადაჭიმული ჩრდილოეთ ლაბრადორიდან ესკიმოსების სახელმწიფოს საზღვრამდე, დასახლებული იყო ანგლოკანურ ენებზე მოლაპარაკე ოჯახებით. წმინდა ლოურენსისა და დიდ ტბებს შორის მოსახლე ანგლოკანურ ლინგვისტურ ოჯახებს შორის არიან იროკეზებიც.[4]

სულის კონცეფცია იროკეზებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზები მიიჩნევდნენ, რომ მათი აწმყოსა და მომავლის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი სიზუსტითა და თანმიმდევრობით შეასრულებდნენ წეს-ჩვეულებებს, რიტუალებსა და ცერემონიებს. მათ ყველაზე საინტერესო რიტუალად მიიჩნევა ქოხებიდან მოკლული მტრებისა და თვითმკვლელი ადამიანების სულების გამოდევნა. იროკეზთა აზრით, მკვდარი ადამიანის სული დედამიწას გარკვეული ხნის განმავლობაში არ ტოვებდა და შეეძლო ცოცხალ ადამიანებზე ცუდი გავლენია მოეხდინა.

ბრძენი იროკეზები თვლიდნენ, რომ ადამიანი დასაჩუქრებულია ერთი მგრძნობიარე სულით.[2]

მცენარეებით მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს მრავალი მცენარე, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნდათ. ისინი ხშირად ავადმყოფებზეც ატარებდნენ ექსპერიმენტებს მცენარეების საშუალებით, თუმცა ხშირად ეს ყველაფერი სიკვდილით მთავრდებოდა, რადგან მცენარეს სასარგებლო და სამკურნალო თვისებების მაგივრად ხშირად შხამიანი იყო, რაც  ჯანმრთელობისთვის საზიანო და მომაკვდინებელი იყო. ისინი ასევე აქტიურად იყენებდნენ ქინაქინის, გვირილასა და იპეკაკუანას. იროკეზები ხის ფესვებისა და ფოთლებისგან ამზადებდნენ ნახარშებს, რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული კანის, ციებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

იროკეზებმა აღმოაჩინეს მცენარე მონარდას სამკურნალო თვისება. მას  იყენებდნენ თავის ტკივილის და მწერის ნაკბენების წინააღმდეგ.[2]

შამანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამანებს რიგითი იროკეზებისგან განსხვავებით სხვაგვარად ეცვათ. ისინი მუდმივად თან ატარებდნენ ტყავისგან დამზადებულ ჩანთას, რომელშიც წამლები და სხვადასხვა სამკურნალო იარაღები ეწყო. იროკეზი შამანების ყველაზე გავრცელებული ტყუილი იყო მდუღარე ქვაბის ხრიკი. ისინი ქვაბში შვიდ ფოთოლს დებდნენ, ავადმყოფ ადამიანთან მიდიოდნენ და თუ არცერთი ფოთოლი არ ჩაიძირებოდა, ხალხს არწმუნებდნენ, რომ პაციენტი აუცილებლად გარდაიცვლებოდა. ხოლო თუ ყველა ფოთოლი ჩაიძირებოდა, ამბობდნენ, რომ პაციენტს გადარჩენის შანსი ჰქონდა.[2]

კანიბალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს იმის ალბათობა, რომ იროკეზებში შესაძლოა მართლაც არსებობდა კანიბალიზმი, მაგრამ ამას სისტემური და მასობრივი სახე არ ჰქონია. ბოლო ათწლეულში ამერიკელმა ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს ფაქტები, რის მიხედვითაც, არსებოდა სპეციალური შესაწირი ადგილები, სადაც რიტუალების დროს ადამიანებს აწამებდნენ. ასევე აღმოჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც სპეციალურად კანიბალიზმისთვის იყო განკუთვნილი. იროკეზების აზრით, მოწინააღმდეგის წამება და მისი შეჭმა მათ ძლიერებას და უპირატესობას უსვამდა ხაზს. თუმცა, ამ ფაქტს ანთროპოლოგების გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს და მიიჩნევენ, რომ იროკეზებში კანიბალიზმი საერთოდ არ ყოფილა გავრცელებული ან მისი რიცხვი მიზერული იყო.[2]

მმართველობის ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების სოციალურმა მოწყობამ და სამოქალაქო მმართველობამ, განსაკუთრებით მათ მიერ შექმნილმა იროკეზების ლიგამ, ბევრი ამერიკელი და ევროპელი ესეისტის დამოკიდებულება შეცვალა ამერიკული კულტურის მიმართ. ანთროპოლოგებმა მიმართეს ყველა შესაძლო გზას, შეისწავლეს და გააანალიზეს მე-19 საუკუნიდა მოყოლებული იეზუიტთა მიერ აღწერილი იროკეზების პოლიტიკური კონტროლის ექსტრაორდინარული სისტემა. მეცნიერები ასევე გააკვირვა იროკეზების თვითმმართველობითმა სტილმა, რაც თანამედროვე დემოკრატიულ მმართველობას წააგავს.

არჩევნების და ხმების უმრავლესობით მმართველის დანიშვნის არსებობამ, ხოლო  მემკვიდრეობით ძალაუფლების გადაცემის არარსებობამ კიდევ უფრო დააუხლოვა იროკეზების სამმართველო სტილი დემოკრატიულ მმართველობას. იროკეზები დემოკრატიულ ბუნებას განსაკუთრებით სახელმწიფო აპარატის მმართვის დროს ავლენდნენ. ტომის მმართველებს აღიარება მოპოვებული ჰქონდათ სიმამაცის, ღირსების, სამართლიანობის, გულწრფელობის, არაკორუმპირებულობის და სასიამოვნო პიროვნული თვისებების წყალობით. გარდა ამისა, ტომის უფროსს მოეთხოვებოდა რელიგიისა და სამოქალაქო ცერემონიების ღრმა ცოდნა.[2]

ლიდერის არჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზთა თითოეული კლანი შედგებოდა 49 ან 50 ტომისგან, რომლიწ წევრებიც ლიდერს ირჩევდნენ.

ლიდერის არჩევის დროს იმართებოდა რიტუალი, რომლის დროსაც საბჭო ირჩევდა ადამიანს, რომელიც ასრულებდა რიტუალს. ბელადად არჩევის შემდეგ მათ გარკვეული მოვალეობები უჩნდებოდათ. ბელადები უნდა გაძღოლოდნენ შიდატომობრივ კრებებს და  დაეწესებინათ შეზღუდვები, სამოქალაქო წესები, რაც საზოგადოების ნორმალურ, მშვიდობიან ფუნქციონირებას ხელს შეუწყობდა.[2]

სპორტი და თამაშები [5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშები ბურთით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზები თავისუფალ დროს სპორტით იყვნენ დაკავებული და თამაშობდნენ სხვადასხვა თამაშებს. აღსანიშნავია, რომ მათი საშუალებით იროკეზებმა საუცხოო უნარები შეიძინეს. თამაშები დაკავშირებული იყო მათ რელიგიურ დღესასწაულებთან, ამასთან დაკავშირებით მათ სწამდათ, რომ ისინი სიამოვნებას ანიჭებდნენ საკუთარ სულებს და ხშირად რელიგიური მოტივის გამო ასრულებდნენ მსგავს აქტივობებს. ეპიდემიებისა და შიმშილიბოს დროს, თამაშები ერთგვარი წამალი იყო, იმისთვის, რომ მათ საკუთარი სულები დაემშვიდებინათ. საღმრთო წესები ჯგუფებს აერთიანებდა, რომ მათ სიამოვნება მიეღოთ სპორტული თამაშებისა და ფესტივალების განმავლობაში. ადრეულ წლებში, შეჯიბრებები სხვადასხვა თამაში ტარდებოდა შემდეგნაირად, ერი ერის წინააღმდეგ, სოფელი სოფლის წინააღმდეგ ან ტომები ტომების წინააღმდეგ. ეს თამაშები არ ტარდებოდა ინდივიდუალური ჯილდოებისათვის. ჯილდო იყო მხოლოდ გამარჯვება.

მიზანში სროლა, ბურთისა და სალტეს თამაშები იყო პოპულარული ზაფხულში. ბურთის თამაშები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა ინდიელებში. ყველა პოპულარული თამაშები ბურთით იყო: ლაკროსი, ჰოკეი და ორმაგი ბურთი, ბოლო 2-ს თამაშობდნენ ქალები და გოგოები. სირბილში შეჯიბრი საკმაოდ კარგი გასართობი იყო, ამიტომაც მას ყოველთვის დიდი ვარჯიში უსწრებდა წინ. ზამთარში ტარდებოდა ყინულზე სრიალი, ჰოკეი, ყინულის ბურთი, ყინულის გველი და ყინულის ნავი.

ორმაგი – შარი (double ball). ორმაგი – შარი იყო ქალები თამაში. ამ თამაშის სათამოდ ორ პატარა, ირმის ტყავის ჩანთა უნდა გაავსო ქვიშით მიამაგრო ერთმანეთს ქამრით , რომელიც დაახლოებით არის ერთიდან ორ იარდამდე. დიდ ჯგუფს შეუძლია ითამაშოს ეს თამაში. ყველა მოთამაშეს ეჭირა ხელში გამრუდებული ჯოხი, რომლითაც იგერიებდნენ ბურთს, ასევე ათამაშებდნენ კომბინაციებს თანაგუნდელებთან იმისათვის, რომ ბურთს გოლის ხაზი გადაეკვეთა. მოთამაშეები ორ ჯგუფად იყვნენ განაწილებულნი, რომლებსაც თავიანთ ჯოხებზე ჩამოკიდებული ჰქონდათ ეს ჩანთები, იმისათვის, რომ დაერტყათ ბურთისთვის, ასევე მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ბურთის წართმევაც.

ლაკროსის სათამაშო კომბლები

ლაკროსი. ეს იყო თამაში, რომელსაც თამაშობდნენ ამერიკელი ინდიელები დიდი ხნით ადრე, სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ. თავდაპირველად გამოიყენებოდა ხის ბურთი, რომელიც დამზადებული იყო ხის კვანძისგან. მოგვიანებით კი თამაშისათვის გამოიყენებოდა ირმის ტყავის პატარა ბურთი, რომელიც შეიჩავდა თმის ხავსებს და ამოკერილი იყო მყესებით. ასევე საჭირო იყო გრძელი ჯოხი, მყარი, ხვეული თავით. მოგვიანებით ეს გრძელი ჟოხი შეცვალა ჩოგანი დახველი ბოლოთი, რომელსაც ჰქონდა მყესებისაგან ან ირმის ტყავისგან გაკეთებული ბადე. ჩოგნები ხშირად ორნამენტებით იყო მორთული.  მისი მსგავსებიდან ეპისკოპოსების კვერთხთან, ამ ჩოგანს ფრანგი კოლონისტები ეძახდნენ “la crosse”, ხოლო თამაში კი ცნობილი იყო როგორც “lacrosse”.  

აზარტული თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზებს, სხვა ინდიელებივით, უყვარდათ აზარტული თამაშები და ჰქონდათ მათი მრავალი სახეობა. ყოველ სახეობას ჰქონდა თავის წესები და თავის აღჭურვილობა. კამათლის თამაშებისთვის ისინი ძირითადად იყენებდნენ: ველურ ქლიავს, ატმის კურკებს, ბლის კურკებს, ლობიოს, ირმის და ლოსის რქებს ან ძვლებს.

თამაში ატმის კურკით. ატმის კურკებს ავსებდნენ ან ავიწროვებდნენ სანამ ოვალურ ფორმას არ მიიღებდა, კურკის ერთ მხარეს ცოტათი წვავდნენ, რომ გაშავებულიყო. თამაშის დასაწყისში დებდნენ ექვს კურკას ხის მოზრდილ თასში, ყველას ერთნაირი ფერით მაღლა. შემდეგ თასს ძლიერად ანჯღრევდნენ და ტყავის ზედაპირზე პირქვე ატრიალებდნენ. თუ ყველა ერთი ფერი ამოვიდოდა ჰქონდათ 10 ქულა, თუ ერთის გარდა ყველა ერთი ფერის იქნებოდა მაშინ 5 ქულა, ხოლო თუ ორის გარდა ყველა ერთი ფერის იქნებოდა მაშინ 2 ქულა. ქულები იყო წითელი ლობიოს მარცვლები, მოთამაშეები ჯდებოდნენ თანაბარი ლობიოს მარცვლებით და თამაში მთავრდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მოიგებდა ყველა ლობიოს მარცვალს. საკმაოდ გრძელი თამაში იყო და ხან მის დამთავრებას ოთხი ან მეტი დღე სჭირდებოდა.

თამაში ირმის ძვლით. თამაში ითამაშებოდა ორი ან მეტი ადამიანის მიერ და ყველას ჰქონდა 8 ირმის ძვლის თავი 1 ინჩი დიამეტრის, ცალი მხარე გამუქებული. მოთამაშეები ხელით მოიხვეჭდნენ ყველა ძვალს და ძირს ყრიდნენ (ძირითადად გადასაფარებელზე), თუ 8-ვე თეთრ ფერზე დაჯდებოდა გამგორებელს ჰქონდა 20 ქულა, თუ 7 თეთრი და ერთი შავი - 4 ქულა, 6 თეთრი და 2 შავი - 2 ქულა. თამაშის საპრიზო ფონდი შეადგენდა 50 ლობიოს მარცვალს და თამაში გრძელდებოდა მანამ, სანამ რომელიმე მოთამაშე ყველა მარცვალს არ მოიგებდა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი მონოგრაფი, რომელიც იროკეზების კულტურას, როგორც უმაღლესად განზოგადებულ ხელოვნებას წარმოაჩენს მოიცავს ხელნაკეთობებს, მრეწველობის, ნაგებობებისა და ინსტრუმენტების კლასიფიკაციებს და ასევე სხვა საქონლის წარმოებას მატერიალური არსებობისთვის. როგორც წესი, წარმოებული ობიექტები, რომელიც აღნიშნულია ამ კატეგორიებში შეგროვებულია მწერლების მიერ ესეებში, რომლებიც სამუზეუმო ექსპონატებისთვისა და გამოქვეყნებული ინფორმაციის საილუსტრაციოდ არიან განკუთვნილნი, თუმცა ავტორები ამ ნაწარმს ზერელე აბზაცებით აღწერენ ხოლმე, კონსტრუქციის აგების დეტალების გაუთვალისწინებლად და ნედლეულის მოძიების გზების აუღწერად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი არ არიან ტექნოლოგიური კვლევები.

ირმის რქის ჩიბუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ უცნაური ჩიბუხის “თასი” გამოსასვლელის გასწვრივაა მოთავსებული. თავდაპირველად ჩიბუხი გაფორმებული იყო წვეროზე გარშემო არსებული ნახვრეტებით. ღერო აღდგენილია. ბიჩამპის (Beauchamp)  მიერ, 1902 წელს აღწერილია მსგავსი ჩიბუხი, ავტორი წერს: “სურ. 159 არის ძალზედ ზუსტი მაგალითი დიდი ირმის რქისგან დამზადებული ჩიბუხისა, რომელიც ეკუთვნის მწერალს და რომელიც არის დაახლოებით საუკუნეზე დიდი ხნის. მისი თასი მეტალითაა მოპირკეთებული, რის გარეშეც ესეთი მატერიალისგან დამზადებული ჩიბუხი ვერ იარსებებდა. მისი ისტორია ცოტათი გაურკვეველია, თუმცა ის ეკუთვნოდა ონონდაგას პიონერს (Onondaga pioneer), და სავარაუდოდ დამზადებული იყო იმ ქცეყნის ინდიელების მიერ. ყველა კბილანი და ფუძე მოჩრილია და თასი მოთავსებულია ამასა და მთავარ კონსტრუქციას შორის. მოჩუქურთმებული ხაზები ამოვსებულია წითელი და ლურჯი საღებავით, ასევე ხვრელებიც და ზოგიერთი სხვა ნაწილიც გარდატეხილია წითელში. რამდენიმე ნახვრეტიცაა, რომლიდანაც ამ ყველაფრის თვალით დანახვაა შესაძლებელი. ირმის რქა იყო გაყოფილი წვეროდან ჩამოყოლებული თასამდე, და დაუმუშავებელი მხარე მოხატული იყო “ინდური წითლით” (Indian red). ღერო დამზადებულია “მსუბუქი” ხისგან.” - ჯ. ს. ჯონსონი, 1803 წელი.

იროკეზების კონსტრუქციებისა და მრეწველობის სხვა თვალით შეხედვისას, რამდენიმე სახელმწიფომ გამოხატა შეხედულება, რომ იროკეზები არ იყვნენ დასამახსოვრებლები მატერიალური საგნების განვითარებაში. კროებერი (Kroeber, 1939) წერს: “იროკეზების სპეციალიზაცია არ იყო მაღალ საფეხურზე კერამიკის, ჩიბუხებისა და სახლის ნივთების დამზადებაში.” დუგლასი და დარნონკორტი (Douglas and d'Harnoncourt) მიიჩნევენ, რომ ალგონიკური გამოყენებითი ხელოვნება, ანუ სხვადასხვა ნივთების შექმნა, უფრო მაღალი განვითარების დონეზე იყო ვიდრე იროკეზების, და იროკეზების გამოყენებითი ხელოვნების განსჯა, როგორც სწრაფვა უბრალო პრაქტიკულობისთვის, ვიდრე დრამატული ეფქტისთვის.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს იროკეზების ჩიბუხისა და კერამიკის ფორმების განსაკუთრებული ხელოვნების თვისებები, ასევე ძვლებისა და ირმის რქისა შეუმჩნეველი არ დარჩა. ეს ფორმები უხვად არის წარმოდგენილი ნიუ-იორკის როჩესტერის მუზეუმის (Rochester Museum)  კოლექციებში, ჯეფერსონის ოლქის ისტორიულ საზოგადოებაში (the Jefferson County Historical Society) უოთერთაუნში, და ასევე კერძო კოლექციებში კაიუგისა და ჯეფერსონის შტატებში.

საბრძოლო ნივთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზები მუდმივად იბრძოდნენ, ომში მათ სჭირდებოდათ საალყე იარაღები. ერთ-ერთ ასეთ იარაღს წარმოადგენდა მანტელეტი. ორი იროკეზი მეომარი დაიჭერდა მანტელეტს (სოფლის გალავანი) იმისთვის, რომ თავი დაეცვათ მოწინააღმდეგის ნასროლისაგან და ასე აღწევდნენ გალავანს. მანტელეტი წარმოადგენდა ასევე კიბეს და იროკეზები მისი მეჭვეობით ადვილად ადიოდნენ გალავანზე. იროკეზები ნავებსაც კი ფარის და კიბის ფუნქციით იყენებდნენ, მაგრამ შტურმის შემდეგ, მისი წყალში გადაადგილებისთვის გამოყენება აღარ შეიძლებოდა.

საცხოვრებელი ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესასც ევროპელები პირველად დაეკონტაქტნენ იროკეზებს, ისინი ცხოვრობდნენ ცოტა რაოდენობის, მაგრამ დიდი სოფლებში, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მიმოფანტული იყო. ყოველ გაერთიანებას ჰქონდათ ერთიდან ოთხ სოფლამდე, და სოფლები დაახლოებით ყოველი ხუთი - ოცი წლის შუალედში ადგილმდებარეობას იცვლიდა. ეს დასახლებები იყო გარშემორტყმული მესერით, ღობით და როგორც წესი განლაგებული იყო დაცულ ფართზე, როგორიცაა გორაკი, ბორცვი, ასევე წყალთან წვდომით. იმის გამო, რომ სოფლები ღობით იყო გარშემორტყმული, ევროპელებმა მათ “სასახლეები შეარქვეს”.

სოფლებში მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ გრძელ სახლებში. 1653 წელს, ჰოლანდიელმა ოფიციალურმა პირებმა და მიწის მესაკუთრემ ადრიენ ვან დერ დონკმა აღწერეს იროკეზების გრძელი სახლები ახალი ნიდერლანდების მისეულ აღწერაში.

მათი სახლების უმეტესობა ყველა თითქმის ერთნაირი ფორმისაა, ყოველგვარი სპეციალური გაფორმებისა და დასამახსოვრებელი დიზაინის გარეშე. დიდი ან პატარა სახლის მშენებლობისას, რომელიც მაქსიმუმ 30 მეტრია სიგრძეში, მაგრამ სიგანეში 6 მეტრზე ნაკლები სახლი გამყარებულია მიწაში ჩასობილი ბოძებით. ბოძები გადახრილნი არიან და მიბმულნი არიან ერთი მეორეს, ისე რომ ისინი ვაგონებსაც კი წააგავს.

“სასახლე” შეიძლება შეიცავდეს ოც ან ოცდაათ გრძელ სახლს. “სასახლეებთან” დამატებით იროკეზებს ასევე ჰქონდათ პატარა დასახლებები, რომელიც დასახლებული იქნებოდა პატარ - პატარა ჯგუფების მიერ სეზონურად, მაგალითად თევზაობისთვის ან ნადირობისთვის.

ხუთი ნაციის მთლიანი მოსახლეობა დაახლოებით 20,000 იყო 1634 წლამდე. 1635 წლის შემდეგ კი მოსახლეობა დაეცა დაახლოებით 6,800-მდე, უმეტესად ეპიდემიის გამო რომელიც ევროპელებმა შემოიტანეს.[6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების ზებუნებრივ სამყაროში უამრავი ღვთაება არსებობდა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი დიადი სული იყო, რომელიც ადამიანების, მცენარეების, ცხოველებისა და ბუნების კარგი ძალების შექმნაზე იყო პასუხისმგებელი. იროკეზებს სჯეროდათ, რომ დიადი სული არაპირდაპირი გზით მიუძღვოდა ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლეს. სხვა მნიშვნელოვანი ღვთაებები იყვნენ მეხის მტყორცნელი და სამი და, ასევე სიმინდის, ლობიოსა და გოგრის სულები. იროკეზების წარმოდგენაში ადამიანს არ შეეძლო პირდაპირი კომუნიკაცია დიად სულთან, თუმცა შეეძლო ცეცხლმოკიდებული თამბაქოს საშუალებით არაპირდაპირად, რასაც მლოცველები უფრო და უფრო ნაკლებად მიყავდა კარგი სულებისკენ. იროკეზებისთვის სიზმარი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ზებუნებრივ ნიშნებს და სერიოზული ყურადღება ექცეოდა ამ სიზმრების გადმოცემასაც. მათ ჯეროდათ, რომ სიზმრები გადმოცემდნენ სულის წადილს და შესაბამისად სიზმრის ასრულებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა თითოეული ინდივიდისთვის.[7]

იროკეზული რელიგიის გათანამედროვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1799 წლის ივნისის ერთ-ერთ დილას ძველი სოფლის სიმინდის მომყვანის ნახევარძმას, რომელსაც ჰენდსამ ლეიკს (Handsome Lake - სიმპათიური ტბა) ეძახდნენ, ჰქონდა ხილვები, რომელსაც შემდეგ კარგი მესიჯი, ან ჰენდსამ ლეიკის კოდი ეწოდა და დაუდო საფუძველი რელიგიას, რომელსაც შემდეგ ლონგჰაუზის რელიგია ეწოდა. მუდამ მთვრალი და ავად მყოფი ჰენდსამ ლეიკი კი წამოდგა ფეხზე, დაანება თავი ალკოჰოლს და გახდა იროკეზების წინასწარმეტყველი.

ალკოჰოლიკობით დაუძლურებულ ჰენდსამ ლეიკი მისი ქალიშვილის თვალწინ წაიქცა კარებთან, ქალიშვილმა დაუძახა მის ბიძაშვილს, რომელსაც ჰენდსამ ლეიკი მკვდარი ეგონა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ის ამ დროს იმყოფებოდა ტრანსში და ხედავდა გამოცხადებების პირველ სერიას, რომლითაც შემოქმედს მისთვის და მისი ხალხისთვის რელიგიური მოვალეობებისკენ გზა უნდა გაუკვალა. ამ პირველ ჩვენებაში მას გამოეცხადა სამი ანგელოზი, რომლებმაც პირველ რიგში მოუწოდეს მას და მის ხალხს ალკოჰოლისთვის თავი დაენებებინათ, ასევე გააფრთხილეს, რომ ჯადოქრები რყვნიდნენ ტომს და უნდა გაჩერებულიყვნენ, დამნაშავეებს უნდა მოენანიებიათ ყველაფერი. და ბოლოს, ამ ყველაფრის გავრცელება დაევალა ჰენდსამ ლეიკს. ამის შესახებ მოსაყოლად ის დიდ კრებაზე წარდგა. რამდენიმე კვირაში მას კიდევ ჰქონდა ჩვენებები, სადაც მან იმოგზაურა სამოთხესა და ჯოჯოხეთში და შეხვდა ჯორჯ ვაშინგტონსა და იესოს, რომელიც წუხდა მიმდევრების არ ყოლის გამო. ამ გამოცხადებაში მან მიიღო „კოდი“, რომელიც მორალურ საკითხებსაც განსაზღვრავდა, ისეთებს როგორიც იყო ლოთობა, ჯადოქრობა, სექსუალური მოუწესრიგებლობა, ცოლის ცემა, ჩხუბი და აზარტული თამაშები, გარდა ამისა იმას თუ როგორი სასჯელი ან საჩუქარი ეკუთვნოდა განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე სოციალურ ჯგუფებს. მესამე გამოცხადებაში წინასწარმეტყველი გააფრთხილეს, რომ მისი ხალხისთვის ერჩია არ დაეკარგათ ტრადიციული რელიგიური რიტუალები, განსაკუთრებით შუა ზამთრის რიტუალი. ამ ყველაფერს მოყვებოდა გაფრთხილებაც, რომ თუ ინდიელები არ დაემორჩილებოდნენ ხილვებს სამყაროს ცეცხლით განადგურება ელოდა. ამის შემდეგ ჰენდსამ ლეიკის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, ის გახდა რელიგიური ლიდერი მისი ხალხის, ტომას ჯეფერსონთანაც კი ჩავიდა მხარდაჭერის სათხოვნელად, რაც მიიღო კიდეც და ასევე სამყაროს განადგურების შიშით, დაიწყო ინდიელებში იმ პრობლემების ამოძირკვა, რომლების შესახებაც ხილვები იხილა.

ჰენდსამ ლეიკი მოუწოდებდა მის ხალხს შეეყვანათ ბავშვები სკოლებში, ესწავლათ თეთრკანიანთა მსგავსი მანერები და ემუშავათ მათსავით. ის ასევე ფიქრობდა ოჯახის მოწყობის ისეთ წესებზე გადაყვანას, რომლებიც აქამდე ცუდად გამოცდილ იროკეზების წესებს, რომლებიც ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდებოდა, გამოასწორებდა. წინასწარმეტყველი ასევე წინააღმდეგობას უწევდა ინდიელთა მიწების კიდევ უფრო გაუცხოებას. მან ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერა მის რეფორმებში, თუმცა ამისთვის იროკეზ მეომრებს მოუწიათ 1812 წლის ომში მონაწილეობა. ამის გამო მან „მშვიდობის წინასწარმეტყველის“ ტიტულიც მიიღო. საბოლოოდ მან შეძლო მიწების შენარჩუნება და იროკეზების თანამედროვე თეთრკანიანებთან თანაცხოვრება, თუმცა მოუწია მისი ხალხის „თეთრების“ ომში ჩართვა.

მთლიანობაში, ჰენდსამ ლეიკმა მოახერხა რელიგია გაეთანამედროვებინა მაქსიმალურად, რაც შეიძლება აღვიქვათ ქრისტიანულ/ევროპული კულტურებისა და ინდიელთა კულტურების შერწყმით წარმოქმნილ რელიგიას. უფრო მეტიც მისი რელიგია ძალიან გავდა ქრისტიანულს იმითიც, რომ მან აღიარა ერთი სამყაროს შემქმნელი ღვთაების არსებობა და სიდიადე, ამასთან ქრისტეს მის ორეულად წარმოაჩენს თეთრ ხალხს შორის, მის ნაწერებში. თუმცა მიუხედავად ამისა ჰენდსამ ლეიკის რელიგიური შეხედულებები მისი თანამედროვეების მიერ მაინც კონსერვატიულად იყო შეფასებული ვინაიდან ის მოუწოდებდა ხალხს უძველესი რწმენისაკენ, უბრალოდ ინოვატორული იდეებით ის საკუთარ კვალს ტოვებდა რელიგიის განვითარებაში, რითიც არ ეწინააღმდეგებოდა წარსულ ტრადიციებს. საბოლოოდ ჰენდსამ ლეიკის რელიგია გავრცელდა იროკეზულ კულტურაში და 1960იანი წლებისთვის იროკეზების ნახევარს მაინც მიღებული ჰქონდა ეს რელიგია.[8][9][10]

რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად სრულად რელიგიური საქმეებით დასაქმებული სპეციალისტები, როგორებიც სხვა რელიგიებში იროკეზებს არ ყოლიათ, თუმცა ჰყავდათ ასე ვთქვათ ნახევარი განაკვეთით მომუშავე ადამიანები, რომლებსაც რწმენის მცველებს ეძახდნენ. მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა ძირითადად მთავარი რელიგიური ცერემონიების ჩატარება. ისინი ირჩეოდნენ უხუცესების მიერ და სარგებლობდნენ სერიოზული პრესტიჟით ტომში.

რელიგიური ცერემონიები ტომობრივი საქმე იყო და ძირითადად ტარდებოდა ფერმერობისთვის, დაავადებების განსაკურნად და მადლიერებისთვის. 6 ძირითადი ცერემონია რომელიც ტარდებოდა იყო ნეკვერჩხლის, თესვის, მარწყვის, მწვანე სიმინდის, მკის და შუა ზამთრის, ანუ ახალი წლის ფესტივალი. პირველი 5 ფესტივალი გულისხმობდა თანმიმდევრობით სახალხო აღსარებას, რომელსაც მთელი მოყვებოდა გარკვეული ცერემონიები, როგორიც იყო რწმენის მცველების სიტყვით გამოსვლები, თამბაქოს შეთავაზებები და ლოცვა.[7]

შუა ზამთრის ცერემონიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარიტუალო ცეკვა

შუა ზამთრის ცერემონიალი, როგორც წესი, ტარდებოდა იანვარში, ახალი მთვარის ამოსვლიდან მე-5 დღეს, თუ 2 ახალი მთვარე უწევდა იანვარში, როგორც წესი მეორე ახალი მთვარის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ბევრი დავა იყო და დღეს ბევრი თვლის, რომ საერთოდაც თებერვალში ტარდებოდა ხოლმე ეს ცერემონიალი.

დღეისთვის ცნობილი ინფორმაციის ცერემონიალი ორ ნაწილად ტარდებოდა. პირველი იყო ძირითადად სიზმრების შესრულებისა და აღორძინების რიტუალები, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავდა ოთხ რიტუალს: ბუმბულის ცეკვა, მადლიერების ცეკვა, პირადი საგალობლის რიტუალი და თასით თამაში. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა დიადი სულისა და მისი ძმის დაპირისპირების სიმბოლოს დედამიწის შექმნის დროს. თვითონ თამაში კამათლის გაგორებას გავდა, თასში ყრიდნენ ერთი მხრიდან თეთრი და მეორე მხრიდა შავი ფერით გაფერადებულ ქვებს და ქულები დამოკიდებული იყო შენჯღრევის შემდეგ ამოსული ფერების რაოდენობაზე. თამაშის შედეგები მოსავლიანობის სავარაუდო შედეგზე მიუთითებდნენ, თუმცა უბრალოდ გასართობადაც ხდებოდა დაპირისპირებები და ფსონებსაც კი დებდნენ. ცერემონიის დროს ასევე აგროვებდნენ საკვებს, რომელსაც ცერემონიაზევე იყენებდნენ, ამით ხდებოდა დიდი რიტუალისთვის მზადება. მთავარი რიტუალი ძაღლის მსხვერპლშეწირვა იყო, რომელიც ხალხის ბოროტებისგან განსაწმენდად არსებობდა.[11]

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზებში, ცუდად ყოფნა და დაავადებებიც დაკავშირებული იყო ზებუნებრივ მიზეზებთან, ამიტომ ატარებდნენ განკურნვის რიტუალებს. რიტუალებს მთელი რიგი მაგიური გამოცდილების მიხედვით უნდა დაემშვიდებინათ  ზებუნებრივი აგენტები, რომლებიც დაავადებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული დაჯგუფება, თავისი განკურნვის ტრადიციებით იყო ცრუ სახის საზოგადოება. ასეთი საზოგადოებები, როგორც წესი ყველა სოფელში არსებობდა და შედგებოდა კაცებისგან ვისაც სიზმრები ჰქონდათ ცრუ სახის ცერემონიებში მონაწილეობის მიღების შესახებ. საზოგადოებაში როგორც წესი იყო ერთი ქალი, რომელიც სარიტუალო ატრიბუტებს იცავდა.

ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული რელიგიურ-ხელოვნებისეული ფორმა იყო ცრუ სახის ნიღაბი, რომელსაც იყენებდნენ ცრუ სახის საზოგადოების განკურნვის ცერემონიებში. ნიღბები დამზადებული იყო ნეკვერჩხლით, თეთრი ფიჭვით, ამერიკული ცაცხვითა და ალვის ხით. მასკა პირველად იკვეთებოდა ცოცხალ ხეში, შემდეგ კი იჭრებოდა იქიდან და იღებებოდა და ემატებოდა დეკორაციები. მასკები წარმოადგენდნენ სულებს, რომლებიც ამჟღავნებდნენ საკუთარ თავს მასკის მატარებელთან, თუ მას ლოცვისა და თამბაქოს დაწვის რიტუალები მასკის ამოკვეთამდე.[7]

სიკვდილი და საიქიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა ბელადი მოკვდებოდა და მისი შემცვლელი გამოვლინდებოდა, ლიგის სხვა ტომებს აგებინებდნენ და ლიგის კონსულს ხვდებოდნენ რათა თანაგრძნობის ცერემონიალი ჩაეტარებინათ, სადაც დაიტირებდნენ ძველს და დაამტკიცებდნენ ახალ ბელადს. დაკრძალვა შედარებით ახალ დროში ხდებოდა მკვდრის დამჯდარ მდგომარეობაში განთავსებით, სახით აღმოსავლეთისკენ. დაკრძალვის შემდეგ, დამწყვდეული ჩიტის გაშვება ხდებოდა, იმის რწმენით, რომ ის გარდაცვლილის სულს წაიღებდა. უფრო ადრეულ პერიოდში მკვდრებს გამოფენდნენ ხოლმე ხის ნაჭერზე და რაღაც დროის შემდეგ ძვლები მიქონდათ სპეციალურ გარდაცვლილთა სახლში. იროკეზებს სჯეროდათ, და ზოგს დღესაც ჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სული მიემგზავრებოდა მძიმე განსაცდელების გასავლელად და მოგზაურობა მთავრდებოდა მკვდართა მიწაზე, ცის სამყაროში. მკვდრის დატირება მთელი წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც სულს უკვე დამთავრებული უნდა ქონოდა მისი მოგზაურობა და ამის აღსანიშნავად ეწყობოდა ქეიფი.[7]

იროკეზების კულტურის ეკოლოგიური და ეკონომიკური ასპექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"სამი და" გამოსახული 2009 წლის ამერიკულ ერთ დოლარიან მონეტაზე

ეკონომიკური და აგრონომული თვალსაზრისით იროკეზები წარმატებულად ართმევდნენ თავს თავიანთი საჭმლის რესურსების სწორად განაწილებას და მათ საკვებ რაციონში 200-ზე ნაკლები პროდუქტი არ შედიოდა. ეს არის უხეში რიცხვი, რომელიც გამოაქვეყნეს A. C. Parker-მა (1910) და F. W. Waugh-მა (1916), მათ ორივეს აქვს გამოქვეყნებული მონოგრაფი იროკეზების საკვების შესახებ. ეს რიცხვი არ შეიცავს ცხოველურ რესურსებს (მხოლოდ მცენარეულს). Waugh აღიარებს, რომ მისი სია არ არის სრულყოფილი, თუმცა ის გვაწვდის ასზე მეტ მცენარეული საკვების რეცეპტს. შედარებისათვის, ჩვეულებრივი რეცეპტების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება დღეს თანამედროვე კულინარიულ წიგნებში ვნახოთ, დაახლოებით 3000-ს აღწევს.

იროკეზებისთვის კვების სამი ძირითადი წრაყოა სიმინდი, ლობიო და ყაბაყი. ისინი ამ სამ საკვებს მიიჩნევენ შემოქმედის ნაბოძებ წმინდა საჩუქრებად და აქედან გამომდინარე მათ უწოდებენ „სიცოცხლის მხრადამჭერებს“. იროკეზების სამეურნეო მიღწევების კვლევებმა აჩვენეს, რომ მათ სადღაც 15-დან 17 განსხვავეული ჯიშის სიმინდი მოყავდათ, ასევე 60 ჯიშის ლობიო და დაახლოებით 8 ადგილობრივი ყაბაყი. ამ სამი მთავარი წყაროს გარდა ასევე ჰქონდათ, 34 სახის ველური ხილი, 11 სახეობის თხილი, 38 ჯიშის ფოთლები, ღეროვანი და ქერქოვანი ნივთიერებები, 12 ჯიშის საკვები ფესვი და 6 სახეობის სოკო. ამას გარდა მათ ჰქონდათ სასმელის 12 სახეობა (სუფთა წყლის გამოკლებით) და სხვადასხვა მცენარიდან გამოწურული სასმელის 11 ნაირსახეობა. ნეკერჩხლის წვენს იყენებდნენ ყველაფრის დასატკბობად, ასევე იყო მარილიც, მაგრამ საჭმელთან იშვიათად იყენებდნენ.[2]

იროკეზი მონადირე

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზების რაციონში ცხოველური საკვების შემცველობის ზუსტი დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა Waugh აღწერს 22 ცხოველს, 6 მწერს და 4 მოლუსკს, რომლებსაც იროკეზები სხვადასხვა რამისთვის იყენებდნენ. გაზაფხული თევზაობის სეზონი იყო, მამაკაცები თევზის დასაჭერად უზარმაზარ ბადეებს იყენებდნენ, დაჭერილი თევზის მცირე ნაწილს ჭამდნენ დიდ ნაწილს კი აშრობდნენ და ინახავდნენ, იმ შემთხვევაში თუ თევზის მარაგი შემცირდებოდა, მამაკაცები ჩაგებულ ბადეებთან გადიოდნენ ღამით, ჩირაღდნებით ხელში. ჩირაღდნის სინათლე თევზებს მათი ბადეებისკენ იზიდავდა. შემოდგომა კი მათი სანადირო სეზონი იყო. სანადიროდ ძირითადად მშვილდისრებს იყენებდნენ და მოინადირებდნენ შავ დათვებს, ლოსებს, ირმებს, კურდღლებს და მგლებს. ასევე ხაფანგებით იჭერდნენ გარეულ ინდაურებს, ბატებს, და სხვა ფრინველებს.

ფერმერობის თვალსაზრისით, იროკეზები საკმაოდ წარმატებული და თავგადასავლების მოყვარული იყვნენ, მათვე შეუქმნეს ტრადიციები მათ ნახევრად მომთაბარე ჩრდილო-აღმოსავლელ მეზობლებს და ასევე ძველი ომების ზოგ დამპყრობლებსაც. თანამედროვე ამერიკული სოფლის მეურნეობასაც კი ბევრი მართებს აბორიგენებისთვის.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იროკეზები ჭარბ სიმინდისა და თამბაქოს მოსავალს ჩრდილოელ ტომებს ბეწვიან ტყავში უცვლიდნენ, ხოლო აღმოსავლელებს - ნიჟარის ყელსაბამებში.[12] იროკეზები ხშირად უბრალოდ საჩუქრად ჩუქნიდნენ საქონელს სხვადასხვა ტომებსა თუ კლანებს. საჩუქრის ჩუქება კი, იროკეზების საზოგადოებაში, ნაცვალგებას ზრდიდა. ანუ ეს მდგომარეობდა შემდეგში, ერთი კლანი მისცემდა მეორე ტომს/კლანს საჩუქარს, იმ მოლოდინით, რომ შემდეგ ეს ტომი/კლანი ვალს დაუბრუნებდა რაიმე საჭირო საქონლის სახით.[13] გაცვლის ეს ფორმა ახლოსაა იროკეზების კულტურასთან ისევე როგორც ქონების და შრომის გაზიარება. ასეთი გაცვლისას არცერთ შემთხვევაში არ იდება არანაირი შეთანხმება, მაგრამ შემწეობის გამცემი დარწმუნებულია, ის ადამიანი/საზოგადოება ვისაც საჩუქარი მისცა, აუცილებლად დაუბრუნებს ვალს.[14]

იროკეზი ვაჭრები

იროკეზთა საზოგადოებაში საგარეო გაცვლებიც, ასევე, კარგი შესაძლებლობა იყო ინდივიდუალური მწარმოებლებისთვის. ადამიანს, ვინც ახალ სავაჭრო მარშრუტს აღმოაჩენდა, მომავალში ამ მარშრუტის გამოყენების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. კლანები ხშირად აგროვებდნენ სავაჭრო მარშრუტებს, რათა კონკრეტული ტიპის ვაჭრობაზე მონოპოლია მოეპოვებინათ.

ევროპელების ჩასვლით მათი სავაჭრო შესაძლებლობები საკმაოდ გაიზარდა. ვინაიდან ევროპაში ბეწვეულზე დიდი მოთხოვნა იყო, მათ შეეძლოთ იაფად ეყიდათ ბეწვი ინდიელებისგან, სამაგიეროდ კი იძლეოდნენ წარმოებულ საქონელს, რომლის დამზადებაც ინდიელებს არ შეეძლოთ. სამწუხაროდ ვაჭრობა ადგილობრივების ყოველთვის სარგებლიანი არ იყო. ბრიტანეთმა საჩუქრის ჩუქნის კულტურა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მათ უხვად მიაწოდეს ევროპული საქონელი იროკეზებს, რამაც იროკეზები დამოკიდებული გახადა ისეთ ნივთებზე როგორებიცაა თოფები და მეტალის ნაჯახები. თავდაპირველად, იარაღზე წვდომამ მოჰავკებს და დანარჩენ იროკეზებს დიდი უპირატესობა მიანიჭა სხვა ტომებთან ბრძოლაში და ამიტომაც სერიოზულად გადავარდნენ იარაღებით ვაჭრობაში. თავდაპირველად ბრიტანელები იმიტომ ასაჩუქრებდნენ იროკეზებს, რომ შემდეგ ისინი ფრანგებთან ბრძოლაში დახმარებოდნენ.[15]

ბრიტანელებმა ასევე გააცნეს ალკოჰოლური სასმელები, რომელსაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ნეგატიური ეფექტი ჰქონდა იროკეზების  საზოგადოებაზე, რადგან მათში საკმაოდ გაიზარდა ალკოჰოლიზმის დონე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Tooker, Elisabeth. 1978. “League Of The Iroquois: Its History, Politics, And Ritual.”Handbook Of North American Indians. Northeast. Washington, D.C.: Smithsonian Institution. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-042.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 Speck, F. G. (1945). Iroquois: A Study In Cultural Evolution. Bulletin. Detroit, Mich.: Cranbrook Institute of Science. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-008
  3. Graymont, Barbara. The Iroquois in the American Revolution(1972), pages 14-15
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Reid, G. (1996). Culture Summary: Iroquois. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-000
  5. Lyford, C. A. (1945). Iroquois Crafts. Publications. Lawrence, Kan.: Haskell Institute. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-011
  6. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/NorthAmer/NM09%27)&docId=nm09-008&page=nm09-008-01133&offsetId=nm0900801144&tocOffsetId=tocnm0900801144
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Gerald Reid – Culture summary: Iroquois: http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/citation.do?method=citation&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=nm09-000&tocOffsetId=tocPubInfoP
  8. Deardorff, M. H. (1951). Religion Of Handsome Lake: Its Origin And Development. Symposium On Local Diversity In Iroquois Culture. Washington, D.C.: Smithsonian Institution. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-034
  9. Wallace, A. F. C. (1978). Origins Of The Longhouse Religion. Handbook Of North American Indians. Northeast. Washington, D.C.: Smithsonian Institution. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-043
  10. Parker, A. C. (1913). Code Of Handsome Lake, The Seneca Prophet. Bulletin. Albany, N.Y.: University of the State of New York. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-026
  11. Tooker, E. (1970). Iroquois Ceremonial Of Midwinter. Syracuse, N.Y.: Syracuse University Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nm09-055
  12. Economics of the Iroquois გვ. 79-80 https://archive.org/details/economicsiroquoi00stitrich
  13. Economics of the Iroquois გვ. 81 https://archive.org/details/economicsiroquoi00stitrich
  14. Economics of the Iroquois გვ. 80 https://archive.org/details/economicsiroquoi00stitrich
  15. Forgotten Founders https://ratical.org/many_worlds/6Nations/FFexcerpts.html