ბეწვურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეწვურები (Nematomorpha, Gordiaceae) — უხერხემლო ცხოველთა კლასი პირველადღრუიანი ჭიების ტიპისა. ბეწვურებს თეთრი, ღია ყავისფერი, ზოგჯერ თითქმის შავი ძაფისებრი სხეული კურიკულით აქვთ დაფარული.

ბეწვურების სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 1,5 მ აღწევს, სისქე 0,5 - 2 მმ. ცხოვრობენ მტკნარ წყალსატევებში ან ზღვებში. ყრიან გრძელ ზონრებად შეწებებულ მილიონობით უწვრილეს კვერცხს. ბეწვურების ლარვები ორ „მასპინძელში“ პარაზიტობენ. პირველი „მასპინძლის“ (უფრო ხშირად ფარვანების, ჭრიჭინების, ერთდღიურების ლარვების) სხეულში ლარვები ცისტით იფარებიან და ასე რჩებიან იქ, ვიდრე მათ არ გადაყლაპავს მეორე, საბოლოო „მასპინძელი“ (უფრო ხშირად დიდი ზომის ფეხსახსრიანი). მეორე „მასპინძლის“ სხეულში ლარვები სქესობრივად მწიფდებიან. განვითარების სრული ციკლი 18 თვეს გრძელდება. კლასი შეიცავს 12 გვარს.

ადამიანსა და ხერხემლიან ცხოველებში გვხვდებიან ცრუ პარაზიტების სახით და მათ არავითარ ზიანს არ აყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 349, თბ., 1977 წელი.
  • Poinar GO Jr (1991). "Nematoda and Nematomorpha", რედ. Thorp JH, Covich AP: Ecology and Classification of North American Freshwater Invertebrates. San Diego, CA: Academic Press, გვ. 249–283. 
  • Thorne G (1940). „The hairworm, Gordius robustus Leidy, as a parasite of the Mormon cricket, Anabrus simplex Haldeman“. Journal of the Washington Academy of Science 30: გვ. 219–231. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]