ირინე ფარადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე ფარადაშვილი
დაბ. თარიღი 1932
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა ინჟინერი და გეოლოგი

ირინე ფარადაშვილი (დ.1932, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი და მეცნიერი.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი.

1954 წელს მუშაობა დაიწყო მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის ლაბორანტად, ამავე კათედრაზე გაიარა ყველა საფეხური პროფესორის თანამდებობამდე. წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა მდინარე ბაქსანის აუზის კრისტალური ქანების სტრუქტურულ-ბიოლოგიურ შესწავლაში. ასევე გატაცებით მუშაობდა ის მადნეული ველის მინერალოგიურ და პეტროლოგიურ საკითხებზე. მის მიერ შესწავლილია ზემო სვანეთისა და ზემო აჭარის მაგმატიზმის, მეტაფორიზისა და სასარგებლო ნამარხების და ჯენტინის ტექტონიკური საფარი. წმინდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად ირინე ფარადაშვილი ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასც ეწევა. მის მიერ შედგენილია რამდენიმე მეთოდური მითითება პეტროგრაფიასა და ლითოლოგრაფიაში სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტირნიაუზის ახალგაზრდა გრანიტოიდების გეოლოგიურ-პეტროგრაფიული, პეტროქიმიური და მინერალოგიური თავისებურებანი და მათი გენეზისი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ., 2008, გვ. 154-155

რესურდები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]