ლაბრადორი
იერსახე
| ლაბრადორი | |
|---|---|
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | უფერო, თეთრი ან მონაცისფრო |
| კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6 |
| სიმკვრივე | 2680-2720 კგ/მ³ კგ/მ³ |
ლაბრადორი (ლაბრადორის ნახევარკუნძულის სახელის მიხედვით, სადაც ცნობილია მისი საბადო) — პლაგიოკლაზების ჯგუფის მინერალი. წარმოადგენს ალბიტისა და ანორთიტის იზომორფულ ნარევს (ანორთიტის შემცველობა 51-70 %-ია). კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. უფერო, თეთრი ან მონაცისფროა, ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6; სიმკვრივე 2680-2720 კგ/მ³. ლაბრადორი მრავალი მაგმური და მეტამორფული ქანის შემადგენელი მინერალია. ქანს, რომელიც თითქმის მხოლოდ ლაბრადორისგან შედგება, ლაბრადორიტს უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.